მოიძებნა 669201 ჩანაწერი
176701.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
როდესაც ჟურნალებისთვის ფეხსაცმელებს ვხატავდი, თითოეულ ფეხსაცმელში გარკვეული ოდენობის თანხას მიხდიდნენ, ამიტომ გადავითვლიდი ხოლმე ამ ფეხსაცმელებს იმის გასაგებად, რამხელა ანაზღაურება გამოვიმუშავე.
When I used to do shoe drawings for the magazines I would get a certain amount for each shoe, so then I would count up my shoes to figure out how much I was going to get.
176702.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
ფეხსაცმლის ნახატების რაოდენობით ვირჩენდი თავს – როცა მათ ვითვლიდი, ვიცოდი რამდენი ფული მქონდა.
I lived by the number of shoe drawings—when I counted them I knew how much money I had.
176703.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
კინოვარსკვლავები მილიონობით დოლარს სრულიად არაფერში იღებენ, მერე კი, თუ ვინმე სთხოვთ, რამე ანაზღაურების გარეშე გააკეთონ, გიჟდებიან.
Movie stars get millions of dollars for nothing, so when someone asks them to do something for nothing, they go crazy.
176704.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
ისინი ფიქრობენ, რომ თუ ვინმეს თუ გამოელაპარაკებიან სასურსათო მაღაზიაში, საათში 50 დოლარი უნდა აიღონ.
They think that if they're going to talk to somebody at the grocery store they should get fifty dollars an hour.
176705.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი V
მსახიობმა მის მიერ შესრულებული როლები უნდა გადაითვალოს, მოდელმა თავისი ფოტოები, მწერალმა თავისი სიტყვები, მხატვარმა კი თავისი ნახატები.
An actress should count up her plays and movies and a model should count up her photographs and a writer should count up his words and an artist should count up his pictures.
176706.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
სანამ დამჭრიდნენ, ასე მეგონა, სანახევროდ ვიყავი იქ, იმის მაგივრად, რომ მთლიანად ვყოფილიყავი.
Before I was shot, I always thought that I was more half-there than all-there.
176707.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ყოველთვის ეჭვი მიპყრობდა, ცხოვრების ნაცვლად ტელევიზორს ხომ არ ვუყურებდი.
I always suspected that I was watching TV instead of living life.
176708.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ადამიანები ზოგჯერ ამბობენ, რომ ფილმებში დაუჯერებელი ამბები ხდება, სინამდვილეში კი დაუჯერებელი ისაა, თუ როგორც ხდება ცხოვრებისეული ამბები.
People sometimes say that the way things happen in the movies is unreal, but actually it's the way things happen to you in life that's unreal.
176709.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ფილმებში ემოციები ძლიერად და ცხადად წარმოჩინდება, მაშინ კი, მართლა თუ გადახდება თავს რამე გგონია, რომ ტელევიზორს უყურებ, ვერაფერს ვერ გრძნობ.
The movies make emotions look so strong and real, whereas when things really do happen to you, it's like watching television, you don't feel anything.
176710.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
მაშინ, როცა მესროლეს, და მას შემდეგ მუდმივად, ვიცოდი, რომ ტელევიზორს ვუყურებდი.
Right when I was being shot and ever since, I knew that I was watching television.
176711.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
არხები იცვლება, მაგრამ ეს ყველაფერი ტელევიზიაა.
The channels switch, but it's all television.
176712.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
როცა მართლა, მართლა ხარ რაღაცაში ჩართული, იმ დროს სულ სხვა რამეზე ფიქრობ.
When you're really really involved with something, you're usually thinking about something else.
176713.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
როცა რამე ხდება, სხვა რამეზე ფანტაზიორობ.
When something's happening, you fantasize about other things.
176714.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
როცა სადღაც გამომეღვიძა არ ვიცოდი, საავადმყოფოში რომ ვიყავი, და არც ის ვიცოდი, რომ ჩემი დაჭრის მეორე დღეს ბობი კენედის ესროლეს.
When I woke up somewhere I didn't know it was at the hospital and that Bobby Kennedy had been shot the day after I was.
176715.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
მომესმა, რომ წმინდა პატრიკის კათედრალში ათასობით ადამიანს მოეყარა თავი და ლოცულობდა, შემდეგ სიტყვა „კენედის“ მოვკარი ყური და ამან ისევ ტელევიზორის სამყაროში დამაბრუნა, რადგან მივხვდი, აი, იქ ვიყავი, და ტკივილები მტანჯავდა.
I heard words about thousands of people being in St. Patrick's Cathedral praying and carrying on, and then I heard the word "Kennedy" and that brought me back to the television world again because then I realized, well, here I was, in pain.
176716.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ჟურნალისტმა უთვალავი კითხვა დამისვა იმის შესახებ, როგორ ვმართავ ოფისს, და ვეცადე ამეხსნა, რომ მე არ ვმართავ მას, ის თვითონ მმართავს.
An interviewer asked me a lot of questions about how I ran my office and I tried to explain to him that I don't really run it, it runs me.
176717.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
სანამ საავადმყოფოში ვიწექი, ჩემი თანამშრომლები საქმეს განაგრძობდნენ, ასე მივხვდი, რომ მართლა კინეტიკური ბიზნესი მქონდა, რადგან ის ჩემ გარეშეც ფუნქციონირებდა.
The whole time I was in the hospital, the "staff" kept on doing things, so I realized I really did have a kinetic business, because it was going on without me.
176718.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ამის გაცნობიერება მომეწონა, რადგან იმ დროს უკვე მტკიცედ მჯეროდა, რომ ბიზნესია ხელოვნების საუკეთესო ფორმა.
I liked realizing that, because I had by that time decided that business was the best art.
176719.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
მე საქმიანობა კომერციულ არტისტად დავიწყე, და მინდა ბიზნეს არტისტად დავასრულო.
I started as a commercial artist, and I want to finish as a business artist.
176720.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
კარგი ბიზნესმენობა ყველაზე მომაჯადოებელი ფორმაა ხელოვნებისა.
Being good in business is the most fascinating kind of art.