მოიძებნა 669201 ჩანაწერი
176861.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VII
ამ კვირაში ტელევიზორს ვუყურებდი და ვნახე, როგორ შევიდა რენტგენის აპარატში ქალი და როგორ გაქრა.
I was watching TV this week and I saw a lady go into a ray machine and disappear.
176862.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VII
ეს შესანიშნავი იყო, რადგან მატერია მხოლოდ ენერგიაა და ის უბრალოდ გაიფანტა.
That was wonderful, because matter is energy and she just dispersed.
176863.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VII
ეს ნამდვილი ამერიკული გამოგონება იქნებოდა, საუკეთესო ამერიკული გამოგონება – უნარი, შეგვეძლოს გავქრეთ.
That could be a really American invention, the best American invention—to be able to disappear.
176864.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VII
იმას ვგულისხმობ, რომ ამ შემთხვევაში, ვეღარავინ იტყოდა, რომ ვინმე მოკვდა, ვიღაც მოკლეს, ან ვიღაცამ ვიღაცის გამო მოიკლა თავი.
I mean, that way they couldn't say you died, they couldn't say you were murdered, they couldn't say you committed suicide over somebody.
176865.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VII
თუმცა, ძალიან მომწონს ის იდეა, რომ ადამიანი შეიძლება ქვიშად.
Still, I do really like the idea of people turning into sand or something.
176866.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VII
რადგან მე მუშაობისა მწამს, ალბათ, სიკვდილის შემდეგ გაქრობაზე არ უნდა ვფიქრობდე.
Since I believe in work, I guess I shouldn't think about disappearing when I die.
176867.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VII
მე მართლა მომავლისთვის ვცხოვრობ, რადგან, როცა ტკბილეულით სავსე ყუთს შევექცევი, ერთი სული მაქვს, ბოლო კანფეტი გავსინჯო.
I really do live for the future, because when I'm eating a box of candy, I can't wait to taste the last piece.
176868.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VII
სწორედ ამიტომ მინდა ზოგჯერ, უკვე მოხუცს ვგავდე, რათა აღარ ვიფიქრო, როგორი ვიქნები სიბერეში.
That's why some days I wish I were very very old-looking so I wouldn't have to think about getting old looking.
176869.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VII
მართლა საზარლად გამოვიყურები, და არც არასდროს ვცდილობ მიმზიდველი გამოვჩნდე, რადგან არ მინდა, ვინმემ მოისურვოს ჩემთან საქმის დაჭერა.
I really look awful, and I never try to be appealing because I just don't want anyone to get involved with me.
176870.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VII
მე ჩემს დადებით მხარეებს ვჩრდილავ და უარყოფით მხარეებს გამოვკვეთ.
I play down my good features and play up the bad ones.
176871.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VII
ალბათ, რამე ისეთი მაცვია, რაც სხვებს ხიბლავთ.
Well I must be wearing something that somebody thinks is attractive.
176872.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VII
მერე პანიკა მიპყრობს, რადგან ვფიქრობ, არ ვიცი რა არის მიმზიდველი, რომ თავიდან მოვიშორო, სანამ უფრო მეტ პრობლემას არ გადავეყრები.
Then I start to panic because I think I don't know what's attractive that I should eliminate before it starts causing me any more trouble.
176873.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VII
იცით რა, ძალიან რთულია კიდევ ერთი ადამიანის გაცნობა, რადგან ყოველი ახალი ადამიანი მეტ ადგილსა და სივრცეს იკავებს.
You see, to get to know one more person is just too hard, because each new person takes up more time and space.
176874.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VII
თუ გინდა, მცირეოდენი დრო მაინც დაგვრჩეს საკუთარი თავისთვის, უნდა ეცადო არ იყო მიმზიდველი, რათა არავინ დაინტერესდეს შენით.
The way to keep some of your time to yourself is to maintain yourself so unattractively that nobody else is interested in any of it.
176875.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VII
ყოველთვის, როგორც წესი, ერთსა და იმავე შეცდომებს ვუშვებთ.
You're usually making the same mistakes.
176876.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VII
როცა რამე დამაინტერესებს, ვხვდები, რომ დროიდან ვარ ამოვარდნილი, რადგან ყოველთვის შეუფერებელ დროს ვინტერესდები სწორი რაღაცით.
Whenever I'm interested in something, I know the timing's off, because I'm always interested in the right thing at the wrong time.
176877.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VII
მაშინ, როცა უკვე შემრცხვება, რომ ისევ რაღაც კონკრეტულ იდეაზე ვფიქრობ, ვიღაც სწორედ ამ იდეით შოულობს მილიონობით დოლარს, ყოველთვის ერთსა და იმავე შეცდომას ვუშვებ.
After I'm embarrassed to still be thinking about a certain idea, that's when the idea is just about to make somebody a few million dollars.
176878.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VII
დრო ასე თუ ისე მაშინ შევიცანი, როცა ნიუ-იორკში მომიწია ხეტიალი და ოფისებში სხვადასხვა ადამიანთან შეხვედრა.
I learned something about time when I used to have to go around New York and see people by appointment in their offices.
176879.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VII
ვიღაც დამინიშნავდა შეხვედრას ათ საათზე, მეც ტყავიდან ამოვძვრებოდი, რომ იქ ზუსტად ათზე ვყოფილიყავი, მივიდოდი იქ და პირველის ხუთ წუთამდე არავინ მხვდებოდა.
Somebody would give me an appointment at ten o'clock, so I'd beat my brains out to get there at exactly ten, and I would get there and they wouldn't see me until five minutes to one.
176880.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი VII
სწორედ მაგ დროს ვხვდებოდი იმ ადამიანს.
That's when I would see the person.