მოიძებნა 669201 ჩანაწერი
176681.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
მე კი ყოველთვის უმარტივეს არჩევანს ვაკეთებ.
And I always go after the easiest thing.
176682.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
რადგან ჩემთვის საუკეთესო ჩვეულებისამებრ ნიშნავს უმარტივესს.
Because if it's the easiest, for me it's usually the best.
176683.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
ამას წინათ რაღაც ხმის აპარატურისთვის ვაკეთებდი რეკლამას და ვერ ვაიძულე თავი, რაც მათ სურდათ, ყველა ის სიტყვა მეთქვა.
I was doing a commercial the other day for some sound equipment, and I could have pretended to say all the words they gave me.
176684.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
როდესაც ფილმში ელიზაბეტ ტეილორთან ერთად აეროპორტის თანამშრომელი ვითამაშე, დაახლოებით ამდაგვარი რამ უნდა მეთქვა: „მოდი, წავიდეთ".
When I played an airport person in a movie with Elizabeth Taylor the lines they gave me were something like "Let's go".
176685.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
მაგრამ იტალიაში ყველაფერს ხმას მოგვიანებით ადებენ, ამიტომ რაც არ უნდა გამოგრჩეს, მერე მაინც მოგიწევს თქმა.
But in Italy they dub everything in afterwards, so no matter what you don't say, you say it anyway.
176686.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
ერთხელ სონი ლისტონთან ერთად გადამიღეს რეკლამაში.
I did an airline commercial once with Sonny Liston.
176687.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
ზოგი ამბობს, რომ ჩვენზე შთაბეჭდილებას მხოლოდ ის სახელოვანი ადამიანები ახდენენ, რომლებზეც ბავშვობიდან გვსმენია, ან გაცნობამდე ძალიან დიდი ხნით ადრე.
Some people say that you're only impressed with somebody famous if you've known about them since you were little or for a long time before you met them.
176688.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ჩემზე იმათთან შეხვედრა ახდენს, რომლებსაც მეგონა არასდროს გავიცნობდი – რომლებთან ლაპარაკზეც კი ვერასდროს ვიოცნებებდი.
What I'm most impressed with is when I meet somebody I thought I could never meet— that I'd never dream I'd be talking to some day.
176689.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
ბავშვობაში, როდესაც საწოლში ვიწექი და ვხატავდი, რადიოთი სულ ვუსმენდი სიმღერას The Singing Lady.
When I was little I used to listen to The Singing Lady on the radio all the time while I was in bed coloring.
176690.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
1972 წელს ერთ წვეულებაზე ნიუ-იორკში გამაცნეს ქალი და მითხრეს, "ის ასრულებდა რადიოში The Singing Lady-სო".
Then in 1972 I was at a party in New York and I was introduced to a woman and they said, "She used to be The Singing Lady on the radio."
176691.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
ვერ დამეჯერებინა, რომ მართლა გავიცანი, რადგან არც კი მიოცნებია, რომ ოდესმე შევხვდებოდი.
I could hardly believe that I was really meeting her, because I never dreamed that I would ever meet her.
176692.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
უბრალოდ, მივიჩნიე, რომ ეს შეუძლებელი იყო.
I'd just assumed that there was no chance at all.
176693.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
როცა იმას გაიცნობ, ვისთან შეხვედრაზეც არასდროს გიოცნებია, გაოგნებული ხარ, რადგან მის შესახებ არაფერი წარმოგიდგენია და არც იმედი გიცრუვდება.
When you meet someone you never dreamed you'd meet, you're taken by surprise, so you haven't made up any fantasies and you're not let down.
176694.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
ზოგი მთელ ცხოვრებას ერთ კონკრეტულ გამოჩენილ ადამიანზე ფიქრში ატარებს.
Some people spend their whole lives thinking about one particular famous person.
176695.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
აირჩევენ ვინმე სახელოვანს და მერე მთელი ცხოვრება ფიქრობენ მასზე.
They pick one person who's famous, and they dwell on him or her.
176696.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
თუ რომელიმე სახელგანთქმულს ჰკითხავთ, რა სახის წერილებს იღებენ, გაიგებთ, რომ ყოველი მათგანით ვინმე ერთი ადამიანი მაინც არის შეპყრობილი და გამუდმებით უგზავნის წერილებს.
If you ask any famous person about the kind of mail they get, you'll find that almost every one of them has at least one person who's obsessed with them and writes constantly.
176697.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
მე ყოველთვის გიჟები მწერენ.
Nutty people are always writing me.
176698.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
მგონი, გიჟების მისამართების რომელიმე სიაში ვარ შეყვანილი.
I always think I must be on some nutty mailing list.
176699.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
მე 1968 წელს დამჭრეს, ასე რომ, ეგ 1968 წლის ვერსია იყო.
I was shot in 1968, so that was the 1968 version.
176700.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
ამოირჩევდნენ ერთ ვარსკვლავს და ყველაფერი მოსწონდათ მისი.
They would take one star and love everything about that star.