მოიძებნა 669201 ჩანაწერი
176781.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ამიტომაც თმა ჭაღარად შევიღებე ოცდასამი თუ ოცდაოთხი წლის ასაკში.
So I dyed my hair gray when I was about twenty-three or twenty-four.
176782.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
როცა ვინმეს ბოლომდე არ ესმის, რას ითხოვ მისგან, ან ყურადღებით არ გისმენენ და ვერ გებულობენ, რა უთხარი, ან როცა ჩანაწერია ცუდი, ან როცა მათი ფანტაზია ერთვება საქმეში, ხშირად ჩემს ჩანაფიქრზე გაცილებით უკეთესი რაღაც გამოდის ხოლმე აქედან.
When someone doesn't quite completely understand what you want from them, or when they didn't quite hear what you told them to do, or when the tape is bad, or when their own fantasies start coming through, I often wind up liking what comes out of it all better than I liked my original idea.
176783.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
მომწონს როცა იმ ადამიანებს, ვინც ჩემთვის მუშაობენ, თავიანთი იდეები გააჩნდეთ, თავი რომ არ შემაწყინონ, და ამასთანავე, წამაგავდნენ კიდეც, რომ მემეგობრონ.
I like the people who work for me to have their own ideas about things so they don't bore me, but then I like them to be enough like me to keep me company.
176784.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ადამიანებს ზოგჯერ არ უნდათ, იმუშაონ, თუ მათ საქმეს გლამურული სახელი არ ჰქვია.
People don't want to work at something unless there's a glamorous name tagged to it.
176785.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ამერიკის იდეა თეორიულად სწორედ იმიტომ არის დიდებული, რომ ჩვენ, მოახლეები და კარისკაცები მოვიშორეთ თავიდან, სამაგიეროდ, დღემდე ვიღაც ამ სამუშაოს ასრულებს.
The idea of America is theoretically so great because we've gotten rid of maids and janitors, but then, somebody still has to do it.
176786.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ყველაზე ინტელიგენტებიც კი დიდ სარგებელს ნახავდნენ მოახლედ მუშაობით, რადგან ასე უამრავ საინტერესო ადამიანს გაიცნობდნენ და ულამაზეს სახლებში მოუწევდათ ყოფნა.
I always think that even very intelligent people could get a lot out of being maids because they'd see so many interesting people and be working in the most beautiful houses.
176787.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
მაგრამ ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, ვინც არ დაასუფთავებენ, და იფიქრებენ, რომ იმათ სჯობნიან, ვინც ასუფთავებს.
But there'll always be people who don't clean who think they're better than the people who do clean.
176788.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ერთ დღეს უნდა ჩამოჯდეს და სია ჩამოწეროს, ადამიანთათვის სამარცხვინო საქმეების სია, რომლებიც სინამდვილეში სულაც არაა ასეთი, და მერე ტელევიზიით უნდა აჩვენონ, როგორ ასრულებს ამ საქმეებს.
He should just sit down one day and make a list of all the things that people are embarrassed to do that they shouldn't be embarrassed to do, and then do them all on television.
176789.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ზოგჯერ მე და ბ ვფანტაზიორობთ, რას მოვიმოქმედებდი, პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, როგორ გამოვიყენებდი ჩემს სატელევიზიო დროს.
Sometimes B and I fantasize about what I would do if I were President, how I would use my TV time.
176790.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
მათი საქმე, როგორც წესი, არაფრით განსხვავდება ბიქფორდის მიმტანების მოვალეობებისგან, და გარდა ამისა, კიდევ რაღაც დამატებითი ვალდებულებებიც აკისრიათ.
Their work is actually what the waitresses in Bickford's do, plus a few additional duties.
176791.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
მე სტიუარდესების დაკნინება არ მინდა, პირიქით, მსურს ბიქფორდის ქალბატონები დაფასდნენ.
I don't want to put down the airline stewardesses, i just want to put up the Bickford ladies.
176792.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ სტიუარდესობა ახალი სამყაროს სამსახურია, რაც არანაირ კლასობრივ სტიგმას არ უკავშირდება, რომლებიც ძველი სამყაროს გლეხურ-არისტოკრატიული სინდრომიდან შემოგვრჩა.
The difference is that airline stewardessing is a New World job that never had to contend with any class stigmas left over from the Old World peasant-aristocracy syndrome.
176793.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ამერიკა დიდებულია იმის გამო, რომ დააფუძნა ეს ტრადიცია, სადაც უმდიდრესი მომხმარებლები ძირითადად იმავე პროდუქტებს ყიდულობენ, რასაც ყველაზე ღატაკნი.
What's great about this country is that America started the tradition where the richest consumers buy essentially the same things as the poorest.
176794.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
როცა ტელევიზორის ეკრანს უყურებთ და კოკა-კოლას ხედავთ, იცით, რომ ეს ის კოლაა, რომელსაც სვამს პრეზიდენტი, ან ლიზ ტეილორი, და რომელიც თქვენც შეგვიძლია დალიოთ.
You can be watching TV and see Coca-Cola, and you can know that the President drinks Coke, Liz Taylor drinks Coke, and just think, you can drink Coke, too.
176795.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
კოკა-კოლა არის კოკა-კოლა, და რამდენი ფულიც უნდა გქონდეს, იმაზე უკეთესს მაინც ვერ დალევ, რასაც კუთხეში მდგომი მაწანწალა სვამს.
A Coke is a Coke and no amount of money can get you a better Coke than the one the bum on the corner is drinking.
176796.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ყველა კოკა-კოლა ერთნაირია და ყველა კოკა-კოლა კარგია.
All the Cokes are the same and all the Cokes are good.
176797.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ეს იცის ლიზ ტეილორმაც, ეს იცის პრეზიდენტმაც, ეს იცის მაწანწალამაც და ეს იცით თქვენც.
Liz Taylor knows it, the President knows it, the bum knows it, and you know it.
176798.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ევროპაში სამეფო ოჯახის წევრები და არისტოკრატია ბევრად უკეთ ჭამდნენ, ვიდრე გლეხები.
In Europe the royalty and the aristocracy used to eat a lot better than the peasants.
176799.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
მაგრამ როცა დედოფალი ელიზაბეთი აქ ჩამოვიდა, და პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა მას ჰოთ დოგი უყიდა, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტს სჯეროდა, დედოფალს ბუკინგემის სასახლეში ვერავინ მიუტანდა იმაზე უკეთეს ჰოთ დოგს, ვიდრე ის იყო, რომელიც მან უყიდა სავარაუდოდ ოც ცენტად.
But when Queen Elizabeth came here and President Eisenhower bought her a hot dog I'm sure he felt confident that she couldn't have had delivered to Buckingham Palace a better hot dog than that one he bought her for maybe twenty cents.
176800.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ვერც დოლარად, ვერც ათ დოლარად, ვერც ას დოლარად ის უკეთეს ჰოთ დოგს ვერ იყიდდა.
Not for a dollar, not for ten dollars, not for a hundred thousand dollars could she get a better hot dog.