მოიძებნა 669201 ჩანაწერი
176761.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ეს რაღაც არასდროს არ მოხდება მანამდე, როცა უკვე ადამიანისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს მოხდება თუ არა.
And it never does happen until you're past the point where you care whether it happens or not.
176762.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ერთმა მეგობარმა მსახიობმა ქალმა მითხრა, ფულის შოვნისა და სამკაულის ქონის სურვილი რომ აღარ ჰქონდა, მას შემდეგ ჩაიგდო ხელში ფულიც და სამკაულიცო.
An actress friend told me that after she didn't want money any more and after she didn't want jewels any more, that's when she got money and jewels.
176763.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
სიცოცხლის შემდეგ ყველაზე რთული საქმეა სექსი.
After being alive, the next hardest work is having sex.
176764.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
რა თქმა უნდა, ზოგისთვის ის საქმე სულაც არაა, რადგან მათ ვარჯიში სჭირდებათ, რადგან ენერგია ჰყოფნით სექსისთვის, და თან სექსისგან ისინი კიდევ უფრო მეტ ენერგიას იღებენ.
Of course, for some people it isn't work because they need the exercise and they've got the energy for the sex and the sex gives them even more energy.
176765.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ზოგი ენერგიას იღებს სექსისგან, ზოგი კი ენერგიას კარგავს.
Some people get energy from sex and some people lose energy from sex.
176766.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
თუმცა, თავიდანვე განსაზღვრეთ, ენერგიის მიმღები ხართ თუ ენერგიის გამცემი, რადგან ამით ბევრ ხიფათს აირიდებთ თავიდან.
But you could really save yourself a lot of trouble either way by first figuring out whether you're an energy-getter or an energy-loser.
176767.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
როგორც უკვე გითხარით, მე ენერგიის გამცემი ვარ.
As I said, I'm an energy-loser.
176768.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
მიმზიდველი ადამიანისთვის იმხელა შრომაა, არ ჰქონდეს სექსი, რამხელაც არამიმზიდველისთვის მისი ქონა, ამიტომ სასარგებლო იქნებოდა, მიმზიდველები ენერგიას იღებდნენ სექსისგან.
It's just as much work for an attractive person not to have sex as for an unattractive person to have sex, so it's helpful if the attractive people happen to get energy from sex.
176769.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ნეტა რა უფრო რთულია კაცი იყოს კაცი, კაცი იყოს ქალი, ქალი იყოს ქალი, თუ ქალი იყოს კაცი.
I wonder whether it's harder for a man to be a man, a man to be a woman, a woman to be a woman, or a woman to be a man.
176770.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ალბათ საინტერესო უნდა იყოს იმის ცდა, საპირისპირო სქესის წარმომადგენლად იქცე, თუმცა ისიც შთამბეჭდავია უბრალოდ შენივე სქესის იყო.
I guess it's interesting to try to be another sex, but it can be exciting to just be your own sex.
176771.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ოცი წლისა, სკოლა რომ ახალი დამთავრებული მქონდა, მივხვდი, იმდენად ფრიგიდული არ ვიყავი, პრობლემებს ჩემთვის მუშაობაში ხელი არ შეეშალათ.
When I was in my early twenties and had just gotten out of school, I could see that I wasn't frigid enough to not let problems keep me from working.
176772.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
მეგონა, ახალგაზრდებს მეტი პრობლემები ჰქონდათ, ვიდრე მოხუცებს და იმედი მქონდა, მოხუცებულობამდე მივაღწევდი, ის პრობლემები რომ აღარ მქონოდა.
I thought that young people had more problems than old people, and I hoped I could last until I was older so I wouldn't have all those problems.
176773.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
მერე ერთხელ გარშემო მიმოვიხედე და მივხვდი, ყველას, ვინც ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, ჰქონდა ახალგაზრდული პრობლემები, და ყველას, ვინც მოხუცივით გამოიყურებოდა, ჰქონდა მოხუცების პრობლემები.
Then I looked around and saw that everybody who looked young had young problems and that everybody who looked old had old problems.
176774.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ამიტომ გადავწყვიტე, გავჭაღარავებულიყავი, რათა არავის სცოდნოდა ჩემი ასაკი, და სხვებისთვის უფრო ახალგაზრდული შესახედაობა მქონოდა.
So I decided to go gray so nobody would know how old I was and I would look younger to them.
176775.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
უამრავ რამეს მოვიგებდი გაჭაღარავებით.
I would gain a lot by going gray.
176776.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
მექნებოდა მოხუცის პრობლემები, რომლებთან გამკლავებაც გაცილებით იოლია, ვიდრე ახალგაზრდულ პრობლემებთან.
I would have old problems, which were easier to take than young problems.
176777.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ყველა განცვიფრებული დარჩებოდა იმით, რა ახალგაზრდულად გამოვიყურები.
Everyone would be impressed by how young I looked;
176778.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
გათავისუფლებული ვიქნებოდი ახალგაზრდულად ქცევის მოვალეობისგან – დროდადრო შევძლებდი ექსცენტრიკულად ან ბებრულად მოქცევას.
I would be relieved of the responsibility of acting young—I could occasionally lapse into eccentricity or senility.
176779.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
როცა ჭაღარა თმა გაქვს, ყოველი შენი ნაბიჯი „ახალგაზრდულად“ და „მარჯვედ“ აღიქმება, ნაცვლად იმისა, რომ ნორმალურ აქტივობად ფასდებოდეს.
When you've got gray hair, every move you make seems "young" and "spry," instead of just being normally active.
176780.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
თითქოს ასე ახალ ნიჭს იძენდე.
It's like you're getting a new talent.