მოიძებნა 669201 ჩანაწერი
176541.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
ამას გარდა, კიდევ ერთი პრობლემა მქონდა კანზე – პიგმენტები სულ გამიქრა რვა წლის ასაკში.
I had another skin problem, too—I lost all my pigment when I was eight years old.
176542.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
აი, მგონია, რომ ასე დავკარგე პიგმენტი: ქუჩაში მოსეირნე ორფეროვანი გოგონა დავინახე, და იმდენად დამატყვევა, რომ უკან გავყევი.
This is how I think I lost my pigment: I saw a girl walking down the street and she was two-toned and I was so fascinated I kept following her.
176543.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
ორი თვის განმავლობაში მეც ორფეროვნად გადავიქეცი.
Within two months I was two-toned myself.
176544.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
დაახლოებით ოცი წლის წინ ჯორჯიეტ კლინგერის კანის კლინიკაში ვიყავი და ჯორჯიეტამ უარი მითხრა.
About twenty years ago I went to Georgette Klinger's Skin Clinic and Georgette turned me down.
176545.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
ეს მანამ იყო, სანამ კაცების დეპარტამენტს გახსნიდა, ასე რომ დისკრიმინაცია მოახდინა ჩემზე.
It was before she had a men's department and she discriminated against me.
176546.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
ხალხი მეუბნება, რომ ზოგი ლამაზი ადამიანი თავის მომხიბვლელობას კარგავს საწოლში, როცა იმას არ აკეთებს იქ, რაც საჭიროა.
People tell me that some beauties lose their looks in bed when they don't do the bed things they're supposed to.
176547.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
ასეთი რამეების არ მჯერა.
I don't believe those things.
176548.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
როცა ვიღაცით ინტერესდები და გგონია, შეიძლება ისიც დააინტერესო, მაშინვე შენი სილამაზის პრობლემებსა და ნაკლოვანებებზე უნდა გაამახვილო ყურადღება, ნაცვლად იმისა, რომ ინატრო, იქნებ გამორჩეთ მხედველობიდანო.
When you're interested in somebody, and you think they might be interested in you, you should point out all your beauty problems and defects right away, rather than take a chance they won't notice them.
176549.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
„ჩემი ფეხები, როგორც უკვე შენიშნე, ძალიან მოკლეა ტანის პროპორციებთან შედარებით“.
"My legs, as you've probably noticed, are much too short in proportion to the rest of my body."
176550.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
მეორე მხრივ, ვთქვათ, რომ მართლაც დროებითი სილამაზის პრობლემა გაქვთ – ახალი მუწუკი გაგიჩნდათ, უსიცოცხლო თმა გაქვთ, გამოუძინებელი თვალები, ან კიდევ ზედმეტი ხუთი ფუტი გაწუხებთ.
On the other hand, say you have a purely temporary beauty problem—a new pimple, lackluster hair, no sleep eyes, five extra pounds around the middle.
176551.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
განა რატომ უნდა იფიქრონ ასე, თუ სულ ახლახან გაეცანით მათ?
Why should they think otherwise if you've just met them?
176552.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
გახსოვდეთ, აქამდე ცხოვრებაში არასდროს უნახიხართ.
Remember, they've never seen you before in their life.
176553.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
ისიც კი ახსენეთ, რომ სახლში ბევრად უკეთესი ტანსაცმელი გიკიდიათ კარადაში, იმაზე ბევრად უკეთესი, ვიდრე გაცვიათ.
Even explain that you have much better clothes hanging in your closet than the ones you're wearing.
176554.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
თუ მათ ნამდვილად მოსწონხართ ისეთი, როგორიც ხართ, იმის სურვილიც ექნებათ, წარმოიდგინონ, როგორი იქნებოდით ამ დროებითი სილამაზის პრობლემის გარეშე.
If they really do like you for yourself, they'll be willing to use their imagination to think of what you must look like without your temporary beauty problem.
176555.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
თუ ბუნებრივად ძალიან ფერმკრთალია ადამიანი, ამის დასაბალანსებლად უამრავი რუჟი უნდა წაისვას.
If you're naturally pale, you should put on a lot of blush-on to compensate.
176556.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
დიანა ვრილენდი, რომელიც ათი წელია „ვოგის“ რედაქტორია, ალბათ მთელ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალია, რადგან მას სხვების არ ეშინია და იმას აკეთებს, რაც სურს.
Diana Vreeland, the editor of "Vogue" for ten years, is one of the most beautiful women in the world because she's not afraid of other people, she does what she wants.
176557.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
ტრუმენ კეპოუტმა მითხრა ერთხელ რაღაც მის შესახებ – ის ძალიან, ძალიან სუფთაა, რაც კიდევ უფრო ალამაზებს მას.
Truman Capote brought up something else about her—she's very very clean, and that makes her more beautiful.
176558.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
იქნებ სწორედ ესაა საფუძველი მისი სილამაზისა.
Maybe it's even the basis of her beauty.
176559.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
სისუფთავე ხომ ასეთი მნიშვნელოვანია.
Being clean is so important.
176560.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
კარგად მოწესრიგებულო ადამიანები არიან ნამდვილი მშვენებები.
Well-groomed people are the real beauties.