მოიძებნა 669201 ჩანაწერი
176341.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
ნამდვილად დამაინტრიგა.
I was really intrigued.
176342.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
თუმცა ჯერ კიდევ ჰქონდა კარგი ბინა სატონ ფლეისზე, და დროდადრო ითანხმებდა შეძლებულ მეგობრებს, ფული მიეცათ მისთვის.
She still had a nice Sutton Place apartment, and now and then she would talk a rich friend into giving her a wad.
176343.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
თავიდან წარმოდგენაც კი არ მქონდა, რამდენ ნარკოტიკს იღებდა ტაქსი, მაგრამ რაც უფრო ხშირად ვხვდებოდი მას, მით უფრო თვალსაჩინო ხდებოდა ჩემთვის, რამდენი პრობლემა ჰქონდა.
In the beginning I had no idea how many drugs Taxi took, but as we saw more and more of each other it began to dawn on me how much of a problem she had.
176344.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
გარდა იმისა, რომ ნარკოტიკი მიეღო, მისთვის მნიშვნელოვანი იყო, ჰქონოდა ნარკოტიკი.
Next in importance for her, after taking the drugs, was having the drugs.
176345.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
შეხტებოდა ხოლმე ლიმუზინში და ფილისთან ტირილით მიდიოდა, ამფეტამინები აღარ მაქვსო.
She would hop in a limousine and make a run to Philly crying the whole way that she had no amphetamines.
176346.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
ერთმა მისმა შეძლებულმა სპონსორ-მეგობარმა ისიც კი სცადა, მოდის ინდუსტრიაში დაესაქმებინა ტაქსი, რომ მას ტანსაცმლის საკუთარი ხაზი შეექმნა.
One of her rich sponsor-friends even tried to set her up in the fashion business, designing her own line of clothes.
176347.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
მან 29-ე ქუჩაზე იყიდა ზედა სართული იმ იაფი ტანსაცმლის მწარმოებელი დიზაინერისგან, რომელსაც ფლორიდაში შეეძინა ბინა და სურდა სწრაფად გასცლოდა ქალაქს.
He'd bought a loft on 29th Street outright from a schlock designer who had just bought a condominium in Florida and wanted to leave the city fast.
176348.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
ტაქსი ლანჩის საათებს აფთაუნში, „რობენთან“ ატარებდა, იმ სენდვიჩებს უკვეთდა, ცნობილი ადამიანების სახელები რომ ერქვა: ანა მარია ალბერგეტი, არტურ გოფრი და მორტონ დოუნი იყო მისი რჩეული სენდვიჩები.
Taxi would spend most of the day at lunch uptown at Reuben's ordering their Celebrity Sandwiches: the Anna Maria Alberghetti, the Arthur Godfrey, the Morton Downey were her favorites.
176349.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
ამასობაში მოდიოდნენ მისი „მეგობრები“, და იქექებოდნენ მის ჩანთაში, სანამ ტაქსის ეძინა.
Meanwhile her "friends" would come in to "rearrange" her pocketbook while she was sleeping.
176350.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
იმ ოთხი დღის მერე რომ გამოიღვიძებდა, უარყოფდა ხოლმე, არ მეძინაო.
When she'd wake up four days later she'd deny that she'd been asleep.
176351.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
თავიდან მეგონა, ტაქსი, უბრალოდ, აგროვებდა ნარკოტიკებს.
At first I thought that Taxi only hoarded drugs.
176352.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
ვიცოდი, შემგროვებლობა ეგოიზმის სახეა, მაგრამ ვფიქრობდი, მხოლოდ ნარკოტიკებისადმი ჰქონდა ასეთი დამოკიდებულება.
I knew that hoarding is a kind of selfishness, but I thought it was only with the drugs that she was that way.
176353.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
ბოლოს და ბოლოს მივხვდი, რომ ტაქსი აბსოლუტურად ყველაფერში ეგოისტი იყო.
But I finally realized that Taxi was selfish about absolutely everything.
176354.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
ერთხელ, ჯერ კიდევ დიზაინერულ ბიზნესში მოღვაწეობისას, მეგობართან ერთად ვესტუმრე.
One day when she was still in the designing business a friend and I went to visit her.
176355.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
იქ ხავერდისა და ატლასის ნაჭრები იყო მთელ იატაკზე მიმოფანტული.
There were scraps and scraps of velvets and satins all over the floor.
176356.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
ათასობით ნაჭერი ეყარა მთელ იატაკზე, ფეხებს გვიფარავდა, ტაქსიმ კი შეხედა იმ გოგოს და უთხრა: „დილა საუკეთესო დროა საამისოდ.
There were thousands of scraps all over the floor, practically covering our feet, but Taxi looked at her and said: "The best time is in the morning".
176357.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
ერთხელაც სადღაც მივდიოდით ტაქსით, ის კი ტიროდა, ფული საერთოდ არ მაქვსო, ღატაკი ვარო.
Another time we were riding in a cab and she was crying that she didn't have any money, that she was poor.
176358.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
მან თავისი ჩანთა გახსნა, „კლინექსი“ რომ ამოეღო და თვალი მოვკარი, გამჭვირვალე საფულე სავსე ჰქონდა მწვანე ფულით.
She opened her pocketbook for a "Kleenex" and I happened to catch sight of one of those clear plastic change purses all stuffed with green.
176359.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
არაფერი მითქვამს.
I didn't bother to say anything.
176360.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
რა აზრი ჰქონდა?
What was the point?