მოიძებნა 669201 ჩანაწერი
176281.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
საკმარისია, რაღაც აღარ მოისურვო, რომ მაშინვე მიიღებ მას.
As soon as you stop wanting something you get it.
176282.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
მივხვდი, მისი მხრიდან ეს არაპროფესიონალიზმი იყო, ჯერ რომ შემპირდა დაგირეკავო და შემდეგ აღარ დამირეკა.
I realize it was unprofessional of him to say he was going to call and then not call.
176283.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
ფსიქიატრისგან რომ ვბრუნდებოდი, „მეისისთან“ შევიარე და სრულიად მოულოდნელად ჩემი პირველი ტელევიზორი ვიყიდე, 19-ინჩიანი შავ-თეთრი RCA.
On the way back from the psychiatrist's I stopped in "Macy's" and out of the blue I bought my first television set, an RCA 19-inch black and white.
176284.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
სახლში მივიტანე, სადაც მარტო ვცხოვრობდი, 75-ე ისტ სტრიტზე, და მაშინვე გადამავიწყდა ფსიქიატრი.
I brought it home to the apartment where I was living alone, under the El on East 75th Street, and right away I forgot all about the psychiatrist.
176285.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
ტელევიზორი მუდამ ჩართული მქონდა, განსაკუთრებით იმ დროს, თუ ვინმე თავის პრობლემებზე მიყვებოდა.
I kept the TV on all the time, especially while people were telling me their problems.
176286.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
ჩემი ბინა „შირლის ლამაზმანების ბარის“ თავზე იყო, სადაც მაბლ მერსერი მოდიოდა, რომ „You’re So Adorable“ შეესრულებინა, ამასაც კი სულ სხვა ელფერს სძენდა ტელევიზორის ხმა.
My apartment was on top of "Shirley's Pin-Up Bar", where Mabel Mercer would come to slum and sing "You're So Adorable," and the TV also put that in a whole new perspective.
176287.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
იმ პერიოდში ყველაფერი თავისუფალი და მოქნილი იყო.
In those days, everything was loose, flexible.
176288.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
სტუდიაში ხალხი დღე და ღამე ატარებდა დროს.
The people in the studio were there night and day.
176289.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
სწორედ იმ დროს გავაცნობიერე, რამდენად არანორმალური შეიძლება იყოს ადამიანი.
This is when I started realizing how insane people can be.
176290.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
მაგალითად, ერთხელ გოგო შევიდა ლიფტში და ერთი კვირა იქ იცხოვრა, სანამ უარი არ უთხრეს კოკა-კოლის მიტანაზე.
For example, one girl moved into the elevator and wouldn't leave for a week until they refused to bring her any more Cokes.
176291.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
არ ვიცოდი, ეს ყველაფერი როგორ გამეგო.
I didn't know what to make of the whole scene.
176292.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
იქიდან გამომდინარე, რომ სტუდიის ქირას მე ვიხდიდი, რაღაც თვალსაზრისით მეც მეხებოდა ეს ამბავი ალბათ, მაგრამ ამაზე ნურაფერს მკითხავთ, რადგან თვითონ ვერ გავუგე თავი და ბოლო.
Since I was paying the rent for the studio, I guessed that this somehow was actually my scene, but don't ask me what it was all about, because I never could figure it out.
176293.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
ერთხელ პაპმაც ჩამოიარა 47-ე ქუჩაზე, გზად წმინდა პატრიკის ეკლესიისკენ.
The Pope rode by on 47th Street once on his way to St. Patrick's.
176294.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
ხრუშჩოვმაც ჩამოიარა ერთხელ.
Khrushchev went by once, too.
176295.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
ცნობილმა ხალხმა დაიწყო სტუდიაში მოსვლა, ალბათ მიმდინარე წვეულებისთვის რომ შეევლოთ თვალი.
Famous people had started to come by the studio, to peek at the on-going party, I suppose. .
176296.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
კონტრკულტურა, სუბკულტურა, პოპი, სუპერვარსკვლავები, ნარკოტიკები, განათებები, დისკოთეკები – ყველაფერი, რაც „ახალგაზრდულად“ მიგვაჩნია სწორედ მაშინ დაიწყო.
The counterculture, the subculture, pop, superstars, drugs, lights, discotheques—whatever we think of as "young-and-with-it" probably started then.
176297.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
სადღაც მუდამ იმართებოდა წვეულება: თუ წვეულება სხვენზე არა, სახურავზე მაინც იქნებოდა, თუ მეტროში არა, მაშინ ავტობუსში იქნებოდა
There was always a party somewhere: if there wasn't a party in a cellar, there was one on a roof, if there wasn't a party in a subway, there was one on a bus.
176298.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
ხალხი ყოველთვის იკაზმებოდა წვეულებისთვის.
People were always getting dressed up for a party.
176299.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
"All Tomorrow’s Parties" ერქვა „ველვეტის“ სიმღერას, რომელსაც ასრულებდნენ ქვემო ისტ საიდში, სწორედ იმხანად, როცა იქაურობა ემიგრანტებისგან თავისუფლდებოდა და თანდათან პრესტიჟული ხდებოდა.
"All Tomorrow's Parties" was the name of a song the "Velvets" used to do at the Dom when the Lower East Side was just beginning to shake off its immigrant status and get hip.
176300.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი I
ნაღდად მომწონდა ის სიმღერა.
I really liked that song.