მოიძებნა 669201 ჩანაწერი
177161.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XII
– ეს მათთვის კრახი იქნებოდა, – ავუხსენი მე, – რადგან ყველა კინოვარსკვლავი ცდილობს მრბოლელად იქცეს.
– That would be a come-down, – I explained, – because alt the movie stars are trying to become race-car drivers.
177162.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XII
ვეცადე ცოტა ხანს დავმტკბარიყავი ამ შედარებითი სიჩუმით, რადგან ერთ წუთში მობრუნდებოდნენ.
I tried to enjoy the relative silence for a minute, because in another minute they'd be back.
177163.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XII
ბ-ს გაახსენდა, რომ უნდა დაერეკა, თავის ოთახში დაბრუნდა სალაპარაკოდ, რადგან იქ ნაკლები ხმაური იყო.
B remembered a phone call he had to make and went back to his room to talk where it was less noisy.
177164.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XII
დემიენი და მე მარტო დავრჩით ოთახში და, იქვე რომ ჩემი ცოლი არ ყოფილიყო, პანიკაში ჩავვარდებოდი.
Damian and I were alone in the room now and if my wife weren't there, too, I would have panicked.
177165.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XII
ყოველთვის პანიკა მიპყრობდა, როცა მარტო ვრჩებოდი ხალხთან ერთად, ბ-ს გარეშე ვგულისხმობ, სანამ ცოლს მოვიყვანდი.
I used to always panic when I was alone with people, I mean, without a B, until I got my wife.
177166.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XII
დემიენი ფანჯარასთან მივიდა და იქიდან გადაიხედა.
Damian walked over to the window and looked out.
177167.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XII
მიყვარს ცუდი ფილმები.
I love bad movies.
177168.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XII
ამ დროს გამახსენდა, რატომ მომწონდა ყოველთვის დემიენი.
I was starting to remember why I always liked Damian.
177169.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XII
ხელი შეფუთული სალიამისკენ გავიშვირე, რომელიც ჩემი სამგზავრო ჩანთიდან მოჩანდა და ვუთხარი: "ყოველთვის, როცა სალიამის ჭრი, რისკავ".
I gestured toward the gift-wrapped salami that was sticking out of my flight bag and said: "Any time you slice a salami, you take a risk."
177170.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XII
არტისტსაც შეუძლია დაჭრას სალიამი!
An artist can slice a salami, too!
177171.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XII
რატომ ჰგონიათ ადამიანებს, რომ არტისტები განსაკუთრებულნი არიან?
Why do people think artists are special?
177172.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XII
დემიენი მისი ილუზიების დამსხვრევის უფლებას არ მომცემდა.
Damian wouldn't let me disillusion her.
177173.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XII
გამახსენდა, ერთხელ ზამთრის ცივ ღამეში, რამდენიმე წლის წინ, ერთი ხალხმრავალი წვეულებიდან მიმყავდა დილის სამის ნახევარზე.
I remembered a freezing winter night a couple of years ago when I was dropping her off at two-thirty in the morning after a very social party.
177174.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XII
მაგრამ ცნობილი ხელოვანი რომ გამხდარიყავი, რამე „განსხვავებული“ უნდა გაგეკეთებინა.
But to become a famous artist you had to do something that was "different".
177175.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XII
არც კი მოუსმენია ჩემთვის, ისევ იმაზე ფიქრობდა, რა მომაჯადოებელ „რისკზე“ მიდიან არტისტები.
She didn't even hear me, she was still thinking about what glamorous "risks" artists take.
177176.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XII
შენობა ოდნავ შექანდა.
The building was shaking slightly.
177177.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XII
ის არც ხდება ახალი, სანამ დაახლოებით ათი წელი არ გავა, რადგან მხოლოდ მერე გამოიყურება ახალივით.
It doesn't become new until about ten years later, because then it looks new.
177178.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XII
– მაშინ ამჟამად რა არის ახალი? – მკითხა მან.
– So what's new right now? – she asked.
177179.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XII
ის არის ახალი ახლა, რაც ათი წლის წინ მოხდა?
Is what's new now what happened ten years ago?
177180.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XII
ეს საკმაოდ ჭკვიანური იყო.
That was pretty smart.