მოიძებნა 669201 ჩანაწერი
177281.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
– ის მოახლეა თუ არა? – ვკითხე ბ-ს.
– Is she a maid or not? – I asked B.
177282.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
აი, ეგ მინდოდა, რომ გამეგო.
That's what I wanted to know.
177283.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
არა, ის მოახლე არაა.
No, she's not a maid.
177284.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
გამოდის, მაგ შემთხვევაში მე ჩემი სტილისტის ფრეილინა ვარ.
Well, in that case, I'm a lady-in-waiting to my hairdresser.
177285.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
ჩემი გრაფიკი იმაზეა დამოკიდებული, მას რის გაკეთება უნდა, უნდა გავყვე და ველოდო მთელი დღე, სანამ საქმეებს აგვარებს, და არც ის შემიძლია, მარტო დავტოვო, რადგან ასე ვერ მივხვდები, სად ვარ, ან როგორ დავბრუნდე იქ, სადაც ვიყავი, და თუ მაინც დავტოვებ, როცა მომძებნის, ყვირილს დამიწყებს.
My schedule depends on what he wants to do, I have to go with him and wait around all day while he does business, and I can't leave until he leaves because I never know where I am or how to get back to where I've been, and if I did leave he'd yell at me when he found me.
177286.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
თეორიულად, რა თქმა უნდა, ეს სიმართლე იყო, მაგრამ სინამდვილეში მე ფრეილინა ვარ, მიუხედავად იმისა, თუ რას დამარქმევენ.
Theoretically, of course, that was true, but actually, I know when I'm a lady-in-waiting, no matter what they call it.
177287.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
ესაა ჩემი ერთ-ერთი პრობლემა.
It's one of my problems.
177288.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
ვთქვათ, თუ ფული არ გაქვს და გამუდმებით ამაზე დარდობ, წყლული დაგემართება, რაც ნამდვილად დიდი პრობლემა იქნება, ფული კი მაინც არ გაგიჩნდება, რადგან ხალხი მიხვდება, რომ სასოწარკვეთილი ხარ, სასოწარკვეთილ ადამიანთან საქმის დაჭერა კი არავის უნდა.
For example, if you have no money and you worry about it all the time, you'll get an ulcer and have a real problem and you still won't have any money because people sense when you're desperate and nobody wants anything to do with a desperate person.
177289.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
მაგრამ თუ უფულობაზე არ იდარდებ, სხვები ფულს მოგცემენ, რადგან შენ ეს არ განაღვლებს, მათთვის კი არაფერი იქნება ეს და გასცემენ – გაიძულებენ, აიღო.
But if you don't care about having no money, then people will give you money because you don't care and they'll think it's nothing and give it away make you take it.
177290.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
ტელეფონმა დარეკა.
The telephone rang.
177291.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
ვეცადე ბ-სთვის მენიშნებინა, რომ სადმე ისეთ ადგილას მინდოდა წავსულიყავით, სადაც ალუბალი ექნებოდათ.
I tried to motion to B that I wanted to go someplace where they'd have cherries.
177292.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
როცა ბ ტელეფონზე ლაპარაკს მორჩა, მითხრა, რომ ჩვენს დილერს უნდა შევხვედროდით ლანჩზე.
When B got off the phone he said that we were meeting our dealer for lunch.
177293.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
როგორ ხდება საერთოდ ადამიანი მოწესრიგებული?
How does a person get disciplined?
177294.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
მაინტერესებს, კარგი მანერები როგორ უნდა აითვისო.
I want to know how you're supposed to pick up good habits.
177295.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
მავნე ჩვევების ათვისება ძალიან მარტივია.
It's very easy to pick up bad ones.
177296.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
ვთქვათ, ერთ დღესაც რავიოლის დააგემოვნებ, და ისე მოგეწონება, მომდევნო დღესაც შეჭამ და ვერც კი მიხვდები, ისე შეეჩვევი რავიოლის, ან პასტას, ან წამალს, ან სექსს, ან მოწევას, ან კოკაინს...
Say you eat ravioli one day and you like it so you eat it the next day and before you know it you have a ravioli habit or a pasta habit or a drug habit or a sex habit or a smoking habit or a cocaine habit...
177297.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
ნუთუ ცდილობდა, ალუბლის გამო მეგრძნო თავი დამნაშავედ?
Was he trying to make me feel guilty about the cherries?
177298.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
ის გაინტერესებს, ცუდი ჩვევებისგან როგორ უნდა გათავისუფლდე?
You're asking me how you get out of the bad habits?
177299.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
ყველას რაღაც კარგი ჩვევა აქვს, რასაც ავტომატურად აკეთებენ, ალბათ ბავშვობაში თუ შეისწავლეს – კბილების გახეხვა, დუმილი, როცა პირი სავსე აქვთ საჭმლით, მობოდიშება.
Everybody has their good habits, that they do automatically that maybe they learned when they were little—brushing your teeth, not talking with your mouth full, saying excuse me.
177300.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIII
სხვა კარგი ჩვევები, როგორიცაა ყოველდღე ერთი თავის დაწერა, ან ყოველ დილით სირბილი რთულად გამოსამუშავებელია.
Other good habits like writing a chapter a day or jogging every morning are harder to get into.