მოიძებნა 669201 ჩანაწერი
177461.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
ახლა რაღაცას ვიყენებ, „ტაიმ სპა“ ჰქვია, დიდი ქილით იყიდება და დოლარი და ოთხმოცდათხუთმეტი ცენტი ღირს.
I use this stuff called "Time Spa", which comes in a big jar and it's a dollar ninety-five.
177462.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
ამ დროს ჯერ თმა დასველებული არ მაქვს, და ჯერ კიდევ ვწევარ, თავზე კი ერთი ძველი კაშნე მაქვს შემოხვეული.
I haven't gotten my hair wet yet, and I'm still lying down, and I've put an old ratty scarf around my head.
177463.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
აბაზანის მიღების შემდეგ შხაპის გადავლებასაც ვაპირებ, რომ თან აბაზანა გასუფთავდეს.
Because I'm going to take a shower after this anyway, to rinse this bath off.
177464.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
შემდეგ საპარსს ნელთბილ წყალს გადავავლებ, რადგან ერთხელ საპარსზე შერჩენილი თმა შევნიშნე და ამან ცუდად გამხადა.
And then I open up the razor and run lukewarm water over it, because I once found a razor where the hair was stuck to the blade and it made me sick.
177465.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
როცა აბაზანაში ვწევარ, სახეს არც კი ვეხები.
I don't ever touch my face in the bathtub.
177466.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
ვიცი, რომ მას წყალში ჯდომაც ასუფთავებს.
I know it's getting clean just sitting in the water.
177467.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
მერე გადავწყვეტ, რადგან ოდნავ თმა დამისველდა, ისიც დავიბანო.
Then I decide, well, since I've gotten the end of my hair a little wet, I may as well wash it.
177468.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
ყვითელ სააბაზანოს ხალიჩას ჩამოვხსნი ხოლმე, რომელიც საშხაპის თავზე კიდია, რადგან არ მინდა გაჭუჭყიანდეს და მერე სამრეცხაოში მომიწიოს მისი წაღება.
I move the yellow bathroom rug that's hanging over the top of the shower because I don't want it to get dirty because then I'd have to take it to the laundry.
177469.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
შხაპის ქვეშ ვდგები და ნელთბილი წყლით ვისველებ თმას, მერე ვწყვეტ, რომელი შამპუნი გამოვიყენო.
I get under the shower and with lukewarm water I just wet my hair and then I decide which shampoo I'm going to use.
177470.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
მერე ონკანს ვკეტავ და ხელში ვიღებ მწვანე... რადგან ჩემი სააბაზანო მწვანე და ყვითელია, მწვანე ღრუბელს და კარგად ვწურავ.
Then I turn the water off and I take the green... because my bathroom's yellow and green, I take the green sponge and wring it out.
177471.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
შემდეგ იატაკზე თეთრ ხალიჩას ვაფენ, თავზე ვიხვევ პირსახოცს, ვინასკვავ, მერე ოდნავ შევირხევი.
Then I put a white mat on the floor, put a towel around my head, tie it in a knot, and then I sort of shake myself a little bit.
177472.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
ეს მეგობრის ფრანგი ქმრისგან ვისწავლე.
I learned that from the French husband of a friend.
177473.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
მერე ჩამოვიღებ თმის ფენს და ჰაერის კონდიციონერს ვთიშავ.
Then I get the hairdryer out and turn the air conditioner off.
177474.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
თმის საშრობს ვრთავ, ვდგავარ სააბაზანოში ფეხებგაჩაჩხული.
Then I plug the hairdryer in and I stand in the bathroom with my legs apart.
177475.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
როცა მთლიანად გაშრები, ავიღებ ხოლმე ბავშვის პუდრს და ცოტაოდენს ნაზად ხელით ვისვამ.
When it's completely dry I just take a little bit of baby powder and with my hands softly put a little on.
177476.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
სისუფთავეს ყურადღება უნდა მიექცეს, ეს შენც გაინტერესებს, ვიცი რომ ასეა.
Cleanliness counts, it interests you, you believe in it, I know.
177477.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
მერე დავხედავ ხოლმე თმას და ვინატრებ, ნეტა ერთი წლის შემდეგ სულ გავჭაღარავდე.
Then I look at all my hairs and start to wish they would all go gray in a year.
177478.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
ბ ისე იყო გართული ლაპარაკში, მივხვდი, შემეძლო სამზარეულოში სწრაფად გავქცეულიყავი, ვაშლის კარაქი ფორთოხლის მარმელადით ჩამენაცვლებინა.
B was so involved in our conversation I figured I could make a quick dash to the kitchen to switch from apple butter to orange marmalade.
177479.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
ძალიან უცნაური განცდაა, სახეზე ნიღაბი რომ მახმება.
It's really strange to feel a masque drying on my face.
177480.
ენდი უორჰოლის ფილოსოფია | თავი XIV
ტელეფონთან ფეხაკრეფით მივდივარ და ძალიან ფრთხილად ვიღებ ხელში.
I tip-toed back to the phone and picked up the receiver very carefully.