მოიძებნა 669201 ჩანაწერი
176641.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
თითქმის ყველა ინტერვიუ წინასწარაა მოფიქრებული, როგორც მივხვდი.
I've found that almost all interviews are preordained.
176642.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
მათ მანამ იციან, რა უნდათ შენზე დაწერონ და შენ შესახებ რა აზრისა არიან, სანამ დაელაპარაკებოდე.
They know what they want to write about you and they know what they think about you before they ever talk to you.
176643.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
ყველაზე სასიამოვნო და მოცინარ ადამიანებს შეუძლიათ ყველაზე ღვარძლიანი სტატია დაწერონ, ისინი კი, ვისაც გგონია, ეზიზღები, ყველაზე მხიარული, ყველაზე კარგი სტატიის დაწერა შეუძლიათ.
The nicest, laughingest people can write the meanest articles, and the people you think are hating you can write the funniest, nicest articles.
176644.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
როცა ვინმე ძალიან ღვარძლიან სტატიას წერს, ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან ვინ ხარ, რომ დაუმტკიცო, რომ სიმართლეს არ წერენ?
When somebody writes a really mean article, I always just let it go by because who are you to say it isn't the truth?
176645.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
ჩემზე ამბობდნენ, მედიისთვის თავგზის არევას ცდილობსო, რადგან ერთ გაზეთს ერთ ავტობიოგრაფიულ ცნობებს ვაწვდიდი, მეორე გაზეთს კი სხვა ავტობიოგრაფიას.
People used to say that I tried to "put on" the media when I would give one autobiography to one newspaper and another autobiography to another newspaper.
176646.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
ზოგჯერ ძალიან სასაცილო ინფორმაციას შენ შესახებ წლების შემდეგ გახსენებენ.
Sometimes funny pieces of information come back to you years and years later.
176647.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
როცა ჟურნალისტი გეუბნება: "ერთხელ გითქვამთ, რომ ლეფრაკ სიტი სამყაროში ყველაზე ლამაზი ადგილიაო" ამ დროს ხვდები, რომ ოდესღაც „არქიტექტურული ფორუმისთვის“ ნათქვამი წაუკითხავს.
When an interviewer says: "You once said that Lefrak City was the most beautiful place in the world," and then you know that they've read what you once told "Architectural Forum".
176648.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
12 წელი სასურსათო მაღაზია „გრისტიდიზის“ გვერდით ვცხოვრობდი და ყოველდღე შევდიოდი იქ, ვიღებდი, რაც მომესურვებოდა – ეს რიტუალი ძალიან მომწონდა.
I lived next to a "Gristedes" grocery for twelve years, and every day I would go in picking out what I wanted—that's a ritual I really enjoy.
176649.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
მერე კი, როცა იმ მაღაზიაში ისევ შევედი, საწყობის თანამშრომელმა ბიჭებმა ყვირილი დაიწყეს „ხომ გეუბნებოდით, ის არის-მეთქი“.
When I next went into the store all the stockboys started yelling "I told you it was him!"
176650.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
მეტჯერ იქ დაბრუნების სურვილი არ გამჩენია.
I didn't want to go back there ever again.
176651.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
აი, მას შემდეგ კი, რაც ჩემი ფოტო ჟურნალ „ტაიმში“ დაიბეჭდა, ერთი კვირა ძაღლს პარკში ვერ ვასეირნებდი, რადგან ხალხი ჩემკენ იშვერდა თითებს.
Then after my picture was in "Time", I couldn't take my dog to the park for a week because people were pointing at me.
176652.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
გასულ წლამდე იტალიაში საერთოდ არაფერს წარმოვადგენდი.
Up until a year ago I was a real nobody in Italy.
176653.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
ბოლოს ჟურნალმა L’Uomo Vogue გაიგო, როგორ იწერება ჩემი სახელი ერთი ჩვენი სუპერვარსკვლავისგან, რომელმაც ერთ მათ ფოტოგრაფთან დაიწყო შეხვედრა, ალბათ საწოლში ილაპარაკეს ამაზე.
Then L'Uomo Vogue found out how to spell my name from a superstar of ours who started going with one of their photographers, pillow talk I guess.
176654.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
ინგლისურად ხუთიოდე სიტყვა იცოდა სულ და მათ შორის ოთხი იყო ხორცი, ნაგავი, სიცხე და დალესანდრო, მაგრამ ის სათვალავში არცაა ჩასაგდები, რადგან იტალიურია.
He knew about five words of English and four of them were FLESH, TRASH, HEAT, and DALLE-SANDRO, which maybe doesn't count because it's Italian.
176655.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
ყოველთვის მაინტერესებდნენ ტოქშოუების წამყვანები.
I'm always interested in talk-show hosts.
176656.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
მეც მინდა ყველაფერს ვიგებდე ადამიანებზე ტელეეკრანზე მათი ყურებით – მინდა ვხვდებოდე, რა აწუხებთ.
I'd love to be able to know everything about a person from watching them on television—to be able to tell what their problem is.
176657.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
წარმოიდგინე, აბა, ტოქშოუს რომ უყურებ და მაშინვე ხვდები ასეთ რამეებს – „აი, ამის პრობლემა ისაა, რომ ლამაზმანობა სურს“.
Can you imagine watching a talk show and knowing immediately things like— "This one's problem is HE WANTS TO BE A BEAUTY."
176658.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
„ამის პრობლემა კი ისაა, რომ მდიდრები ეზიზღება“.
"This one's problem is HE HATES RICH PEOPLE."
176659.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
და იქნებ ისიც გაარკვიო – "რატომ არ აქვს არც ერთი პრობლემა დინა შორს?"
And maybe you'd also be able to figure out— "Why Dinah Shore DOESN'T HAVE A PROBLEM."
176660.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
ისიც გამახარებდა, ტელეეკრანზე ადამიანის თვალების ფერი რომ გამერჩია ერთი შეხედვით.
I would also be thrilled to be able to know what color eyes a person has just from looking at them.