მოიძებნა 669201 ჩანაწერი
176421.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ეგეთს მე არავის ვიცნობ.
I don't know anybody like that.
176422.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
მათ ყოველთვის რაღაც პრობლემა აქვთ, თუნდაც ის, რომ მათი ტუალეტი არ ირეცხება.
They always have some problem, even if it's only that the toilet doesn't flush.
176423.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ჩემი იდეალური ცოლი სახლში ბეკონს მოიტანდა ბლომად და გარდა ამისა, საკუთარი სატელევიზიო არხი ექნებოდა.
My ideal wife would have a lot of bacon, bring it all home, and have a TV station besides.
176424.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ყოველთვის მხიბლავდა ომის შესახებ გადაღებული ძველი ფილმები, სადაც გოგონები მინდობილობის საფუძველზე ქორწინდებოდნენ იმათზე, ვისაც ზღვის გადაღმა ტელეფონზე ელაპარაკებოდნენ და ეუბნებოდნენ ხოლმე: "მესმის შენი, საყვარელო!"
I was always fascinated when I watched old war movies where the girls get married by proxy over the phone to husbands across the sea and they'd say, "I hear you, my darling!"
176425.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
მუდამ იმას ვფიქრობდი, რამდენად დიდებული იქნებოდა, ისე, რომ დარჩენილიყვნენ, როგორც იყვნენ, როგორი ბედნიერები იქნებოდნენ.
I always thought how great it would be if they just stayed that way, they'd be so happy.
176426.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ჩვენი სატელეფონო ურთიერთობა უკვე ექვსი წელია გრძელდება.
We've had an on-going relationship over the phone for six years.
176427.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
მე გარეუბანში ვარ, სამზარეულოში ვიმზადებ პიტნის ჩაის და მშრალ, ნახევრად შავ ინგლისურ მაფინს.
I'm uptown in the kitchen making myself peppermint tea and a dry, medium-to-dark English muffin.
176428.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ის ქალაქის ცენტრშია, ელოდება, ყავახანიდან როდის მოუტანენ მსუბუქ ყავას და გახუხულ ფუნთუშას თაფლითა და კარაქით.
She's downtown waiting for the coffee shop to deliver a light coffee and a toasted roll with honey and butter.
176429.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
მზიან დილებს ერთმანეთთან საათობით ლაპარაკში ვატარებთ, ტელეფონის ყურმილი თავსა და მხრებს შორის გვაქვს გაჩრილი და შეგვიძლია ან ვლაპარაკობთ, ან კიდევ როცა მოგვესურვება, დავკიდებთ ხოლმე ყურმილს.
We while and talk away the sunny morning hours with the telephone nestled between head and shoulders and we can walk away or even hang up whenever we want to.
176430.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ერთმანეთს ვუგებთ.
We have an understanding.
176431.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
არის ალბათ მართლა რაღაც სიყვარულშც, რადგან ამის შესახებ შენი ქიმიკალიები გეუბნებიან რაღაცას.
So there must be something in love because your chemicals do tell you something.
176432.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ახალგაზრდობისას ვცდილობდი, რამე გამეგო სიყვარულის შესახებ და რადგან მის შესახებ სკოლაში არ გვასწავლიდნენ, ფილმებში ვეცადე მიმეგნო ინფორმაციისთვის, რა არის სიყვარული და რა უნდა მოვუხერხოთ მას.
I tried and tried when I was younger to learn something about love, and since it wasn't taught in school I turned to the movies for some clues about what love is and what to do about it.
176433.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
იმ დროს რაღაც მართლა ისწავლებოდა ფილმებიდან სიყვარულის ერთი სახეობის შესახებ, თუმცა ვერაფერში გამოიყენებდი, რომ რამე გონივრული შედეგი მიგეღო.
In those days you did learn something about some kind of love from the movies, but it was nothing you could apply with any reasonable results.
176434.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
იმას ვგულისხმობ, რომ ამას წინათ ტელევიზორში „უკანა ეზოს“ 1961 წლის ვერსიას ვუყურებდი, სადაც ჯონ გავინი და სუზან ჰეივარდი თამაშობენ, და განცვიფრებული დავრჩი, რადგან მხოლოდ იმას იმეორებდნენ, რამდენად საოცარი იყო ერთად გატარებული ყოველი წუთი.
I mean, the other night I was watching on TV the 1961 version of "Back Street" with John Gavin and Susan Hayward and I was stunned the whole time because all they kept saying was how wonderful every precious moment they had together was.
176435.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
მაგრამ ყოველთვის მეგონა, რომ ფილმებს გაცილებით მეტის ჩვენება შეეძლოთ რა როგორ იყო ადამიანებს შორის, და შესაბამისად, დახმარებოდნენ იმათ, ვინც არ ვიცოდით, რა გვეღონა, ან რა არჩევანი გვქონდა საერთოდ.
But I always thought that movies could show you so much more about how it really is between people and therefore help all the people who don't understand to know what to do, what some of their options are.
176436.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ეს იყო მთელი იდეა: ორ ადამიანს ერთმანეთი უნდა გაეცნო.
That was the whole idea: two people getting acquainted.
176437.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ეს ფილმები აჩვენებდნენ, როგორ იქცევა ზოგი და როგორ რეაგირებს სხვებზე.
Those movies showed you how some people act and react with other people.
176438.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
მაგალითად, „აბაზანის გოგონებში“ გოგონები სხვა ადამიანებთან ერთად ბანაობდნენ აბაზანაში და ისინი ასე სწავლობდნენ, როგორ შეიძლება სხვებთან ერთად ბანაობა.
In "Tub Girls", for example, the girls had to take baths with people in tubs, and they learned how to take baths with other people.
176439.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
არასდროს მდომებია, უბრალოდ ფილმები გადამეღო სექსის შესახებ.
I never particularly wanted to make simply sex movies.
176440.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ეს რომ მდომოდა, გადავიღებდი, როგორ შობს ერთი ყვავილი მეორეს.
If I had wanted to make it I would have filmed, a flower giving birth to another flower.