მოიძებნა 669201 ჩანაწერი
177101.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XI
ბ-მ და მე მთელი შუადღე რომის სასტუმრო „გრანდის“ ფოიეში დივანზე გავატარეთ, ვუყურებდით, ვარსკვლავები და მათი სტილისტები როგორ ადი-ჩამოდიოდნენ მარმარილოს კიბეებზე.
B and I spent the afternoon sitting on a couch in the lobby of the "Grand" Hotel in Rome, watching the Stars and their hairdressers go up and down the marble staircase.
177102.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XI
წარმოდგენის ყურებას ჰგავდა.
It was just like watching a play.
177103.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XI
უკვე რამდენი წელია ვამბობ, რომ რომი ცნობილი ადამიანების ახალი ცენტრია, ახალი ჰოლივუდია.
I'd been saying for years that Rome is the new celebrity center, the new Hollywood.
177104.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XI
თვითმფრინავში რომ ცოტა დამეძინა, შესაძლოა მეც აღტაცებული ვყოფილიყავი.
If I'd gotten some sleep on the plane I might have been excited too.
177105.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XI
ჩვენ მთელი ნიუ-იორკის სასტუმროების ფოიეებში ვმსხდარვართ და მთელი დანარჩენი მსოფლიოს სასტუმროებშიც, და ეს ყოველთვის სასიამოვნოა.
We've sat in hotel lobbies all over New York and all over the world, and it's always nice.
177106.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XI
ფოიესთან შედარებით, შენი ოთახი ყოველთვის საკუჭნაოს წააგავს.
Compared to the lobby, your room always looks like a closet.
177107.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XI
მაგრამ ვერაფრით ვახერხებ ფრენის სიძულვილის დაძლევას.
But I just can't get over hating to fly.
177108.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XI
როცა რამე ერთხელ ხდება, ის აღტაცებას გგვრის, და თუ ყოველდღე ხდება, მაშინაც აღსატაცებელია.
If you do something once it's exciting, and if you do it every day it's exciting.
177109.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XI
მაგრამ, ვთქვათ, თუ ორჯერ გააკეთებ, ან თითქმის ყოველდღე, მაშინ არც ისე კარგი არ იქნება.
But if you do it, say, twice or just almost every day, it's not good any more.
177110.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XI
მაღალი სიმპათიური კაცი შემოვიდა გარედან ფოიეში.
A tall handsome man walked into the lobby from outside.
177111.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XI
მგონი, წონაში დაიკლო.
I guess he's lost weight.
177112.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XI
ფრანკო როსელინი იმ ღამით ამ ღონისძიებაზე ჩვენი მასპინძელი იყო, მან მოგვიგვარა მგზავრობისა და დაბინავების ყველა დეტალი.
Franco Rossellini was our host for the Event that night and had taken care of all the details for travel and accommodations.
177113.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XI
ფრანკოს ყოველთვის შეეძლო ერთდროულად ყურადღებიანი ყოფილიყო და სრულიად გონება გაფანტულიც.
Franco has a way of being always solicitous and at the same time totally distracted.
177114.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XI
სწორედ ამ დროს მილანელმა ჟურნალისტმა ჩაგვიარა და მკითხა, რომი როგორ მომეწონა.
Just then a Milanese journalist wandered by and asked me how I liked Rome.
177115.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XI
იცით რა, რომი ნამდვილად მომწონს, რადგან მუზეუმს წააგავს, ისევე როგორც „ბლუმინგდეილი“ წააგავს მუზეუმს, მაგრამ ზედმეტად გადაღლილი ვიყავი ამაზე ლაპარაკისთვის.
Well, I really like Rome because it's a kind of museum the way "Bloomingdale's" is a kind of museum, but I was too tired to talk that way.
177116.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XI
გარდა ამისა, კარგი ვინმე ჩანდა, თუმცა თითქმის არც ერთ ჟურნალისტს არ სურს იმის ცოდნა, სინამდვილეში რას ფიქრობ.
Besides, he seemed nice, but almost every journalist never wants to know what you really think.
177117.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XI
გამიხარდა, უკან დაბრუნებული ფრანკო რომ დავინახე.
I was glad to see Franco coming back over.
177118.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XI
– აი, დავბრუნდი მეც, – გამოაცხადა მან, – პაპარაცის წინ ვპოზიორობდი ახლახან.
- I'm back,- he announced - I've just been posing for the paparazzi.
177119.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XI
ფრანკოს ვუთხარი, რომ ბ-ს შეუყვარდა „ბულგარისში“ ბრილიანტების დახლთან მდგომი გოგონა, რომელიც დომინიკ სანდას წააგავს.
I told Franco that B had fallen in love in "Bulgari's" with a girl behind a diamond display who he said looked like Dominique Sanda.
177120.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XI
ფრანკოს „სიყვარულისა“ ესმის და იცის მისი სიმპტომები.
Franco understands about "love" and knew the symptoms.