მოიძებნა 669201 ჩანაწერი
176401.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
სექსი გაცილებით უფრო ამაღელვებელია ეკრანსა და სტრიქონებს შორის, ვიდრე საწოლში.
Sex is more exciting on the screen and between the pages than between the sheets anyway.
176402.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ნება მიეცით ბავშვებს იკითხონ ამის შესახებ და რაღაცის მოლოდინი გაუჩნდეთ, და ზუსტად იმ დროს, როცა სადაცაა რეალობას უნდა შეეჩეხონ, გაუმხილეთ, რომ ყველაზე ამაღელვებელი ნაწილი უკვე მოიტოვეს ზურგს უკან.
Let the kids read about it and look forward to it, and then right before they're going to get the reality, break the news to them that they've already had the most exciting part, that it's behind them already.
176403.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ყველა „ლიბ“ მოძრაობა მიყვარს, რადგან „ლიბ“-ის შემდეგ ის ყველაფერი, რაც ყოველთვის მისტიკური იყო, ხდება გასაგები და მოსაწყენი, და აღარავინ გრძნობს თავს გარიყულად, თუნდაც მაშინ, როცა იმის მონაწილენიც არ არიან, რაც ხდება.
I love every "lib" movement there is, because after the "lib" the things that were always a mystique become understandable and boring, and then nobody has to feel left out if they're not part of what is happening.
176404.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
მაგალითად, მარტოხელა ადამიანები, რომლებიც ქმრებსა და ცოლებს ეძიებდნენ, თავს გარიყულად გრძნობდნენ, რადგან ქორწინების ხატი ძველად ასეთი შესანიშნავი იყო.
For instance, single people looking for husbands and wives used to feel left out because the image marriage had in the old days was so wonderful.
176405.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
დაქორწინებულთა მხრიდან შეთქმულებას ჰგავდა ეს, რადგან ისინი არასდროს ამჟღავნებდნენ, რომ ქორწინება და სექსი სულაც არ იყო საოცარი.
It was almost like a conspiracy on the part of the married people not to let it out how it wasn't necessarily completely wonderful to be married and having sex.
176406.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
იმდენი სიმღერა არსებობს სიყვარულის შესახებ.
There are so many songs about love.
176407.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
მაგრამ მე თრთოლა მომგვარა ამას წინათ ვიღაცის მიერ ფოსტით გამოგზავნილმა სიმღერის ტექსტმა იმის შესახებ, როგორ არ ადარდებდა არაფერი, და როგორ არ ანაღვლებდა არაფერი ჩემ შესახებ.
But I was thrilled the other day when somebody mailed me the lyrics to a song that was about how he didn't care about anything, and how he didn't care about me.
176408.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ძალიან კარგი იყო.
It was very good.
176409.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ნეტა თუ შეიძლება, სასიყვარულო რომანი სამუდამოდ გაგრძელდეს.
I wonder if it's possible to have a love affair that lasts forever.
176410.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
თუ ოცდაათი წელია დაოჯახებული ხარ და „საუზმეს უმზადებ მას, ვინც გიყვარს“, და ის ოთახში შემოდის, განა მისი გული მართლა ათრთოლდება ხოლმე?
If you're married for thirty years and you're "cooking breakfast for the one you love" and he walks in, does his heart really skip a beat?
176411.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
უდიდესი საფასური, რასაც სიყვარულში ვიხდით, ისაა, რომ მუდმივად ვინმე გვყავს გვერდით, და ჩვენთვის ყოფნა არ შეგვიძლია, რაც ბევრად უკეთესია.
The biggest price you pay for love is that you have to have somebody around, you can't be on your own, which is always so much better.
176412.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ყველაზე დიდი ნაკლი კი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ საწოლში ადგილი არ გაქვს.
The biggest disadvantage, of course, is no room in bed.
176413.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
მე ხანგრძლივი ნიშნობის მჯერა.
I believe in long engagements.
176414.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
რაც უფრო ხანგრძლივია, მით უკეთესია.
The longer, the better.
176415.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
სიყვარული და სექსი ეწყობა ერთმანეთს, უსიყვარულობა და სექსი ეწყობა ერთმანეთს, და სიყვარული და უსექსობაც ეწყობა ერთმანეთს.
Love and sex can go together and sex and unlove can go together and love and unsex can go together.
176416.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ადგილისა და ნივთის მიმართაც შეიძლება იყოს ადამიანი ისეთივე ერთგული, როგორიც ადამიანის მიმართ.
You can be just as faithful to a place or a thing as you can to a person.
176417.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ადგილმა ნამდვილად შეიძლება აგვიფორიაქოს გული, განსაკუთრებით მაშინ, თუ იქამდე მისაღწევად თვითმფრინავში უნდა ავიდეთ.
A place can really make your heart skip a beat, especially if you have to take a plane to get there.
176418.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
დედა ყოველთვის მეუბნებოდა, სიყვარულზე ბევრს ნუ იდარდებ, მაგრამ აუცილებლად დაოჯახდი.
Mom always said not to worry about love, but just to be sure to get married.
176419.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
მე კი ყოველთვის ვიცოდი, რომ არასდროს დავქორწინდებოდი, რადგან შვილები არ მინდა მყავდეს, არ მინდა მათ ჩემნაირი პრობლემები შეექმნათ.
But I always knew that I would never get married, because I don't want any children, I don't want them to have the same problems that I have.
176420.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
არა მგონია, ვინმე ამას იმსახურებდეს.
I don't think anybody deserves it.