მოიძებნა 669201 ჩანაწერი
177781.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ადამიანის თვითნებურ და უკანონო დაკავებას;
Arbitrary and unlawful detention;
177782.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
დისკრიმინაციას კონვენციით გარანტირებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობისას;
Discrimination in the enjoyment of the rights and freedoms set out in the Convention;
177783.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სახელმწიფოს მიერ თავისი მოქალაქეების გასახლებას ან მათთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას;
The expulsion by a State of its own nationals or its refusing them entry;
177784.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სიკვდილით დასჯას; უცხოელების ჯგუფურ გასახლებას.
The death penalty; the collective expulsion of aliens.
177785.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდე, სასამართლოში რომ საჩივარი შევიტანო?
WHAT CONDITIONS DO I HAVE TO SATISFY TO LODGE AN APPLICATION?
177786.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
პირადად მე რა პირობები მეხება?
WHAT ARE THE CONDITIONS RELATING TO ME PERSONALLY?
177787.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
არ არის აუცილებელი, რომ ევროპის საბჭოს რომელიმე წევრი სახელმწიფოს მოქალაქე იყოთ.
You do not need to be a national of one of the Council of Europe’s member States.
177788.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ის დარღვევა, რომელთან დაკავშირებითაც საჩივარი შეგაქვთ, ჩადენილი უნდა იყოს ერთ-ერთი იმ სახელმწიფოს მიერ, რომელსაც აკისრია კონვენციის შესრულება თავის იურისდიქციის ფარგლებში, რაც ჩვეულებრივ, მის ტერიტორიას გულისხმობს;
The violation you are complaining of must simply have been committed by one of those States bound by the Convention within its “jurisdiction”, which usually means within its territory.
177789.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
თქვენ შეიძლება იყოთ კერძო პირი ან იურიდიული ერთეული, მაგალითად, კომპანია ან ასოციაცია;
You can be a private individual or a legal entity such as a company or association.
177790.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
თქვენ პირადად და უშუალოდ უნდა იყოთ დაზარალებული იმ დარღვევით, რომელთან დაკავშირებითაც საჩივარი შეგაქვთ.
You must have directly and personally been the victim of the violation you are alleging.
177791.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
თქვენ ვერ შეიტანთ ზოგად საჩივარს ამა თუ იმ კანონთან თუ ზომასთან დაკავშირებით იმის გამო, რომ ისინი უსამართლო გეჩვენებათ; ვერც სხვა ადამიანების სახელით იჩივლებთ (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თქვენ ამ ადამიანების ოფიციალური წარმომადგენელი ხართ).
You cannot make a general complaint about a law or a measure, for example because it seems unfair; nor can you complain on behalf of other people (unless they are clearly identified and you are their official representative).
177792.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
არსებობს თუ არა რაიმე ისეთი პირობები, რომლებიც საჩივრის შეტანამდე ქვეყნის სასამართლოში უნდა შესრულდეს?
ARE THERE ANY CONDITIONS THAT MUST BE SATISFIED BEFOREHAND IN THE NATIONAL COURTS?
177793.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
დარღვევის ჩამდენ სახელმწიფოში თქვენ გამოყენებული უნდა გქონდეთ ყველა სამართლებრივი ზომა, რომლითაც შესაძლებელია თქვენს საჩივარში მითითებული სიტუაციის გამოსწორება (ჩვეულებრივ ეს ნიშნავს შესაბამისი სასამართლოსთვის მიმართვას, საჭიროების შემთხვევაში აპელაციას და კიდევ უფრო მაღალი ინსტანციის სასამართლოში, როგორიც არის უზენაესი სასამართლო მისი არსებობის შემთხვევაში);
You must have used all the remedies in the State concerned that might have been able to redress the situation you are complaining about (usually, this will mean an application to the appropriate court, followed by an appeal, where applicable, and even a further appeal to a higher court such as the supreme court, if there is one).
177794.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
არ არის საკმარისი უბრალოდ ამ სამართლებრივი ზომების გამოყენება.
It is not enough merely to make use of these remedies.
177795.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ამ დროს თქვენ რეალურადაც უნდა გქონდეთ აღძრული თქვენი საჩივარი (ანუ კონვენციის ის დარღვევები, რომლებთან დაკავშირებითაც საჩივარი შეგაქვთ);
In so doing, you must also have actually raised your complaints (that is, the Convention violations you are alleging).
177796.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
განაცხადის შესატანად ქვეყნის დონეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დღიდან (ჩვეულებრივ, ყველაზე მაღალი ინსტანციის სასამართლოს განჩინებიდან) მხოლოდ ექვსი თვე გაქვთ.
You have only six months from the date of the final decision at domestic level (generally speaking, the judgment of the highest court) to lodge an application.
177797.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ამ დროის გასვლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ვერ მიიღებს თქვენს საჩივარს.
After that period your application cannot be accepted by the Court.
177798.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ვის წინააღმდეგ შემიძლია საჩივრის შეტანა?
AGAINST WHOM CAN I LODGE AN APPLICATION?
177799.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ერთი ან მეტი ისეთი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელსაც აკისრია კონვენციის შესრულების ვალდებულება და რომელმაც, თქვენი აზრით (ერთი ან მეტი ისეთი ქმედების ან უმოქმედობის გზით, რომელმაც უშუალო ზემოქმედება მოახდინა თქვენზე), დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;
Against one or more of the States bound by the Convention which, in your opinion, have (through one or more acts or omissions directly affecting you) violated the European Convention on Human Rights.
177800.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ის ზომა თუ ზომები, რომლებთან დაკავშირებითაც ჩივით, განხორციელებული უნდა იყოს ამ სახელმწიფოს (სახელმწიფოების) ერთი ან მეტი საჯარო უწყების მიერ (მაგალითად, სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ);
The measure or measures complained of must have been taken by one or more public authorities in the State(s) concerned (for example, a court or an administrative authority).