მოიძებნა 669201 ჩანაწერი
177041.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
კარგი მახასიათებელი სურნელ-მეხსიერებისა ისაა, რომ დროში მოგზაურობის შეწყვეტა შეგვიძლია მაშინვე, როგორც კი იმ სურნელის შეგრძნებას შევწყვეტთ, ასე რომ ამას არანაირი უკუჩვენება არ მოჰყვება.
The good thing about a smell-memory is that the feeling of being transported stops the instant you stop smelling, so there are no aftereffects.
177042.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ჩემი ნახევრად გამოყენებული სუნამოების კოლექცია ძალიან დიდია უკვე.
My collection of semi-used perfumes is very big by now.
177043.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
მანამდე ჩემი ცხოვრების სურნელები ისინი იყო, რომლებსაც შემთხვევით შეიყნოსავდა ცხვირი.
Before that the smells in my life were all just whatever happened to hit my nose by chance.
177044.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
მაგრამ მერე მივხვდი, უნდა შემექმნა ერთგვარი სუნების მუზეუმი, რათა გარკვეული სურნელები სამუდამოდ არ დაკარგულიყო.
But then I realized I had to have a kind of smell museum so certain smells wouldn't get lost forever.
177045.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
მომწონდა, როგორი სუნიც იდგა კინოთეატრ „პარამაუნტის“ ფოიეში ბროდვეიზე.
I loved the way the lobby of the "Paramount" Theater on Broadway used to smell.
177046.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
დავხუჭავდი ხოლმე თვალებს და ღრმად ჩავისუნთქავდი, როცა კი იქ ვხვდებოდი.
I would close my eyes and breathe deep whenever I was in it.
177047.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
მის სუნს ვეღარასდროს შევიგრძნობ.
i can't ever smell it again.
177048.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ადრე იმის მეშინოდა, რომ ბოლოს და ბოლოს, ყველა კარგ სუნამოს გავსინჯავდი და მხოლოდ „გრეიფისა“ და „მუშკის“ მსგავსი რამეები დამრჩებოდა.
I used to be afraid I would eventually run through and use up all the good colognes and there'd be nothing left but things like "Grape" and "Musk."
177049.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
მაგრამ რაც ევროპის „პორფიუმერიები“ მოვიარე, ვნახე მათი ყველა ოდიკოლონი და სუნამო, აღარაფერი მადარდებს.
But now that I've been to the profumerias of Europe and seen all the colognes and perfumes they have there, I don't worry any more.
177050.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
დიდ აღტაცებას ვგრძნობ, როცა 30-იან და 40-იან წლებში გამოქვეყნებულ მოდის ჟურნალებში სუნამოს სარეკლამო ტექსტებს ვკითხულობ.
I get very excited when I read advertisements for perfume in the fashion magazines that were published in the 30s and 40s.
177051.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
მათი სახელებიდან გამომდინარე, ვცდილობ ვიგრძნო, როგორი სურნელი ჰქონდათ და ჭკუიდან ვიშლები, იმდენად მინდა ყველაიმ სუნამოს ვუსუნო.
I try to imagine from their names what they smelled like and I go crazy because I want to smell them all so much.
177052.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ქალაქის სივრცე სოფლის სივრცეს მირჩევნია.
I know from experience that I prefer city space to country space.
177053.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
სოფლად ჩასვლის იდეა მხიბლავს, მაგრამ როცა იქ ჩავდივარ, მაშინვე გამახსენდება ხოლმე, რომ სეირნობა მიყვარს, მაგრამ არ შემიძლია.
I love the idea of being in the country, but then when I get there it comes back to me that: I love to walk but I can't.
177054.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ცურვა მიყვარს, მაგრამ არ შემიძლია.
I love to swim but I can't.
177055.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
მზეზე მიფიცხება მიყვარს, მაგრამ არ შემიძლია.
I love to sit in the sun but I can't.
177056.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ყვავილების დაყნოსვა მიყვარს, მაგრამ არ შემიძლია.
I love to smell the flowers but I can't.
177057.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ჩოგბურთის თამაში მიყვარს, მაგრამ არ შემიძლია.
I love to play tennis but I can't.
177058.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
წყლის თხილამურებზე დგომა მიყვარს, მაგრამ არ შემიძლია.
I love to water-ski but I can't.
177059.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
გარდა ამისა, როცა სოფლად ვარ, ტელევიზორის ყურება მიყვარს, მაგრამ არ შემიძლია, რადგან სიგნალი ძალიან ცუდად იჭერს.
Also, when I'm in the country, I love to watch television but I can't, because the reception is usually too bad.
177060.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
მე ქალაქელი ბიჭუნა ვარ.
I'm a city boy.