მოიძებნა 669201 ჩანაწერი
176621.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
ასეთ ადგილას ისე მოიწყენ ხოლმე, შეიძლება ულამაზო ადამიანი უფრო ლამაზად მოგეჩვენოს, რადგან ის დაარღვევს მშვენიერების მონოტონურობას.
In a place like that you can get so bored that when you see a person who's not beautiful, they look very beautiful to you because they break the beautiful monotony.
176622.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IV
არისსამი რამ, რაც მე მუდამ მშვენიერი მგონია: ის ჩემი ძველი ფეხსაცმელი, რომელიც არ მტკენს, ჩემი საძინებელი და სახლში დაბრუნებისას აშშ-ის საბაჟო განყოფილება.
There are three things that always look very beautiful to me: my same good pair of old shoes that don't hurt, my own bedroom, and U.S. Customs on the way back home.
176623.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
ერთი კომპანია ახლახან ჩემი "აურის" ყიდვით დაინტერესდა.
Some company recently was interested in buying my "aura."
176624.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
ჩემი პროდუქცია არ უნდოდათ.
They didn't want my product.
176625.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
იმეორებდნენ: "შენი აურა გვინდაო".
They kept saying: "We want your aura."
176626.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
ვერაფრით მივხვდი, მაინც რა სურდათ.
I never figured out what they wanted.
176627.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
მაგრამ დიდი ფულის გადახდა კი უნდოდათ.
But they were willing to pay a lot for it.
176628.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
ამიტომ ვიფიქრე, თუ ვინმე ამდენის გადახდას აპირებს ამისთვის, ისიც უნდა გავარკვიო, რაში-მეთქი.
So then I thought that if somebody was willing to pay that much for my it, I should try to figure out what it is.
176629.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
თან მხოლოდ იმ ხალხის აურას თუ შეამჩნევ, რომლებსაც ცუდად ან საერთოდ არ იცნობ.
You can only see an aura on people you don't know very well or don't know at all.
176630.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
იქ კი ვიღაცას თან მოყვანილი ჰყავდა მეგობარი, რომელსაც არასდროს შევხვედრივარ და მაგ ყმაწვილს ვერც კი დაეჯერებინა, ჩემთან ერთად რომ სადილობდა.
But then there was this nice friend that somebody had brought along who had never met me, and this kid could hardly believe that he was having dinner with me!
176631.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
ყველა მე მხედავდა, ის კი ჩემს "აურას".
Everybody else was seeing me, but he was seeing my "aura."
176632.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
ყველაზე სახელგანთქმულები ის ადამიანები არიან, რომელთა სახელებიც მაღაზიებს ჰქვია.
The people who have the best fame are those who have their name on stores.
176633.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
აი, მათი კი მართლა მშურს.
They are the ones I'm really jealous of.
176634.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
მაგრამ სახელგანთქმულობა არც ისე მნიშვნელოვანია.
But being famous isn't all that important.
176635.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
მე რომ სახელგანთქმული არ ვყოფილიყავი, ენდი უორჰოლობის გამო არავინ მესროდა.
If I weren't famous, I wouldn't have been shot for being Andy Warhol.
176636.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
თავში ყოველთვის მიტრიალებდა აზრი, რომ თუ შენი სახელი ახალ ამბებშია მოხსენიებული, მაშინ ამაში უნდა გიხდიდნენ კიდეც.
I always have it in my head that if your name's in the news, then the news should be paying you.
176637.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
ეს ხომ შენი ახალი ამბავია, ისინი კი იღებენ და თავიანთ პროდუქტად ასაღებენ.
Because it's your news and they're taking it and selling it as their product.
176638.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
ალბათ, ერთმანეთს უნდა გადავუხადოთ.
So I guess you should pay each other.
176639.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
მაგრამ ჯერ ბოლომდე ვერ გავრკვეულვარ ამაში.
But I haven't figured it out fully yet.
176640.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
ყველაზე ცუდი, ყველაზე ღვარძლიანი მიმოხილვა, რაც კი ჩემზე წამიკითხავს, ჟურნალ „ტაიმში“ ჩემი დაჭრის შემდეგ გამოქვეყნდა.
The worst, most cruel review of me that I ever read was the "Time" magazine review of me getting shot.