მოიძებნა 669201 ჩანაწერი
176601.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
ვიცნობ კარგ მზარეულებს, რომლებიც მთელ დღეს გაატარებენ ქორფა ნივრისა და ტარხუნის მოსაძებნად, და მერე დაკონსერვებულ პომიდორს გამოიყენებენ სოუსის მოსამზადებლად და იტყვიან, აბა, ამას რა მნიშვნელობა აქვსო.
I know good cooks who'll spend days finding fresh garlic and fresh tarragon, and then use canned tomatoes for the sauce, saying it doesn't matter.
176602.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
ბიბლიურმა ადამიანებმა ეგ ჩაიდინეს, როცა ოქროს ხბოს სცემდნენ თაყვანს, მაგალითად, და ბერძნებმაც, როცა ადამიანურ სხეულს განადიდებდნენ.
People in the Bible did that when they worshiped the Golden Calf, for example, and then the Greeks when they worshiped the human body.
176603.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
მაგრამ სილამაზესა და სიმდიდრეს არაფერი ესაქმება იმასთან, რამდენად კარგი ხარ, რადგან გაიხსენეთ უამრავი ლამაზი ადამიანი, ვისაც კიბო დამართნია.
But beauty and riches couldn't have anything to do with how good you are, because think of all the beauties who get cancer.
176604.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
ზოგი ადამიანი, მათ შორის ინტელიგენტებიც, იტყვიან ხოლმე, რომ ძალადობა ლამაზია.
Some people, even intelligent people, say that violence can be beautiful.
176605.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
ამის არ მესმის, რადგან მშვენიერება რაღაც წუთებია, და ჩემთვის ეგ წუთები არასდროს ყოფილა სისასტიკე.
I can't understand that, because beautiful is some moments, and for me those moments are never violent.
176606.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
ქალაქში მუდმივად უნდა ჩნდებოდნენ ახალი გოგონები, და ასეც ხდება.
There should be a lot of new girls in town, and there always are.
176607.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
წითელი კიბორჩხლის სილამაზე მხოლოდ მაშინ მჟღავნდება, როცა მას მდუღარე წყალში აგდებენ...
The red lobster's beauty only comes out when it's dropped into the boiling water...
176608.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
ბუნება კი ცვლილებას იწვევს, ნახშირბადი ალმასად იქცევა, ტალახი კი ოქროდ.
Nature changes things and carbon is turned into diamonds and dirt is gold...
176609.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
და ცხვირზე რომ საყურე გიკეთია, ეგეც ლამაზია.
And wearing a ring in your nose is gorgeous.
176610.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
ყველაზე ლამაზი რამ ტოკიოში მაკდონალდსია.
The most beautiful thing in Tokyo is McDonald's.
176611.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
ყველაზე ლამაზი რამ სტოკჰოლმში მაკდონალდსია.
The most beautiful thing in Stockholm is McDonald's.
176612.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
ყველაზე ლამაზი რამ ფლორენციაში მაკდონალდსია.
The most beautiful thing in Florence is McDonald's.
176613.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
პეკინსა და მოსკოვში ჯერ არაფერია ლამაზი.
Peking and Moscow don't have anything beautiful yet.
176614.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
ამერიკა ნამდვილად მშვენიერია.
America is really The Beautiful.
176615.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
მაგრამ უფრო მშვენიერი იქნებოდა, ყველას რომ ჰქონდეს ფული საცხოვრებლად.
But it would be more beautiful if everybody had enough money to live.
176616.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
მშვენიერი ციხეები მშვენიერი ადამიანებისთვის.
Beautiful jails for Beautiful People.
176617.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
ვერ წარმომიდგენია, რა გადაუბრუნდათ ტვინში, ეს შინდისფერი პოლიესტერის ვაფლისებრი ნაჭრის შარვალი რომ იყიდეს, ან ის აკრილის კაპიუშონიანი ზედა, რომელსაც ბზინვარედ აწერია „მაიამი“.
You can't imagine what went off in their heads to make them buy those maroon polyester waffle-iron pants or that acrylic halter top that has "Miami" written in glitter.
176618.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
ბოლოს და ბოლოს, მეც სუსტი მკლავები მაქვს, მეც მუწუკები მაყრის, მაგრამ ჩემი პრობლემები თითქოს ვერ შეამჩნია.
After all, I have weak arms, I have pimples, but she didn't seem to notice my problems.
176619.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
ზოგჯერ შეიძლება რაღაც ლამაზად გამოიყურებოდეს მხოლოდ იმის გამო, რომ იმ ნივთების გარემოცვაში რაღაცით განსხვავებულია.
Sometimes something can look beautiful just because it's different in some way from the other things around it.
176620.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
როცა შვედეთში ერთი მეორეზე უფრო ლამაზ ადამიანებს ხედავ ქუჩაში, და ბოლოს აღარც კი ტრიალდები მათ შესათვალიერებლად, რადგან იცი, მომდევნო შემხვედრიც ასეთივე ლამაზი იქნება, და თავს არ იწუხებ შეტრიალებით.
When you're in Sweden and you see beautiful person after beautiful person after beautiful person and you finally don't even turn around to look because you know the next person you see will be just as beautiful as the one you didn't bother to turn around to look at