მოიძებნა 669201 ჩანაწერი
176801.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ისიც ოც ცენტად შეძლებდა მის ყიდვას და ყველა დანარჩენიც.
She could get one for twenty cents and so could anybody else.
176802.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
მაგრამ ისინიც ამავე კოკა-კოლას სვამენ, ამავე ჰოთ დოგს ჭამენ, ILGWU-ს ტანსაცმელი აცვიათ, იმავე სატელევიზიო გადაცემებსა და ფილმებს უყურებენ.
But they drink the same Cokes and eat the same hot dogs and wear the same ILGWU clothes and see the same TV shows and the same movies.
176803.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
მდიდარი ადამიანები „სიმართლე თუ შედეგების“ უფრო სულელურ, ან „ეგზორცისტის“ უფრო საშიშ ვერსიას ვერ ნახავენ.
Rich people can't see a sillier version of "Truth or Consequences", or a scarier version of "The Exorcist".
176804.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ეს ყველაფერი ნამდვილად ამერიკულია.
All of this is really American.
176805.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ამერიკის იდეა ჯადოსნურია, რადგან რაც უფრო თანასწორია რაღაც, უფრო ამერიკულია ის.
The idea of America is so wonderful because the more equal something is, the more American it is.
176806.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
მაგალითად, უამრავ ადგილას განსაკუთრებით გეპყრობიან, თუ ცნობილი ხარ, მაგრამ ეს არ არის ჭეშმარიტად ამერიკული საქციელი.
For instance, a lot of places give you special treatment when you're famous, but that's not really American.
176807.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ამას წინათ ერთი ძალიან ამერიკული რამ შემემთხვა.
The other day something very American happened to me.
176808.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
აუქციონზე მივდიოდი „პარკ-ბერნეტში“ და იქ არ შემიშვეს, რადგან ძაღლთან ერთად ვიყავი, ამიტომ მომიწია დერეფანში დგომა, რომ მეგობარს დავხვედროდი იქ და მეთქვა, უკან გამაბრუნეს.
I was going into an auction at "Parke-Bernet" and they wouldn't let me in because I had my dog with me, so I had to wait in the lobby for the friend I was meeting there to tell him I'd been turned away.
176809.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
აგრეთვე, სხვათა შორის, „განსაკუთრებული მოპყრობა“ ხშირად პირიქით მოქმედებს, თუ ცნობილი ხარ.
Also, by the way, the "special treatment" sometimes works in reverse when you're famous.
176810.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ზოგჯერ ადამიანები მხოლოდ იმიტომ მეპყრობიან უკადრისად, რომ ენდი უორჰოლი ვარ.
Sometimes people are mean to me because I'm Andy Warhol.
176811.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
მწერალს შესაძლოა უნდოდეს, რომ უხდიდნენ სიტყვების, გვერდების რაოდენობის მიხედვით, ან იმის მიხედვით, რამდენჯერ დაიღვრება ცრემლებად მკითხველი ან წასკდება სიცილი, თავების რაოდენობის, წამოყენებული ახალი იდეების, წიგნების, ან მოღვაწეობის წლების რაოდენობის მიხედვით.
A writer may want to get paid by the word, by the page, by the number of times the reader breaks down crying or bursts out laughing, by the chapter, by the number of new ideas introduced, by the book, or by the year.
176812.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ისევ მოახლეებზე ვფიქრობ.
I'm still thinking about maids.
176813.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ეს ნამდვილად იმაზეა დამოკიდებული, როგორ გვზრდიან.
It really has to do with how you're raised.
176814.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ზოგიერთ ადამიანს უბრალოდ არ რცხვენია, როდესაც ვიღაც მის დასვრილს ასუფთავებს, და მიუხედავად იმისა, რომ ვაცხადებ, მოახლეობა არაფრით განსხვავდება სხვა სამუშაოსგან, მაინც, როგორღაც, გულის სიღრმეში, გულწრფელად მრცხვენია იმის გამო, ვიღაცამ რომ ჩემს შემდეგ უნდა დაასუფთავოს რამე.
Some people just aren't embarrassed by the idea of somebody else cleaning up after them, and, even though I talk about being a maid not being any different from any other job, still, somehow, deep down, I'm truly embarrassed at the idea of somebody cleaning up after me.
176815.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
რომ შემძლებოდა მოახლეობაზე ფიქრი ისე, როგორც სტომატოლოგობაზე ვფიქრობ, მაშინ აღარ შემრცხვებოდა, რომ მოახლემ ჩემი დასვრილი შეიძლება დაასუფთავოს, ისევე როგორც არ უნდა მრცხვენოდეს, სტომატოლოგი რომ კბილს მიკეთებს
If I were really able to think about being a maid the same way I think about, say, being a dentist, I wouldn't be any more embarrassed to let a maid clean up after me than I would be to let a dentist fix my teeth.
176816.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
სინამდვილეში, აქ "სტომატოლოგი" ცუდი მაგალითია, რადგან ძალიან მრცხვენია სტომატოლოგი კბილს რომ მიკეთებს, განსაკუთრებით თუ სახეზე მაქვს გამოყრილი და იმ მწვანე შუქის ქვეშ ვზივარ.
Actually, "dentist" is a bad example, because I am embarrassed to let a dentist fix my teeth, especially if my skin is broken out and I'm sitting under those green lights.
176817.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
მაგრამ მაინც ამ მაგალითს დავტოვებ, რადგან მიმაჩნია, ის სირცხვილი, რასაც მაშინ განვიცდი, როდესაც სხვას ჩემი კბილების გასუფთავების საშუალებას ვაძლევ ახლოსაც ვერ მივა იმ განცდასთან, რასაც მოახლის მიერ ჩემ ნაცვლად რაღაცის დასუფთავება იწვევს.
But I'll stick with that example because the embarrassment I feel about letting someone clean my teeth is nowhere near the embarrassment I feel when someone is around cleaning up after me.
176818.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
როცა სასტუმროში მივდივარ, ვცდილობ, მთელი დღე იქ გავატარო, მოახლე რომ არ შემოვიდეს.
When I go to a hotel, I find myself trying to stay there all day so the maid can't come in.
176819.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
რადგან არ ვიცი სად წავიღო თვალები, საით გავიხედო, რა გავაკეთო, როცა ისინი ალაგებენ.
Because I just don't know where to put my eyes, where to look, what to be doing while they're cleaning.
176820.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VI
ბავშვობაში არასდროს მიოცნებია მოახლის ყოლაზე, მხოლოდ ტკბილეულის ქონაზე ვნატრობდი.
When I was a child I never had a fantasy about having a maid, what I had a fantasy about having was candy.