მოიძებნა 669201 ჩანაწერი
176481.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ისინი ატარებენ ყველაზე მოდურ ტანსაცმელს.
They wear the most fashionable clothes.
176482.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ადრე მუდამ ჩამორჩებოდნენ დროს, ძველმოდურად გამოიყურებოდნენ, დღეს კი პირველები ჩნდებიან ქუჩებში ახალი სამოსით.
They were always behind the times, looking old-fashioned, but now they're the first ones on the street with the new clothes.
176483.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ისინი დაბრძენდნენ.
They wised up.
176484.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
მაგრამ დღემდე იმ თავიანთ უშნო ხელჩანთებს იყენებენ.
But they all still use those ugly shoulder pocketbooks.
176485.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ერთი ვიტრინა 50-იანი წლებისას წააგავდა, თუმცა ფოტოები წლებისგან განაყვითლებს არ ჰგავდა, ამიტომ ვერ გავარკვიე, ახლა შიგნით ეს გოგონები ჰყავდათ, თუ ეს ძველი ფოტო იყო, სინამდვილეში კი გოგონები, ნაცვლად იმისა, რომ მამი ფონ დორენს ჰგვანებოდნენ, გადაქანცული ყოფილი ჰიპები იყვნენ.
One window-case display had a very 50s look but the pictures weren't yellow with age or anything, so I couldn't tell if those exact girls were inside right then or if that was an old picture left over and the girls inside, instead of being Mamie Van Doren types, were tired ex-hippies.
176486.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
არ ვიცოდი.
I didn't know.
176487.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
აბა, რას იტყვით იმ პატარა ბიჭუნებზე, რომლებიც წაიოცნებებდნენ ხოლმე აჟურულ ბიუსტჰალტერებიან და აბრეშუმის პერანგებიან გოგონებზე?
What about all the little boys who used to have fantasies about girls in beautiful lace bras and silk slips?
176488.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
როდესაც ტანსაცმლის მწარმოებლები ხარისხიანი ქსოვილისგან კერავდნენ კარგ ტანსაცმელს, ჩვეულებრივი ტიპი კოსტიუმის ან პერანგის შეძენისას მეტისმეტს არ ფიქრობდა, მხოლოდ იმას კითხულობდა, თუ მომერგებაო?
When clothes makers were making good clothes out of good materials, an ordinary guy who bought a suit or a shirt without giving too much thought to anything except "Does it fit?"
176489.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
არა, ადამიანი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს დღეს რამეს შეძენისას, თორემ ხელში ნაგავი შერჩება.
No, a person has to be very careful about what he's buying these days or else he'll wind up buying junk.
176490.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ამგვარად, დღეს თუ კარგად ჩაცმულ ადამიანს დაინახავს ვინმე, მიხვდება, რომ დიდხანს იფიქრა ტანსაცმელზე.
So this means that if you see a well-dressed person today, you know that they've thought a lot about their clothes.
176491.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
იგივე შეიძლება ითქვას გოგონებზეც, თუმცა იმდენად მათ არ ეხებათ – მათ შეუძლიათ სულ ცოტა მეტი იფიქრონ თავიანთ თავზე ისე, რომ ეგოისტებად არ გამოჩნდნენ, რადგან ისინი ხომ ბუნებრივად უფრო ლამაზები არიან.
The same applies to girls but not as much—they can care a little more about themselves without being unattractively self-interested, because they're naturally prettier.
176492.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
აი, ის კაცი კი, ვინც თავის გარეგნობაზე ზრუნავს, მეტისმეტად ცდილობს, მიმზიდველი იყოს, რაც ძალიან არამიმზიდველია კაცში.
But a man caring about how he looks is usually trying very hard to be attractive, and that's very unattractive in a man.
176493.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ტრუმან კეპოუტმა მითხრა ერთხელ, რომ სექსის რაღაც ტიპი სრული განსახიერებაა ნოსტალგიისა, და მგონი მართალია.
Truman Capote told me once that certain kinds of sex are total, complete manifestations of nostalgia, and I think that's true.
176494.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
სხვადასხვა ტიპის სექსში ნოსტალგიის დონე განსხვავებულია, თუმცა, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, სექსის უმეტესობა რაღაცა ფორმის ნოსტალგიას შეიცავს.
Other kinds of sex have nostalgia in varying degrees, but I think it's safe to say that most sex involves some form of nostalgia for something.
176495.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
სექსი არის ნოსტალგია იმისა, ოდესღაც, ზოგჯერ რომ გინდებოდა ეს.
Sex is a nostalgia for when you used to want it, sometimes.
176496.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
სექსი არის სექსის ნოსტალგია.
Sex is nostalgia for sex.
176497.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ზოგი ფიქრობს, რომ ძალადობა სექსუალურია, მე კი ასე არასდროს მიფიქრია.
Some people think violence is sexy, but I could never see that.
176498.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
ბავშვი რომ ვიყავი, დედაჩემი ხშირად თამაშობდა ციფრებით, და მახსოვს, ერთი სიზმრების წიგნი ჰქონდა, იქ ეძებდა სიზმრის ახსნას.
When I was little Mom used to play the numbers and I remember she used to have a dream book and she'd look up her dream.
176499.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
როცა ადამიანს უნდა, რამეს მიემსგავსოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ნამდვილად უყვარს.
When you want to be like something, it means you really love it.
176500.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი III
მერლინის ტუჩების დაკოცნა არ მოგინდებოდა, თუმცა ძალიან ფოტოგენური იყო.
Marilyn's lips weren't kissable, but they were very photographable.