მოიძებნა 669201 ჩანაწერი
177921.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
პალატის თავმჯდომარეს, გამონაკლისის სახით, სათანადოდ გამართლებულ შემთხვევებში, შეუძლია დართოს ანონიმურობის ნება.
The President of the Chamber may authorise anonymity in exceptional and duly justified cases.
177922.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
წინამდებარე მუხლის 1-ელ და მე-2 პუნქტებში ჩამოყალიბებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამ შეიძლება გამოიწვიოს სასამართლოს უარი განაცხადის განხილვასთან დაკავშირებით.
Failure to comply with the requirements set out in paragraphs 1 and 2 of this Rule may result in the application not being examined by the Court.
177923.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ზოგადი წესის თანახმად, განაცხადის გაცნობის თარიღად ჩაითვლება განმცხადებლის მიერ განაცხადის ობიექტთან დაკავშირებული, თუნდაც მოკლედ ჩამოყალიბებული პირველი კომუნიკაცია.
The date of introduction of the application shall as a general rule be considered to be the date of the first communication from the applicant setting out, even summarily, the object of the application.
177924.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
თუმცა, სათანადო მიზეზის არსებობისას, სასამართლოს შეუძლია განაცხადის წარდგენის თარიღად მიიჩნიოს სხვა თარიღი.
The Court may for good cause nevertheless decide that a different date shall be considered to be the date of introduction.
177925.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
განმცხადებლებმა სასამართლოს მუდმივად უნდა მიაწოდონ ცნობები მისამართის შეცვლასა და განაცხადთან დაკავშირებული სხვა გარემოებების შესახებ.
Applicants shall keep the Court informed of any change of address and of all circumstances relevant to the application.
177926.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ცნობარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის შეტანის მსურველთათვის.
Notes for the guidance of persons wishing to apply to the European Court of Human Rights.
177927.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
რა კატეგორიის საქმეებს იხილავს სასამართლო?
WHAT CASES CAN THE COURT DEAL WITH?
177928.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საერთაშორისო სასამართლოა, რომელიც განსაზღვრულ შემთხვევებში იხილავს ინდივიდუალურ საჩივრებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით უზრუნველყოფილი უფლებების დარღვევის შესახებ.
The European Court of Human Rights is an international institution which in certain circumstances can examine complaints from persons claiming that their rights under the European Convention on Human Rights have been infringed.
177929.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
კონვენცია წარმოადგენს საერთაშორისო შეთანხმებას, რომლითაც ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ რიგი ძირითადი უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა იკისრა.
This Convention is an international treaty by which a large number of European States have agreed to secure certain fundamental rights.
177930.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ეს უფლებები უზრუნველყოფილია უშუალოდ კონვენციითა და მისი 1-ლი, მე-4, მე-6 და მე-7 დამატებითი ოქმებით, რომლებიც რატიფიცირებულ იქნა მხოლოდ ზოგიერთი ქვეყნის მიერ.
The rights guaranteed are set out in the Convention itself, and also in Protocols Nos, 1, 4, 6, 7 and 13 which only some of the States have accepted.
177931.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
თქვენ აუცილებლად უნდა გაეცნოთ აღნიშნულ დოკუმენტებს და მათ დათქმებს, რომლებიც თან ერთვის წინამდებარე ცნობარს.
You should read these texts and the accompanying reservations, which are all enclosed.
177932.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ პირადად და უშუალოდ ხართ რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მხრიდან კონვენციით ან მისი ოქმებით უზრუნველყოფილი ერთი ან მეტი უფლების დარღვევის მსხვერპლი, შეგიძლიათ საჩივრით მიმართოთ სტრასბურგის სასამართლოს.
If you consider that you have personally and directly been the victim of a breach of one or more of these fundamental rights by one of the States, you may complain to the Court.
177933.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს მხოლოდ ის საჩივრები, რომლებიც კონვენციითა და მისი ოქმებით უზრუნველყოფილი უფლებების დარღვევას ეხება.
The Court can only deal with complaints relating to infringements of one or more of the rights set forth in the Convention and Protocols.
177934.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო ინსტანციებთან მიმართებაში, სასამართლო არ წარმოადგენს ზემდგომ, მეოთხე ინსტანციის ორგანოს და არ არის უფლებამოსილი გადახედოს და გააუქმოს, შეცვალოს ან უცვლელად დატოვოს ამ უკანასკნელთა მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები.
It is not a court of appeal vis-à-vis national courts and cannot annul or alter their decisions.
177935.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ამასთანავე, სასამართლოს არ შეუძლია თქვენს სასარგებლოდ მიმართოს ხელისუფლების იმ ორგანოს, რომელსაც თქვენ უჩივით.
Nor can it intervene directly on your behalf with the authority you are complaining about.
177936.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს მხოლოდ ის საჩივრები, რომლებიც მიმართულია იმ სახელმწიფოთა წინააღმდეგ, რომელთა მიმართებაშიც კონვენცია ან შესაბამისი ოქმი ძალაშია შესული.
The Court can only examine complaints that are directed against States which have ratified the Convention or the Protocol in question and concern events after a given date.
177937.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ეს თარიღი სხვადასხვაა იმისდა მიხედვით, თუ რომელი დოკუმენტით (კონვენციით თუ ოქმებით) უზრუნველყოფილი უფლების დარღვევას ეხება საჩივარი და რომელი სახელმწიფოა მოპასუხე.
The date varies according to the State and according to whether the complaint relates to a right set out in the Convention itself or in one of the Protocols.
177938.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სასამართლოში შეტანილი საჩივრის საგანს მხოლოდ საჯარო ხელისუფლების რომელიმე ორგანოს (საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო და სხვ.) აქტი შეიძლება წარმოადგენდეს.
You can only complain to the Court about matters which are the responsibility of a public authority (legislature, administrative authority, court of law, etc.) of one of these States.
177939.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სასამართლო არ ღებულობს განსახილველად კერძო პირების ან ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართულ საჩივრებს.
The Court cannot deal with complaints against private individuals or private organisations.
177940.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საჩივრის განსახილველად მიღება სასამართლოს შეუძლია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოწურული იქნება შიდასამართლებრივი გასაჩივრების ყველა საშუალება და სანამ შიდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან სასამართლოში საჩივრის შეტანამდე გავა ექვსი თვე.
By the terms of Article 35 § 1 of the Convention, the Court can only deal with an application after all domestic remedies have been exhausted and within a period of six months from the date on which the final decision was taken.