მოიძებნა 669201 ჩანაწერი
176721.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ჰიპობის ეპოქაში ადამიანებმა ბიზნესის იდეაზე უარი თქვეს, ისინი გაიძახოდნენ, "ფული ცუდი რამეაო", მაგრამ ფულის კეთება ხელოვნებაა, მუშაობაც ხელოვნებაა, კარგი ბიზნესი კი საუკეთესო ხელოვნებაა.
During the hippie era people put down the idea of business, they'd say, "Money is bad," but making money is art and working is art and good business is the best art.
176722.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
თავიდან ენდი უორჰოლის ინტერპრაიზში ყველაფერი კარგად არ იყო ორგანიზებული.
In the beginning not everything in Andy Warhol Enterprises was organized too well.
176723.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ჩვენ ხელოვნებიდან პირდაპირ ბიზნესს მივაშურეთ, როდესაც ერთ კინოთეატრთან დავდეთ ხელშეკრულება, რომ კვირაში ერთი ფილმით უზრუნველვყოფდით მათ.
We went from art right into business when we made an agreement to provide a certain theater with one movie a week.
176724.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ყოველთვის მომწონდა ნარჩენებზე მუშაობა.
I always like to work on leftovers.
176725.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ნარჩენებში დიდი იუმორი იყო.
I always thought there was a lot of humor in leftovers.
176726.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
როცა ესტერ უილიამსის ძველ ფილმს ვუყურებ და იქ ასობით გოგო ხტება, იმაზე ვიწყებ ფიქრს, როგორი უნდა ყოფილიყო შერჩევის პროცესი.
When I see an old Esther Williams movie and a hundred girls are jumping off, I think of what the auditions must have been like.
176727.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
იმას არ ვამბობ, რომ პოპულარული გემოვნება ცუდია, და რომ ამ ცუდი გემოვნების გამო მორჩენილია კარგი.
I'm not saying that popular taste is bad so that what's leftover from the bad taste is good.
176728.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ნიუ-იორკში ცხოვრება მოასურვებს ადამიანს ისეთ ნივთებს, რომლებიც სხვას არავის სურს.
Living in New York City gives people real incentives to want things that nobody else wants.
176729.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
მაგალითად, მშვენიერ, მზიან დღეებში ნიუ-იორკის ქუჩები ისეა გადაჭედილი ხალხით, რომ მათ სხეულებს შორის არც კი მოჩანს ცენტრალური პარკი.
For instance, on beautiful, sunny days in New York, it gets so crowded outside you can't even see Central Park through all the bodies.
176730.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
მაგრამ კვირას დილაადრიან თუ კოკისპირული წვიმა წამოვა, არავინ მოინდომებს ადგომას, ან თუ ადგებიან, გარეთ არ გამოვლენ, და ამ დროს შეგიძლია გახვიდე გარეთ, ისეირნო ქუჩებში შენთვის და ეს შესანიშნავია.
But very early on Sunday mornings in horrible rainy weather, when no one wants to get up and no one wants to get out even if they are up, you can go out and walk all over and have the streets to yourself and it's wonderful.
176731.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ვცდილობდი, გადაღების პროცედურა გამემარტივებინა, და ამიტომაც ისეთ ფილმებს ვაკეთებდით, სადაც ფილმის ყველა კადრს ვიყენებდით.
I tried to simplify the movie-making procedure, so I made movies where we used every foot of film that we shot.
176732.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
1969 წელს უკვე დავიწყეთ ჩვენი ფილმების დამონტაჟება, მაგრამ ჩვენსავე ფილმებში მე ყველაზე მეტად მაინც ნარჩენები მომწონდა.
Then in 1969 we started editing our movies, but even with our own movies, I still love the leftovers best.
176733.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ამოჭრილი კადრები ყველა დიდებულია.
The out takes are all great.
176734.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
მე საგულდაგულოდ ვინახავ მათ.
I'm scrupulously saving them.
176735.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
უბრალოდ, ასე მოხდა.
It just happened.
176736.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ასევე უნდა გამოვტყდე, ვერ ვიტან ნარჩენების ჭამას.
I also have to admit that I can't tolerate eating leftovers.
176737.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ჩემი სინდისი არ მაძლევს რამის გადაყრის უფლებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩემთვის არ მინდა.
My conscience won't let me throw anything out, even when I don't want it for myself.
176738.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
როგორც წესი, ხორცი მომრჩება ხოლმე, რადგან ვიყიდი დიდ ხორცის ნაჭერს, მოვამზადებ სადილად, და სწორედ იმ დროს, როცა თითქმის მზადაა, გავტყდები ხოლმე და იმას შევჭამ, რაც თავიდანვე მინდოდა სადილად – პური და მურაბა.
The leftovers usually turn out to be meat because I'll buy a huge piece of meat, cook it up for dinner, and then right before it's done I'll break down and have what I wanted for dinner in the first place—bread and jam.
176739.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ადამიანები მოელიან ჩვენგან, რომ პროტეინებს მივიღებთ, და ასეც ვიქცევით, მერე რომ არ ილაპარაკონ ჩვენზე.
People expect you to eat protein and you do so they won't talk.
176740.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
თუ გადაწყვეტ, რომ გაჯიუტდე და მაინც ნამცხვარს შეუკვეთავ, მოგიწევს ახსნა, რატომ გინდა მაინცდამაინც ეს, და განმარტო შენი ფილოსოფია, რატომ ჭამ სადილად ნამცხვარს.
If you decided to be stubborn and ordered the cookie, you'd wind up having to talk about why you want it and your philosophy of eating a cookie for dinner.