მოიძებნა 669201 ჩანაწერი
176381.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
ვიღაც აედევნა და არ უნდოდა იმასთან დაწოლა, ამიტომ ჩემს ოთახში შემოვიდა და საწოლში შემომიწვა.
Someone was after her and she didn't want to sleep with him, so she crawled into bed in the next room with me.
176382.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
ხელებს აფართხალებდა, ვერ დაეძინათ იმის ხელებს, ვერ გაჩერებულიყვნენ.
Her hands kept crawling, they couldn't sleep, they couldn't stay still.
176383.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
სამ საათში გამოიღვიძა და განაცხადა, არ მეძინაო.
In three hours she woke up and said immediately that she hadn't been asleep.
176384.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
ტაქსი რამდენიმე წლის წინ მოკვდა ჰავაიზე, სადაც ერთმა წარმატებულმა მეწარმემ წაიყვანა „დასასვენებლად“.
Taxi died a few years ago in Hawaii where an important industrialist had taken her for a "rest."
176385.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი II
წლებია აღარ მენახა ის.
I hadn't seen her for years.
176386.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ბ: გუშინ რატომ არ გამოჩნდი?
B: Why didn't you show up last night?
176387.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ე: უბრალოდ, არ შემიძლია ახალი ადამიანების გაცნობა.
A: It's just I can't meet new people.
176388.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ძალიან დავიღალე.
I'm too tired.
176389.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
პირველ კლასშივე უნდა ისწავლებოდეს სიყვარულის კურსი.
There should be a course in the first grade on love.
176390.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
უნდა იყოს კურსები მშვენიერების, სიყვარულისა და სექსის შესახებ.
There should be courses on beauty and love and sex.
176391.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
მაგრამ ამას არასდროს იზამენ, რადგან სიყვარული და სექსი ბიზნესია.
But they won't do that, because love and sex are business.
176392.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
სქესობრივი მომწიფების შესახებ ბევრი არაფერი მახსოვს.
I don't remember much about puberty.
176393.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
როგორც ჩანს, მისი უმეტესი ნაწილი გამოვტოვე, რადგან ძირითადად ავად ვიყავი და ჩარლი მაკარტის თოჯინასთან ერთად ვიწექი საწოლში, სწორედ ისე გამომრჩა, როგორც „ფიფქია“.
I probably missed most of it being sick in bed with my Charlie McCarthy doll, just like I missed "Snow White".
176394.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
„ფიფქია“ მანამდე არ მინახავს, სანამ ორმოცდახუთი წლის არ გავხდი, როდესაც რომან პოლანსკისთან ერთად ვუყურე ლინკოლნის ცენტრში.
I didn't see "Snow White" until I was forty-five, when I went with Roman Polanski to see it at Lincoln Center.
176395.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ალბათ, კარგად მოვიქეცი, რომ მოვიცადე, რადგან ვერ წარმომიდგენია, სხვა დროს მეგრძნო იმხელა აღფრთოვანება, როგორიც მაშინ.
It was probably a good thing that I waited, because I can't imagine how it could ever be more exciting than it was then.
176396.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
სწორედ ამ დროს მომაფიქრდა, იქნებ ბავშვებისთვის ადრეულ ასაკშივე სექსის მექანიკისა და მისი არარაობის ახსნის ნაცვლად, ჯობდეს, მათ უეცრად, დიდი აღტყინებით გავუმხილოთ დეტალები ორმოცი წლის ასაკში.
Which gave me the idea that instead of telling kids very early about the mechanics and nothingness of sex, maybe it would be better to suddenly and very excitingly reveal the details to them when they're forty.
176397.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
უეცრად, ორმოცი წლის ასაკში, მათ ცხოვრებას ახალი აზრი გაუჩნდება.
Then suddenly at forty their life would have new meaning.
176398.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ჩვილ ბავშვებად უფრო დიდხანს უნდა ვრჩებოდეთ, განსაკუთრებით ახლა, როცა ცხოვრების ხანგრძლივობა ბევრად გაიზარდა.
We should really stay babies for much longer than we do, now that we're living so much longer.
176399.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
იმ დროს, როცა ადამიანი თხუთმეტი წლის ასაკში იგებდა სექსის შესახებ და კვდებოდა ოცდათხუთმეტისა, პრობლემები ნაკლებად ჰქონდა, ვიდრე დღეს, როცა დაახლოებით რვა წლის ასაკში ადამიანი იგებს სექსის შესახებ და ოთხმოცი წლის ასაკამდე ცოცხლობს.
When people used to learn about sex at fifteen and die at thirty-five, they obviously were going to have fewer problems than people today who learn about sex at eight or so, I guess, and live to be eighty.
176400.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
მშობლებმა, რომლებსაც გულწრფელად უყვართ თავიანთი შვილები და არ უნდათ, მოწყენილობა და მღელვარება დაეუფლოთ, ალბათ უნდა დაუბრუნდნენ შვილების პაემანზე სიარულის აკრძალვას, სადამდეც შეძლებენ, რათა მათ დიდხანს ჰქონდეთ რაღაცის მოლოდინი.
Parents who really love their kids and want them to be bored and discontented maybe should go back to not letting them date until as late as possible so they have something to look forward to for a longer time.