მოიძებნა 669201 ჩანაწერი
177001.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, ყიდდნენ ძველ ქილებს, ქათმის ძვლებს, ძველი შამპუნის ბოთლებს, ძველ ჟურნალებს.
People should be able to sell their old cans, their chicken bones, their old shampoo bottles, their old magazines.
177002.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ისინი, ვინც გვეუბნებიან, რომ ნივთები ილევა, უბრალოდ, ფასებს ზრდიან.
People who tell you we're running out of things are just making the prices go up higher.
177003.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
როგორ შეიძლება, რაღაც ილეოდეს, როცა მუდმივად, თუ არაფერი მეშლება, ერთი და იმავე რაოდენობის მატერიაა სამყაროში, თუ, რა თქმა უნდა, იმას არ ჩავთვლით, რაც შავ ხვრელში ხვდება?
How can we be running out of anything when there's always, if I'm not mistaken, the same amount of matter in the Universe, with the exception of what goes into the black holes?
177004.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ვერც დაინახავდნენ ამას, ჭუჭყიანიც კი არ იქნებოდა.
And they wouldn't even have to see it, it wouldn't even be dirty.
177005.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
თავისუფალი ქვეყნები დიდებულია, რადგან იქ შეუძლია სხვის სივრცეში იჯდეს ცოტახანი და თავი ისე წარმოაჩინოს, თითქოს თვითონაც მისი ნაწილი იყოს.
Free countries are great, because you can actually sit in somebody else's space for a while and pretend you're a part of it.
177006.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
შენ შეგიძლია უბრალოდ იჯდე სასტუმრო „პლაზაში“ და არც კი ცხოვრობდე იქ.
You can sit in the "Plaza" Hotel and you don't even have to live there.
177007.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ადამიანები არიან მხოლოდ, ჩემი აზრით, ის ერთადერთი არსებები, რომლებმაც იციან, როგორ დაიკავონ საჭიროზე მეტი სივრცე, რადგან მედიის საშუალებით, ადამიანს შეუძლია უბრალოდ იჯდეს, და ამის მიუხედავად, დაიკავოს სივრცე ჩანაწერებზე, ფილმებში, განსაკუთრებით ტელეფონში და ყველაზე ნაკლებად ტელევიზიაში.
People, I think, are the only things that know how to take up more space than the space they're actually in, because with media you can sit back and still let yourself fill up space on records, in the movies, most exclusively on the telephone and least exclusively on television.
177008.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
თქვენ რომ ყოფილიყავით უდიდესი სატელევიზიო შოუს ვარსკვლავი, და ერთ რომელიმე ამერიკულ ქუჩაზე ჩაგევლოთ რომელიმე საღამოს, სწორედ იმ დროს, როცა ეთერში იქნებოდით, და რომ შეგეხედათ ფანჯრებში და ყოველი სასტუმრო ოთახის ტელევიზორის ეკრანზე თქვენი თავი დაგენახათ, დაგენახათ, როგორ დაიკავეთ იმათი სივრცე, წარმოგიდგენიათ მაინც რას იგრძნობდით?
If you were the star of the biggest show on television and took a walk down an average American street one night while you were on the air, and if you looked through windows and saw yourself on television in everybody's living room, taking up some of their space, can you imagine how you would feel?
177009.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
არა მგონია, რომ ვინმე, რაც არ უნდა ცნობილი იყოს სხვა სფეროებში, ოდესმე გრძნობდეს თავს იმდენად განსაკუთრებულად, როგორც სატელევიზიო ვარსკვლავები.
I don't think anybody, no matter how famous they are in other fields, could ever feel as peculiar as a television star.
177010.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ის უდიდესი როკვარსკვლავიც კი, რომლის ჩანაწერებს ხმის სისტემებზე ყველგან უშვებენ, სადაც მიდის, ვერ იგრძნობს თავს ისე განსაკუთრებულ ვინმედ, როგორც ის, ვინც იცის, რომ რეგულარულად ჩნდება სხვების ტელეეკრანებზე.
Not even the biggest rock star whose records are playing on sound systems everywhere he goes could feel as peculiar as someone who knows he's on everybody's television regularly.
177011.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
რაც უნდა პატარა იყოს, მას აქვს დაკავებული ყველა ის სივრცე, რაზეც ყველა დანარჩენს უნატრია, სწორედ იქ, ტელევიზორის ყუთებში.
No matter how small he is, he has all the space anyone could ever want, right there in the television box.
177012.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
შენ ყველაზე ახლო მეგობრებს უნდა ეკონტაქტებოდე ყველაზე ინტიმური და ექსკლუზიური მედიის ტელეფონის საშუალებით.
You should have contact with your closest friends through the most intimate and exclusive of all media, the telephone.
177013.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
დედა ყოველთვის ამას მეუბნებოდა: "აბეზარი კი ნუ იქნები, მაგრამ ყველას აგრძნობინე, რომ სადღაც იქვე ხარ".
Mom always said: "Don't be pushy, but let everybody know you're around."
177014.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
აი, სწორედ ამიტომ მიყვარს ტელევიზია.
That's why I love television.
177015.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
აი, სწორედ ამიტომ მგონია, რომ ტელევიზიაა ის მედია, რომელშიც ყველაზე მეტად მსურს ვიბრწყინო.
That's why I feel that television is the media I'd most like to shine in.
177016.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ნამდვილად ყველასი მშურს, ვისაც თავისი სატელევიზიო შოუ აქვს.
I'm really jealous of everybody who's got their own show on television.
177017.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
როგორც უკვე გითხარით, მინდა ჩემი შოუ მქონდეს, რომელსაც „არაფერი განსაკუთრებული“ ერქმევა.
As I said, I want a show of my own called "Nothing Special".
177018.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენენ ადამიანები, ვისაც შეუძლია საჭირო სიტყვებით ახალი სივრცეების შექმნა.
I'm impressed with people who can create new spaces with the right words.
177019.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ინგლისური მართლა მიყვარს, როგორც სხვა ყველაფერი ამერიკული, უბრალოდ საქმე ისაა, რომ კარგად ვერ ვეწყობი.
I really love English—like I love everything else that's American it's just that I don't do that well with it.
177020.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ჩემი სტილისტი მეუბნება, უცხო ენების სწავლა საქმეს წაადგებაო და მეუბნება, ერთი მაინც ისწავლეო, მაგრამ უბრალოდ არ შემიძლია.
My hairdresser keeps telling me that learning foreign languages is good for business and he tells me I should learn at least one, but I just can't.