მოიძებნა 669201 ჩანაწერი
176441.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
საუკეთესო სასიყვარულო ისტორია კი გალიაში გამომწყვდეული ორი ჩიტია.
And the best love story is just two love-birds in a cage.
176442.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
საუკეთესო სიყვარულია, ამაზე-რომ-არ-ფიქრობ ის სიყვარული.
The best love is not-to-think-about-it love.
176443.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
მართლა მე ვაკეთებ ამას?
Am I really doing this?
176444.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ხუთი წუთის წინ ამას არ ვაკეთებდი.
Five minutes ago I wasn't doing this.
176445.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
დედიკო რას იტყოდა ამაზე?
What would Mom say?
176446.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ჩემთვის ეს რაღაც სხვა იუმორია.
For me that something else is humor.
176447.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
რეალურად მხოლოდ მხიარული ადამიანები მაინტერესებენ, რადგან თუ ვინმე მხიარული არაა, ის თავს შემაწყენს ხოლმე.
Funny people are the only people I ever get really interested in, because as soon as somebody isn't funny, they bore me.
176448.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
მაგრამ თუ შენ გიზიდავს ის, ვინც მხიარულია, ერთი დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, რადგან მხიარული არ ნიშნავს სექსუალურს.
But if the big attraction for you is having somebody be funny, you run into a problem, because being funny is not being sexy.
176449.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
გადასაფარებლის ქვეშ შეძრომა და ანეკდოტების მოყოლა, ჩემი აზრით, საუკეთესო გზაა.
Get under the covers and crack jokes, I guess, is the best way.
176450.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ზოგჯერ სექსი არ ცვდება.
Sometimes sex doesn't wear off.
176451.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
მინახავს წყვილები, რომლებსაც წლების განმავლობაში სექსუალური ლტოლვა ერთმანეთის მიმართ არ განელებიათ.
I've seen cases of couples where the sex for each other didn't wear off over the years.
176452.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
წყვილები ერთმანეთს ემსგავსებიან, როცა ერთად დიდ დროს ატარებენ, რადგან როცა ვინმე მოგწონს, მაშინ მის მანერებსა და პატარ-პატარა კარგ ჩვევებს გადაიღებ ხოლმე.
Couples do become like each other when they're together for a long time, because you like the person and you pick up their mannerisms and their little good habits.
176453.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
თან ორივენი ერთსა და იმავეს ჭამთ.
And you eat the same food.
176454.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ყველას სხვადასხვაგვარად წარმოუდგენია სიყვარული.
Everybody has a different idea of love.
176455.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
წლების განმავლობაში უფრო წარმატებულად ვუმკლავდებოდი სიყვარულს, ვიდრე ეჭვიანობას.
Over the years I've been more successful at dealing with love than with jealousy.
176456.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ეჭვიანობის შეტევები გამუდმებით მაქვს.
I get jealousy attacks all the time.
176457.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
შეიძლება სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ეჭვიანი ადამიანი ვიყო.
I think I may be one of the most jealous people in the world.
176458.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ჩემი მარჯვენა ხელი მარცხენაზე ეჭვიანობს, თუ ის ლამაზ ნახატს ხატავს.
My right hand is jealous if my left hand is painting a pretty picture.
176459.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ჩემი პირის მარცხენა მხარე იმაზე ეჭვიანობს, მარჯვენა რომ გემრიელ საჭმელს შეექცევა.
The left side of my mouth is jealous when my right side is eating something good.
176460.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ვეჭვიანობ, როცა სადილად ვიღაც მოიფიქრებს და ჩემზე უკეთეს შეკვეთას მისცემს.
I'm jealous at dinner that somebody else will think of something better to order than I did.