მოიძებნა 669201 ჩანაწერი
177321.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
გამოვკითხავ ხოლმე ყველა იმ ადგილის შესახებ, სადაც არ ვყოფილვარ და ყველაფერს იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც არ მინახავს.
I ask about all the places I didn't go and all the people I didn't see.
177322.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
მეხსიერება საერთოდ არ მაქვს.
I have no memory.
177323.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
ყოველი დღე ჩემთვის ახალია, რადგან წინა დღე არ მახსოვს.
Every day is a new day because I don't remember the day before.
177324.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
ყოველი წუთი ჩემი ცხოვრების პირველი წუთივითაა.
Every minute is like the first minute of my life.
177325.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
ვცდილობ გავიხსენო, მაგრამ არ გამომდის.
I try to remember but I can't.
177326.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
სწორედ ამიტომ ვიქორწინე ჩემს დიქტოფონზე.
That's why I got married to my tape recorder.
177327.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
ჩემი გონება იმ დიქტოფონს წააგავს, რომელსაც ერთადერთი ღილაკი აქვს – წაშლის.
My mind is like a tape recorder with one button—Erase.
177328.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
თუ ძალიან ადრე მეღვიძება, დრო ტელევიზორის ყურებასა და ჩემი საცვლების რეცხვაში გამყავს.
If I wake up too early, I kill time by watching TV and washing my underwear.
177329.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
შეიძლება ჩემი ცუდი მეხსიერების მიზეზი ისაა, რომ მუდმივად ერთდროულად ორ საქმეს ვაკეთებ.
Maybe the reason my memory is so bad is that I always do at least two things at once.
177330.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
გაცილებით მარტივია დაივიწყო ისეთი რამ, რაც სანახევროდ გააკეთე.
It's easier to forget something you only half-did.
177331.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
მდიდრებს ბევრი უპირატესობა აქვთ ღარიბებთან შედარებით, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ისაა, რომ იციან, როგორ ჭამონ და ილაპარაკონ ერთდროულად.
The rich have many advantages over the poor, but the most important one, as far as I'm concerned, is knowing how to talk and eat at the same time.
177332.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
სადილზე შენგან მოელიან ჭამას, რადგან თუ არ შეჭას, დიასახლისს შეურაცხყოფას მიაყენებ.
At dinner you're expected to eat—because if you don't it's an insult to the hostess
177333.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
შენგან ლაპარაკს მოელიან, რადგან თუ არ ილაპარაკებ, ასე დანარჩენ სტუმრებს გაანაწყენებ.
You're expected to talk because if you don't it's an insult to the other guests.
177334.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
მდიდრებს ეს როგორღაც გამოსდით, მე კი არა.
The rich somehow manage to work it out but I just can't do it.
177335.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
იმათ ვერასდროს გამოიჭერ, ლუკმით სავსე პირი ღია ჰქონდეთ, მე კი ასე მემართება.
They are never caught with an open mouth full of food but that's what happens to me.
177336.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
ყოველთვის იმ დროს მიწევს პასუხის გაცემა, როცა კარტოფილის პიურეთი მაქვს პირი გამოტენილი.
It's always my turn to talk just when I've filled my mouth with mashed potatoes.
177337.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
სახლში, სარკის წინ და ტელეფონზე ლაპარაკისას ვვარჯიშობ.
I practice at home in front of the mirror and over the phone.
177338.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
მანამ კი, სანამ დავხვეწ ერთდროულად ლაპარაკისა და ჭამის ჩვევას, ჩემს ჩვეულ წესს ვიყენებ საზეიმო ვახშმის დროს: არ ვჭამ და არ ვლაპარაკობ.
In the meantime, until I've perfected the ability to talk and eat simultaneously, I stick to my basic rule for dinner party behavior: don't talk and don't eat.
177339.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
რა თქმა უნდა, შეგიძლია ცუდი მანერებიც გქონდეს, თუ მათი გამოყენებაც იცი.
Of course you can have bad manners if you know how to use them.
177340.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
ერთ დილით, თან მტვერსასრუტით ვწმენდდი ოთახს, თან ვუყურებდი „უმაღლეს სასჯელს“ ბარბარა უოლტერსთან ერთად, როცა ტელეფონმა დარეკა.
One morning I was vacuuming while watching "Capital Punishment" on Barbara Walters and the phone rang.