მოიძებნა 669201 ჩანაწერი
176521.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
ეს თავისთავად განა ცუდია, უბრალოდ მე არ ვიცი რას წარმოადგენენ.
Which isn't necessarily bad, it's just that I don't know what it is they're being.
176522.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
გაცილებით უფრო სახალისოა იმათთან ყოფნა, ვინც რამეს აკეთებს.
It's more fun to be with people who are doing things.
176523.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
დროც და გემოვნებაც იცვლება, და ათი წლის შემდეგ, თუ იგივე გარეგნობას შეინარჩუნებენ და არაფერს შეიცვლიან, მაგრამ თუ თავსაც მოუვლიან, ისევ ლამაზები იქნებიან.
The times change and tastes change, and ten years go by, if they keep exactly their same look and don't change anything and if they take care of themselves, they'll still be a beauty.
176524.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
მაგრამ ძველი იერსახე და სტილი რომ შეენარჩუნებინათ, და თუ იმ არამომგებიან წლებს გაუძლებდნენ, როცა მოდაში აღარ იყვნენ, დღეს საუკეთესონი იქნებოდნენ.
But if they could just have kept their same look and style, and held on through the lean years when they weren't in style, today they'd be the best thing around.
176525.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
ერთხელ მუსოლინის სტადიონზე მოვხვდი, სადაც უამრავი ქანდაკება დგას, ისინი ცხოვრებაზე უფრო დიდებიც კი გამოდგნენ და თავი ჭიანჭველად ვიგრძენი.
I was once in Mussolini Stadium with all the statues and they were so much bigger than life and I felt just like an ant.
176526.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
სწორედ ასე ვიგრძენი მეც თავი მუსოლინის სტადიონზე.
That's the way I felt in Mussolini Stadium.
176527.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
ძალიან რთული უნდა იყოს მოდელობა, რადგან მოგინდება ისე გამოიყურებოდე, როგორც ფოტოზე ხარ აღბეჭდილი, მაგრამ ასეთი ვერასდროს იქნები.
It must be hard to be a model, because you'd want to be like the photograph of you, and you can't ever look that way.
176528.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
ამიტომ მიბაძვას დაუწყებ ფოტოს.
And so you start to copy the photograph.
176529.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
საცდელი კადრების გადაღება მოგიწევს ამის გასაგებად.
You have to give screen tests to find out.
176530.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
ძალიან ცოტა ლამაზმანია კარგი მოლაპარაკე, მაგრამ ცოტანი მაინც არიან.
Very few Beauties are Talkers, but there are a few.
176531.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
ლამაზებიც კი შეიძლება იყვნენ არამიმზიდველები.
Even beauties can be unattractive.
176532.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
თუ ლამაზმანს ცუდ განათებაში გამოიჭერ საჭირო დროს, დაივიწყე.
If you catch a beauty in the wrong light at the right time, forget it.
176533.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
მე მწამს პლასტიკური ქირურგიის.
I believe in plastic surgery.
176534.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
ერთხანს ნამდვილად მადარდებდა როგორ გამოიყურებოდა ჩემი ცხვირი, რადგან ის ყოველთვის წითელია, ამიტომ გადავწყვიტე, გამეპრიალებინა.
At one time the way my nose looked really bothered me, it's always red, and I decided that I wanted to have it sanded.
176535.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
ჩემი ოჯახის წევრებიც კი „ენდი წითელცხვირა უორჰოლას“ მეძახოდნენ.
Even the people in my family called me "Andy the Red-Nosed Warhola."
176536.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
ექიმთან მივედი, და მგონი, ჩათვალა, რომ გამამასხარავა, რადგან პროცედურის შემდეგ რომ გამოვედი წმინდა ლუკას საავადმყოფოდან, შინაგანად ისევ იგივე დავრჩი, გარედან კი ბინტი მქონდა შეხვეული მხოლოდ.
I went to see the doctor and I think he thought he'd humor me, so he sanded it, and when I walked out of St. Luke's Hospital I was the same underneath, but I had a bandage on.
176537.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
დასაძინებლად არ გაწვენენ, მაგრამ გაყინულ სითხეს გაფრქვევენ მთელ სახეზე.
They don't put you to sleep but they spray frozen stuff all over your face.
176538.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
მერე ძალიან მტკივნეულია.
It's very painful afterwards.
176539.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
ასე ვქენი და შედეგად უფრო გამიდიდდა ფორები.
I did all that and it actually made my pores bigger.
176540.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
ნამდვილად იმედგაცრუებული დავრჩი.
I was really disappointed.