მოიძებნა 669201 ჩანაწერი
177061.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც სოფელზე მეტად ქალაქი მიყვარს, ისაა, რომ ქალაქში ყველაფერი სამუშაოდ არის მომართული, სოფელში კი ყველაფერი მოდუნებისთვისაა.
Another reason I like the city better than the country is that in the city everything is geared to working, and in the country everything is geared to relaxation.
177062.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
მუშაობა დასვენებაზე მეტად მიყვარს.
I like working better than relaxing.
177063.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ქალაქში პარკში ამოსულ ხეებსაც კი მუყაითად უწევთ მუშაობა, რადგან იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთათვის ჟანგბადი და ქლოროფილი უნდა გამოყონ, მერყეობს.
In the city, even the trees in the parks work hard because the number of people they have to make oxygen and chlorophyll for is staggering.
177064.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ამას წინათ, 57-ე ქუჩაზე მივსეირნობდი და შევყურებდი „სოლოუს“ ახალაშენებულ დახრილ შენობას ქუჩის გადაღმა, და ამ დროს ხეს შევეჯახე.
The other day on 57th Street, I was walking and I was looking at the new, sloping "Solow" building across the street and I walked straight into a treepot.
177065.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
აი, ასე, უბრალოდ შევასკდი ხეს 57-ე ქუჩაზე, რადგან ვერ წარმომედგინა, თუ იქ ხე იდგებოდა.
I just fell on top of this tree on West 57th Street because I wasn't ready for it to be there.
177066.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
როგორღაც, ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ ადამიანები ან გადატენილ მეტროებსა და ლიფტებში ამოვყოფთ თავს, ან დიდ ოთახებში აღმოვჩნდებით მარტო.
Somehow, the way life works, people usually wind up either in crowded subways and elevators, or in big rooms all by themselves.
177067.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ყველას უნდა ჰქონდეს ერთი დიდი ოთახი, სადაც შესვლას შეძლებს და ასევე ყველამ უნდა იმგზავროს გადაჭედილი მეტროთი.
Everybody should have a big room they can go to and everybody should also ride the crowded subways.
177068.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
როგორც წესი, ადამიანები ძალიან იღლებიან მეტროთი მგზავრობისას, რადგან იქ ცეკვა და სიმღერა არ შეუძლიათ, თუმცა ცეკვა და სიმღერა, რომ შეეძლოთ, ეს ნამდვილად გაახალისებდა მათ.
Usually people are very tired when they ride on a subway, so they can't sing and dance, but I think if they could sing and dance on a subway, they'd really enjoy it.
177069.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ახალგაზრდებმა, რომლებიც მეტროს ვაგონებს გრაფიტით ღებავენ ღამღამობით, კარგად ისწავლეს როგორ გადაამუშაონ ქალაქის სივრცე.
The kids who spray graffiti all over the subway cars at night have learned how to recycle city space very well.
177070.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
მეტროს სადგურები ღამღამობით იმ სასახლეებს ემსგავსებიან, რომლებშიც მთელი სივრცე მხოლოდ შენია.
The subways are like palaces at night with all that space just for you.
177071.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
თუმცა ამერიკა თავისუფალი ქვეყანაა, შესაბამისად, მათ ამას ვერ ვაიძულებდი.
But the thing is America's a free country and I couldn't make them.
177072.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ყველაფრის გაკეთებას შევძლებდით საწოლიდან ან საწოლში: ჭამას, ძილს, ფიქრს, ვარჯიშს, სიგარეტის მოწევას... სააბაზანოცა და ტელეფონიც იქვე, საწოლთან გვექნებოდა.
You can do everything either from your bed or in your bed: eat, sleep, think, get exercise, smoke... and you would have a bathroom and a telephone right next to the bed.
177073.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ერთ ოთახში ცხოვრებით შენ თავიდან უამრავ საზრუნავს იშორებ.
By living in one room you eliminate a lot of worries.
177074.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
უკანა კარი ჩაკეტილია?
Is the back door closed?
177075.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ლიფტი მუშაობს?
Is the elevator working?
177076.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
კალთაში ვინ მიზის?
Who's that sitting in my lap?
177077.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ეგ მე არ მადარდებს, მე ხომ ფრთები მაქვს.
I'm not worried about that because I have my wings.
177078.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ძველი შენობები არაბუნებრივი სივრცეებია.
Old buildings are unnatural spaces.
177079.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ამდენი რამის დანგრევა და აშენება უამრავ ადამიანს დაასაქმებდა, ძველი მილებიდან კი ჟანგიანი წყალი არ წამოვიდოდა.
The building and the tearing down would keep people busy, and the water wouldn't be rusty from old pipes.
177080.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი X
ისინი ყოველთვის ამბობენ: "რომი ერთ დღეში არ აშენებულაო".
They always say: "Rome wasn't built in a day."