მოიძებნა 669201 ჩანაწერი
176981.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ასე რომ, ერთი მხრივ, მართლა მწამს ცარიელი სივრცეებისა, მაგრამ, მეორე მხრივ, რადგან მაინც ხელოვნებას ვქმნი, ვამზადებ ხალხისთვის ნაგავს, რომელმაც, ჩემი აზრით, ის ცარიელი სივრცე უნდა შეავსოს, რომელიც, ასევე ჩემი აზრით, ცარიელი უნდა რჩებოდეს.
So on the one hand I really believe in empty spaces, but on the other hand, because I'm still making some art, I'm still making junk for people to put in their spaces that I believe should be empty.
176982.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
მე სხვებს ვეხმარები, შეავსონ თავიანთი სივრცე, როცა სინამდვილეში მხოლოდ ის მინდა, სივრცეების დაცარიელებაში ვეხმარებოდე.
I'm helping people waste their space when what I really want to do is help them empty their space.
176983.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
კიდევ უფრო შორს მივდივარ ჩემივე ფილოსოფიის უარყოფაში, რადგან ჩემივე სივრცეების დაცარიელებაც კი არ შემიძლია.
I go even further in not following my own philosophy, because I can't even empty my own spaces.
176984.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
როცა რომელიმე ნივთს შევყურებ, ყოველთვის იმ სივრცეს ვხედავ, რომელიც მას უკავია.
When I look at things, I always see the space they occupy.
176985.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ჩემი უსაყვარლესი სკულპტურაა სადა კედელი, რომელიც გახვრეტილია და ჩარჩოდ არის ქცეული კედლის იქითა სივრცისთვის.
My favorite piece of sculpture is a solid wall with a hole in it to frame the space on the other side.
176986.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
მწამს, ყველა ერთ დიდ ცარიელ სივრცეში უნდა ცხოვრობდეს.
I believe that everyone should live in one big empty space.
176987.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
შეიძლება ეგ სივრცე პატარაც იყოს, თუ სუფთა იქნება და ცარიელი.
It can be a small space, as long as it's clean and empty.
176988.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
მომწონს, იაპონელები რომ ყველაფერს ახვევენ და კარადებში კეტავენ.
I like the Japanese way of rolling everything up and locking it away in cupboards.
176989.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
მაგრამ მე არც კარადები მექნებოდა, რადგან ეგ ხომ ფარისევლობაა.
But I wouldn't even have the cupboards, because that's hypocritical.
176990.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
თუ ნიუ-იორკში ცხოვრობ, შენი საკუჭნაო ნიუ-ჯერსიში მაინც უნდა იყოს.
If you live in New York, your closet should be, at the very least, in New Jersey.
176991.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
შენს საკუჭნაოში ყველაფერს ვარგისიანობის ვადა უნდა ეწეროს, ისევე როგორც რძესა და პურს, ჟურნალებსა და გაზეთებს, და როცა ვადა გაუვა, უნდა ვყრიდეთ მათ.
Everything in your closet should have an expiration date on it the way milk and bread and magazines and newspapers do, and once something passes its expiration date, you should throw it out.
176992.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
შემდეგ თარიღს უნდა ვაწერდეთ და ვგზავნიდეთ ნიუ-ჯერსიში.
Then date it and send it over to Jersey.
176993.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ტენესი უილიამსი ინახავს ყველაფერს სატვირთო მანქანაში, შემდეგ კი საწყობში გზავნის.
Tennessee Williams saves everything up in a trunk and then sends it out to a storage place.
176994.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ახლა უბრალოდ ყველაფერს ერთსა და იმავე ზომის ყავისფერ მუყაოს ყუთებში ვყრი, რომლებსაც გვერდით ფერადად აწერია წელი და თვე.
Now I just drop everything into the same-size brown cardboard boxes that have a color patch on the side for the month of the year.
176995.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ნოსტალგიას ნამდვილად ვერ ვიტან, ამიტომ გულის სიღრმეში იმედი მაქვს, რომ ერთხელაც ეს ყველაფერი დაიკარგება და მათზე თვალის შევლება არასდროს აღარ მომიწევს.
I really hate nostalgia, though, so deep down I hope they all get lost and I never have to look at them again.
176996.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
მინდა, როგორც კი ვინმე რამე ნივთს მაჩუქებს, მაშინვე მოვისროლო ფანჯრიდან, ამის ნაცვლად კი მადლობას ვიხდი და იმ თვის ყუთში ვდებ.
I want to throw things right out the window as they're handed to me, but instead I say thank you and drop them into the box-of-the-month.
176997.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ნამდვილად მინდა ეს ნივთები შევინახო, ოდესმე რომ ისევ შევძლო მათი გამოყენება.
I really do want to save things so they can be used again someday.
176998.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
უნდა არსებობდეს სუპერმარკეტები, სადაც ნივთები იყიდება და სუპერმარკეტები, რომლებიც ჩვენგან ყიდულობენ ნივთებს.
There should be supermarkets that sell things and supermarkets that buy things back.
176999.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
სანამ ეს არ გათანაბრდება, მანამ გაცილებით უფრო მეტი ნარჩენი იქნება, ვიდრე უნდა იყოს.
Until that equalizes, there'll be more waste than there should be.
177000.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ჩვენ ყველას გვაქვს რაღაცები, მაგრამ მათი უმეტესობა არ იყიდება, რადგან დღეს ხომ ყველას უახლესი ნივთების ფლობის სურვილი გვიპყრობს.
We all have something, but most of what we have isn't salable, there's such a preference today for brand new things.