მოიძებნა 669201 ჩანაწერი
177021.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
უამრავს ვფიქრობ „სივრცის მწერლებზე“ – მწერლებზე, რომლებსაც იმის მიხედვით უხდიან, რამდენსაც დაწერენ.
I think a lot about "space writers"—the writers who get paid by how much they write.
177022.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ყველაზე კარგი საზომი ყველაფრისა რაოდენობაა, ამიტომ გადავწყვიტე, „სივრცული არტისტი“ გავმხდარიყავი.
I always think quantity is the best gauge on anything, so I set my sights on becoming a "space artist."
177023.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
პიკასო რომ მოკვდა, ჟურნალში ამოვიკითხე, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ოთხი ათასი შედევრი შეუქმნია და გავიფიქრე: „მე ხომ მაგდენს დღეში შევქმნი“.
When Picasso died I read in a magazine that he had made four thousand masterpieces in his lifetime and I thought: "Gee, I could do that in a day."
177024.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
გამოდის, თვეში თუ ხუთასს შევქმნიდი, დაახლოებით რვა თვე დამჭირდებოდა ოთხი ათასი შედევრის შესაქმნელად, რომ „სივრცულ არტისტად“ ვქცეულიყავი და შემევსო სივრცე, რომელიც, ჩემი აზრით, არ უნდა შეივსოს.
So at five hundred a month, it would have taken me about eight months to do four thousand masterpieces to be a "space artist" and fill up spaces that I don't believe should be filled up anyway.
177025.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ვფიქრობ, რომ ყველა ნახატი ერთი და იმავე ზომისა უნდა იყოს და ერთი და იმავე ფერისა, რომ მათი გაცვლა-გამოცვლა შეიძლებოდეს და არავის მიაჩნდეს, რომ მას ან უკეთესი ნახატი აქვს, ან უარესი.
I think every painting should be the same size and the same color so they're all interchangeable and nobody thinks they have a better painting or a worse painting.
177026.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ჩემი ინსტინქტი ნახატთან დაკავშირებით მეუბნება: „ამაზე თუ არ იფიქრებ, ყველაფერი რიგზეა“.
My instinct about painting says: "If you don't think about it, it's right."
177027.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ზოგი ადამიანი აბსტრაქტულად ხატავს, ამიტომ სხდებიან და ფიქრობენ ამაზე, რადგან მათი ფიქრები აგრძნობინებთ, რომ რაღაცას ქმნიან.
Some people, they paint abstract, so they sit there thinking about it because their thinking makes them feel they're doing something.
177028.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
მაგრამ ჩემი ფიქრები კი არასდროს მაგრძნობინებენ იმას, რომ რაღაცას ვქმნი.
But my thinking never makes me feel I'm doing anything.
177029.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ლეონარდო და ვინჩი ცდილობდა თავისი მეცენატები დაერწმუნებინა, რომ ფიქრში დახარჯული დრო ღირებული იყო, იმაზე მეტად ღირებული, ვიდრე ის დრო, რომელსაც ხატვას ანდომებდა და შესაძლოა, ეს მისთვის მართლაც ასე იყო, მე კი მგონია, ფიქრში გატარებული დრო არაფრად ფასობს.
Leonardo da Vinci used to convince his patrons that his thinking time was worth something worth even more than his painting time and that may have been true for him, but I know that my thinking time isn't worth anything.
177030.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
მერე ისევ დავყურებ და ვამბობ: "აი, ამ სივრცეს, აქ, ამ კუთხეში ცოტაოდენი სილურჯე სჭირდება", და მერე იმ კუთხეს ლურჯად ვღებავ.
So I look at it again and I say, "The space in that corner there needs a little blue," and so I put my blue up there.
177031.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
შემთხვევითობაა, რომ ყოველთვის ვერცხლისფერს ვასახელებდი საყვარელ ფერად, რადგან სივრცეს მომაგონებდა, ახლა კი ვფიქრობ, მართლა ასეა თუ არა.
Incidentally, I've always said that silver was my favorite color because it reminded me of space, but now I'm thinking that over.
177032.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
კიდევ ერთი საშუალება მეტი სივრცის დასაკავებლად სუნამოა.
Another way to take up more space is with perfume.
177033.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ერთგვარ თავდაჯერებას გრძნობ, როდესაც კარგი დიზაინის მქონე ფლაკონს ირჩევ.
It gives you confidence when you're picking up a well-designed bottle.
177034.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ჩემთვის უთქვამთ, რაც უფრო ღია კანის ფერი გაქვს, მით უფრო ღია ფერის სუნამო უნდა იხმაროო.
People have told me that the lighter your skin, the lighter the color perfume you should use.
177035.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, ჰორმონები დიდ როლს თამაშობენ იმაში, თუ როგორი სურნელი აქვს კანზე სუნამოს.
Besides, I'm sure hormones have a lot to do with how a perfume smells on your skin.
177036.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
გამუდმებით ვიცვლი სუნამოებს.
I switch perfumes all the time.
177037.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
თუ სამ თვეს ერთ სუნამოს ვატარებ, ვაიძულებ თავს, შევეშვა მას, იმის მიუხედავად, რომ ისევ მისი ტარება მსურს, ამიტომ, როდესაც ისევ იმ სურნელს ვიგრძნობ, ის სამი თვე მომაგონდება.
If I've been wearing one perfume for three months, I force myself to give it up, even if I still feel like wearing it, so whenever I smell it again it will always remind me of those three months.
177038.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ზოგჯერ წვეულებებზე საპირფარეშოში შევდივარ, რომ ვნახო, რა სუნამოები აქვთ მათ.
Sometimes at parties I slip away to the bathroom just to see what colognes they've got.
177039.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
რამე საინტერესოს თუ გადავაწყდები, თავს ვერ ვიკავებ, რომ არ დავისხა.
If I see something interesting, I can't stop myself from pouring it on.
177040.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
მაგრამ მერე მთელი საღამო პარანოია მიპყრობს იმის გამო, საღამოს მასპინძელმა ქალმა თუ კაცმა არ იფიქროს, რომ ისეთივე სუნი ამდის, როგორიც ვიღაც სხვა მათ ნაცნობს.
But then for the rest of the evening, I'm paranoid that the host or hostess will get a whiff of me and notice that I smell like somebody-they-know.