მოიძებნა 669201 ჩანაწერი
176741.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
რაც მეტისმეტი სირთულეა, ამიტომ უკვეთავ ბატკნის ხორცს და ივიწყებ, რა გსურდა სინამდვილეში.
And that would be too much trouble, so you order lamb and forget about what you really want.
176742.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ახლა ვცდილობ გავიხსენო, ზუსტად რა გარემოებებმა გამოიწვია ამ პირველი ჩანაწერის გაკეთება.
I'm trying right now to remember the exact circumstances of what I made my first tape recording of.
176743.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
მახსოვს, ვისი იყო, მაგრამ ვერ გამიხსენებია, იმ დღეს თან რატომ დამქონდა მაგნიტოფონი, ან საერთოდ გარეთ რატომ გავედი და შევიძინე.
i remember who it was of, but I can't remember why I was carrying a tape recorder around with me that day or even why I had gone out and bought one.
176744.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
მე მგონი, ეს ყველაფერი იმიტომ დაიწყო, რომ ვცდილობდი, წიგნი დამეწერა.
I think it all started because I was trying to do a book.
176745.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ამიტომ ავდექი და ვიყიდე მაგნიტოფონი, და მთელი დღის განმავლობაში ვწერდი იმ დროისთვის ჩემთვის ყველაზე საინტერესო ადამიანს, უნდინას.
So I bought that tape recorder and I taped the most interesting person I knew at the time, Ondine, for a whole day.
176746.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ძალიან მაინტერესებდნენ ის ახალი ნაცნობები, რომლებიც იმხანად კვირებს ატარებდნენ ისე, რომ არ იძინებდნენ.
I was curious about all these new people I was meeting who could stay up for weeks at a time without ever going to sleep.
176747.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
მინდა ვიცოდე, რას აკეთებენ, რატომ აქვთ ასეთი წარმოსახვა და შემოქმედებითი უნარი, როგორ ლაპარაკობენ მუდამ, როგორ არიან გამუდმებით დაკავებულები, სულ ენერგიით სავსენი.
I just want to know what they do, why they're so imaginative and creative, talking all the time, always busy, full of energy.
176748.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
გადაწყვეტილი მქონდა, დღე და ღამე არ დამეძინა და მათ შორის ყველაზე ენერგიული და ენაჭარტალა, უნდინა ჩამეწერა.
I was determined to stay up all day and all night and tape Ondine, the most talkative and energetic of them all.
176749.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ზოგჯერ მათ აღფრთოვანებით გადავხედავდი ხოლმე, რადგან დამარწმუნეს, რომ ქვეყნად ბეჭდვაზე ნელი და შრომატევადი საქმე არ არსებობდა.
I would glance over at them sometimes with admiration because they had me convinced that typing was one of the slowest, most painstaking jobs in the world.
176750.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
იქნებ მათ სიამოვნებდათ ჩემს სტუდიაში დროის გატარება, იქ შეკრებილ ხალხთან ერთად.
Maybe they just liked being around all the people who hung around at the studio.
176751.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
კიდევ ერთი რამ არ მესმოდა, ისინი, ვინც არასდროს იძინებდნენ, ყოველთვის აცხადებდნენ: „ოხ, უკვე მეცხრე დღეა არ მძინავს და ეს დიდებულია!“
Another thing I couldn't understand was all those people who never slept who were always announcing, "Oh I'm hitting my ninth day and it's glorious!"
176752.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ამიტომ ვიფიქრე, „იქნებ დრო მოვიდა, გადავიღო ფილმი იმაზე, ვისაც მთელი ღამე სძინავს“.
So I thought, "Maybe it's time to do a movie about somebody who sleeps all night.
176753.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
სავარაუდოდ, ძალიან არაზუსტი ინტერპრეტაცია მაქვს „მუშაობის“, რადგან მგონია, რომ იყო ცოცხალი, ეს იმხელა სამუშაოა, ზოგჯერ არც კი გინდა ამის კეთება.
I suppose I have a really loose interpretation of "work," because I think that just being alive is so much work at something you don't always want to do.
176754.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ადამიანები ყოველ წუთს მუშაობენ.
People are working every minute.
176755.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ჩემთვის გონებრივად ყველაზე რთული საქმე იყო სასამართლოში მისვლა და ადვოკატის მიერ მოყენებული შეურაცხყოფის ატანა.
The hardest work I ever had to do mentally was go to court and get insulted by a lawyer.
176756.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
თუ ისეთი სამუშაო არ გაქვს, სადაც ისე უნდა გააკეთო, როგორც ვინმე სხვა მიგითითებს, მაშინ უფროსის თანამდებობისთვის კვალიფიციური მხოლოდ სპეციალურად დაპროგრამებული კომპიუტერი იქნება, რომელიც ითვალისწინებს შენს ფინანსებს, ცრურწმენებს, ახირებებს, იდეების პოტენციალს, ნიჭს, სასურველი ზრდის ხარისხს, რით საუზმობს იმ დილით, როცა კონტრაქტს უნდა მოაწერო ხელი, რაზე ეჭვიანობ და ა.შ.
Unless you have a job where you have to do what somebody else tells you to do, then the only "person" qualified to be your boss would be a computer that was programmed especially for you, that would take into consideration all of your finances, prejudices, quirks, idea potential, talents, growth rate desired, what you'll eat for breakfast on the day you have to fulfill a contract, who you're jealous of, etc.
176757.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
კომპიუტერი იქნებოდა ძალიან კვალიფიციური უფროსი.
A computer would be a very qualified boss.
176758.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
მგონია, საუკეთესო წვეულება იქნებოდა ის, სადაც სადილად მოპატიჟებულ სტუმრებს დაევალებოდათ, თან მოეტანათ ერთი სამეცნიერო სიახლე.
I think that the best dinner party would be where each guest was required to bring a new piece of science news to the dinner table with him.
176759.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ადამიანები უამრავ საჩუქარს მიგზავნიან ფოსტით, მე კი ვნატრობ ამ საჩუქრების ნაცვლად, ფოსტით ვიღებდე სამეცნიერო წერილებს, ჩემთვის გასაგებ ენაზე დაწერილს.
People send me so many presents in the mail, but I wish that instead of all the presents I would get science mailers in language I could understand.
176760.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
როცა ბიზნეს პროექტზე ვმუშაობ, მუდამ ცუდის მოლოდინი მაქვს.
When I'm working on a business project, I expect bad things to happen all the time.