მოიძებნა 669201 ჩანაწერი
177261.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
დავფიქრდი და მივხვდი, სინამდვილეში რა ვთქვი.
I thought it over and realized what I'd actually said.
177262.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
მანამდე ცოტა ხნით მონტე კარლოში ვიყავით.
We'd been in Monte Carlo for a little while before.
177263.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
ბ-ს ვუთხარი, რომ ისინი უბრალოდ „ინტერნაციონალთა ბრბო“ კი არ იყვნენ, არამედ სრულიად ახალი ეროვნებისანი იყვნენ.
I told B that they weren't just the "international crowd" they were like a whole new nationality.
177264.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
წესით, უნდა გასცინებოდა, მაგრამ ყურადღებაც არ მიაქცია.
He was supposed to laugh, but he just let it pass.
177265.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
მაგრამ, ბ, რატომ იყო ამდენი ბრძოლა ევროპაში, როცა მეფეები და დედოფლები ერთმანეთზე ქორწინდებოდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ერთმანეთთან დაკავშირებული იყო, ნათესავები კი რატომ უნდა ებრძოდნენ ერთმანეთს?
"But B, why were there so many wars in Europe if the kings and queens all intermarried, because that means everybody was related, and why should people want to fight their relatives?"
177266.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
ამ შეკითხვას ძალიან ხშირად ვსვამ, რადგან ბევრს ვფიქრობ ამაზე, განსაკუთრებით ევროპაში ყოფნისას.
I ask that question a lot, because I always think about it when I'm in Europe especially.
177267.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
მაგალითად, პრინცესა გრეისს უნდა პრინცმა ჩარლზმა პრინცესა კეროლაინი შეირთოს ცოლად.
Like Princess Grace wants Princess Caroline to marry Prince Charles.
177268.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
რატომ დაამცირე ის, როცა ისიც შენსავით იტალიელია?
Why did you put him down if he's Italian just like you?
177269.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
არა, ის მსუქანი არ უნდა იყოს.
No, he shouldn't be fat.
177270.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
მაგრამ გარდა ამისა, წინა ღამით სადილზე მოხდა კიდევ რაღაც, რაც მინდოდა ბ-ს განემარტა ჩემთვის.
But there was something else about dinner the night before that I wanted B to clear up for me.
177271.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
ის, ვისაც მთელი ღამე ელაპარაკებოდი?
The one you were talking to all night?
177272.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
რაზე ელაპარაკებოდი?
What did you talk about?
177273.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
ის დედოფალ სორაიას ფრეილინაა.
She's the lady-in-waiting to Empress Soraya.
177274.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
დარწმუნებული ხარ, ბ?
Are you sure, B?
177275.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
ვცდილობდი, გამეხსენებინა ზუსტად, რაც მას ვუთხარი.
I was trying to recall exactly what I'd said to her.
177276.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
იმდენი სამკაული ჰქონდა ასხმული, ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ფრეილინა იყო.
She had so many jewels on I would never have thought she was a lady-in-waiting.
177277.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
სიმართლე ითქვას, რამე კონკრეტული წარმოდგენა არ მქონდა იმაზე, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ფრეილინა, მაგრამ ყოველთვის მეგონა, უფრო მოახლეს წააგავდა.
I didn't really have any concrete ideas about what a lady-in-waiting should look like, but I always thought they were more like a maid.
177278.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
ის ქალბატონი კი ისე მდიდრულად გამოიყურებოდა.
This lady had looked so rich.
177279.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
ფრეილინები ყველანი მაღალი კლასის წარმომადგენლები არიან, ზოგიერთი მათგანი ნამდვილი პრინცესაა.
Ladies-in-waiting are all very high-class, some of them are even actual princesses.
177280.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
ქალბატონებს ფრეილინები იმიტომ ჰყავთ, რომ მარტო არ მოუწიოთ სიარული.
Ladies have ladies-in-waiting so they, the ladies, don't have to go around alone."