მოიძებნა 669201 ჩანაწერი
176921.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IX
მერე მივდივარ და ვჭამ, რადგან ფული მაქვს, და არა იმიტომ, რომ მშია.
Then I go and eat, just because I have money, not because I'm hungry.
176922.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IX
ფული მაქვს და დაძინებამდე უნდა დავხარჯო.
I have it and I have to spend it before I go to sleep.
176923.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IX
ასე რომ, თუ დილის პირველი საათია და ისევ მღვიძავს, ტაქსით მივდივარ სადღეღამისო აფთიაქში და ვყიდულობ ნებისმიერ რამეს, რითაც წინა ღამით ტელევიზორის ყურებისას ტვინი გამომირეცხეს.
So if it's one in the morning and I'm still awake, I take a cab to the all-night pharmacy and buy whatever I've been brainwashed with that night on TV.
176924.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IX
მაღაზიაში ვამბობ ხოლმე, არ მიყვარს გადასახადები რომ ფოსტით მომდის, რადგან ეს დეპრესიაში მაგდებს.
I tell the store I don't like to get bills in the mail because it DEPRESSES ME.
176925.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IX
უბრალოდ მითხარით აქვე, რამდენი მმართებს თქვენი, მომავალ კვირაში გამოვივლი, როცა უფრო მეტი ნაღდი ფული მექნება და გადაგიხდით.
Just tell me what I owe you now, and I'll come back next week when I have more cash and pay you.
176926.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IX
ქვითარი მომეცით ახლა და როცა უკან მოვიტან, აღნიშნეთ, რომ გადახდილია.
Give me a bill, and when I bring it back you can mark it PAID.
176927.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IX
მას შემდეგ, რაც ვიღაცის ვალს გაისტუმრებ მათ ვეღარ ნახავ.
After you PAY SOMEBODY BACK you never run into them any more.
176928.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IX
მანამდე კი ისინი ყველგან არიან.
But before that, they're EVERYWHERE.
176929.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IX
მაგრამ თუ ფული არ მაქვს, ვთხოვ, ოცი ცენტი დამიბრუნონ.
But if I don't have money, I ask for twenty cents back.
176930.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IX
ერთხელ ტაქსის მძღოლს ასდოლარიანი მივეცი.
I gave a cab driver a hundred dollars once.
176931.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IX
სიბნელეში დოლარიანი მეგონა.
In the dark I thought it was a dollar.
176932.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IX
ზოგჯერ ისე ჩავჯდები ხოლმე ტაქსიში, რომ ფული არ მაქვს, და სადღაც მივდივარ ცოტაოდენი ფულის ასაღებად.
I sometimes get into a cab without money and go someplace to pick up some money.
176933.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IX
მათ ხომ ის პლასტმასის დამცავ-გამყოფი აქვთ, რომელიც თავს ავტომატურად გაგრძნობინებს ხოლმე დამნაშავედ – თითქოს დახვრეტას ან გატაცებას უპირებდე.
He's got that plastic divider-shield up which automatically makes you feel like a criminal—that you're going to shoot him or hold him up.
176934.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IX
ამიტომ, გიწევს ხოლმე ნამდვილად დაარწმუნო და თავი მოაწონო იმ კაცს, რომ უბრალოდ უნდა აიღო კარისკაცთან დატოვებული კონვერტი.
So you've got to really convince that guy and make him like you, that you're just picking up an envelope with the doorman.
176935.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IX
მერე ვბრუნდები და მძღოლს ვეუბნები: "იქ წამიყვანე, საიდანაც მომიყვანე".
Then I get back in and I say to the driver: "Take me back where I came from."
176936.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IX
ამის შემდეგ კი უნდა წავიდე ჯანსაღი პროდუქტების მაღაზიაში და იქ გავფლანგო ფული.
So then I have to go and blow money in a health food store.
176937.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IX
ჯერ ვარდისფერ ორგანულ კბილის პასტაში ვფლანგავ ფულს, რადგან ის ყოველთვის ელიზაბეტ არდენის ვარდისფერ კბილის პასტას მაგონებს.
I blow some on pink organic toothpaste, because it brought back memories of Elizabeth Arden's pink toothpaste.
176938.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IX
თუ მრიცხველს არ რთავენ, შუა გზაზე ვკითხავ ხოლმე: "რატომ მრიცხველი არ ჩართეთ?"
If they don't put the meter on, halfway through the ride I ask them: "Why don't you turn the meter on?"
176939.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IX
ახლა კი ჩვენ უკვე აქა ვართ და წესის მიხედვით, მე თქვენი არაფერი მმართებს.
Now we're here, and by rights I don't owe you anything.
176940.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი IX
ჯობია, რომ იკითხოთ.
It's better to ask.