მოიძებნა 669201 ჩანაწერი
177741.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭო და არასამთავრობო ორგანიზაციები
მათ ეკისრებათ მოვალეობა, გადამწყვეტი როლი ითამაშონ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების სამართალსუბიექტურობის აღიარების შესახებ ევროპულ კონვენციასთან მხარეთა მიერთებისა და დოკუმენტის რატიფიკაციის საქმეში.
NGOs have a very important role to play in promoting the signature and ratification of the European Convention on the Recognition of the Legal Personality of International Non-Governmental Organisations.
177742.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭო და არასამთავრობო ორგანიზაციები
აღნიშნული კონვენცია არის სადღეისოდ ერთადერთი ძალაში მყოფი საერთაშორისო ნორმატიული აქტი, რომელიც უკავშირდება არასამთავრობო ორგანიზაციებს და გააჩნია სასიცოცხლო მნიშვნელობა არასამთავრობო ორგანიზაციათა მთელი ევროპის მასშტაბით ფუნქციონირებისათვის, განსაკუთრებით კი იმ ევროპულ ქვეყნებში, სადაც ხშირად სამართლებრივი ბაზა არასაკმარისად ეფექტურია.
This convention is to date the only international normative instrument in force relating to NGOs, and is vital to regulate the operation of NGOs all over Europe, especially in those European countries where often an effective legal framework is lacking.
177743.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭო და არასამთავრობო ორგანიზაციები
მეტიც, არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობას იღებენ ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ძირითად კონფერენციებში, კოლოქვიუმებსა და სემინარებში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ თავიანთი საქმიანობის სფეროებში.
Furthermore, NGOs take an active part in major conferences, colloquies and seminars organised by the Council of Europe, contributing in their respective fields of excellence.
177744.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭო და არასამთავრობო ორგანიზაციები
საზოგადოებრივი აზრის მობილიზება.
MOBILISING PUBLIC OPINION.
177745.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭო და არასამთავრობო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციებს აკისრიათ მეტად მნიშვნელოვანი როლი ევროპის საბჭოს ისეთ ევროპულ კამპანიებში, როგორებიცაა: ჩრდილოეთ-სამხრეთის ურთიერთდამოკიდებულება და სოლიდარობა; ევროპის ბუნების დაცვის წელი; ევროპა სიღარიბისა და სოციალური გათიშვის წინააღმდეგ; ევროპა, საერთო მემკვიდრეობა.
NGOs play a key role in the Council of Europe’s European campaigns: on NorthSouth interdependence and solidarity; The European Nature Conservation Year; Europe against Poverty and Social Exclusion; Europe, a Common Heritage.
177746.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭო და არასამთავრობო ორგანიზაციები
ევროპის საბჭოს მთავარი მიზანია, დაიცვას ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, ამ თვალსაზრისით კი, არასამთავრობო ორგანიზაციები ფასდაუდებელ საქმიანობას აწარმოებენ, როდესაც მოქალაქეებს აცნობენ მათ უფლებებს, აწვდიან ინფორმაციას და ყოველივესთან ერთად, თვალყურს ადევნებენ, რომ დაცულ იქნეს უმთავრესი მოვალეობები.
The Council of Europe’s essential mission is to promote human rights and fundamental freedoms and NGOs fulfi l an invaluable role in this respect by advising citizens on their rights, relaying information and, above all, making sure that basic commitments are respected.
177747.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭო და არასამთავრობო ორგანიზაციები
ევროპის საბჭო მუდმივ შეხებაშია საზოგადოებრივ აზრთან და ვრცელი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მეშვეობით ცდილობს, ცვლილებები შეიტანოს სოციალურ ცხოვრებაში.
The Council of Europe is constantly in touch with public opinion and presses for social change through its extensive network of NGOs.
177748.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭო და არასამთავრობო ორგანიზაციები
თავად ორგანიზაციები ძალზედ დიდ დახმარებას უწევენ ევროპის საბჭოს და წარმოადგენენ დემოკრატიული პროცესების უცვლელ ატრიბუტს.
They make a valuable contribution to its work and are essential to the democratic process.
177749.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭო და არასამთავრობო ორგანიზაციები
კონსტრუქციული როლი დემოკრატიული განვითარების პროცესში.
CONSTRUCTIVE ROLE IN DEMOCRATIC DEVELOPMENT.
177750.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭო და არასამთავრობო ორგანიზაციები
1990 წლიდან ევროპის საბჭომ განავრცო კონტაქტები არასამთავრობო ორგანიზაციებთან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც ისინი დიდ როლს თამაშობენ ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისათვის.
Since 1990, the Council of Europe has multiplied its contacts with NGOs in central and eastern Europe, where they are crucial to the building of a democratic society based on human rights and the rule of law.
177751.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭო და არასამთავრობო ორგანიზაციები
ევროპის საბჭო და საკონსულტაციო სტატუსის მქონე ორგანიზაციები კვლავაც განაგრძობენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზებას სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, რაც ითვალისწინებს სამართლებრივი და ფისკალური ბაზის, მედიის, უმცირესობათა და ადამიანის უფლებათა ჩამოყალიბებას.
The Council of Europe and NGOs enjoying consultative status continue to organise activities in the framework of different programmes on issues of concern to NGOs, e.g. the setting up of a legal and fiscal framework, media, minorities and human rights.
177752.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
რას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო?
WHAT IS THE EUROPEAN COURT OF HUMAN RIGHTS?
177753.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საერთაშორისო სასამართლოა, რომელსაც სტრასბურგში უდევს ბინა.
The European Court of Human Rights is an international court based in Strasbourg.
177754.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სასამართლოს შემადგენლობაში შემავალი მოსამართლეების რაოდენობა ტოლია ევროპის საბჭოს იმ წევრი სახელმწიფოების რაოდენობისა, რომელთაც რატიფიცირებული აქვთ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია- ამჟამად მოსამართლეთა რაოდენობა ორმოცდახუთია.
It consists of a number of judges equal to the number of member States of the Council of Europe that have ratified the Convention for the Protection of Human Rights and Fundamental Freedoms – currently forty-five.
177755.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მოსამართლეები დამოუკიდებლად მოქმედებენ - ისინი არ წარმოადგენენ ამა თუ იმ სახელმწიფოს.
The Court’s judges sit in their individual capacity and do not represent any State.
177756.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
განაცხადების მიღებაში სასამართლოს დახმარებას უწევს სამდივნო, რომლის შემადგენლობაში შედიან იურისტები ყველა წევრი სახელმწიფოდან (მათ ასევე რეფერენტებსაც უწოდებენ).
In dealing with applications, the Court is assisted by a Registry consisting mainly of lawyers from all the member States (who are also known as legal secretaries).
177757.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
საკუთარ ქვეყნებზე არც ეს იურისტები არიან დამოკიდებულნი - ისინი არც განმცხადებლებს წარმოადგენენ და არც სახელმწიფოებს.
They are entirely independent of their country of origin and do not represent either applicants or States.
177758.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
რას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია?
WHAT IS THE EUROPEAN CONVENTION ON HUMAN RIGHTS?
177759.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია საერთაშორისო შეთანხმებაა, რომლის ხელმოწერა მხოლოდ ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ.
The European Convention on Human Rights is an international treaty which only member States of the Council of Europe may sign.
177760.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
კონვენციაში, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბებულია სასამართლო და განსაზღვრულია მისი მუშაობის მექანიზმი, ჩამოთვლილია ის უფლებები და გარანტიები, რომელთა პატივისცემის ვალდებულება იკისრეს ხელისმომწერმა სახელმწიფოებმა.
The Convention, which establishes the Court and lays down how it is to function, contains a list of the rights and guarantees which the States have undertaken to respect.