მოიძებნა 669201 ჩანაწერი
177941.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მიღებადობის ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სასამართლო არსებითად ვერ განიხილავს საჩივარს.
The Court will not be able to consider any application that does not satisfy these admissibility requirements.
177942.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის შეტანამდე, თქვენ აუცილებლად უნდა ამოწუროთ შიდასამართლებრივი გასაჩივრების ყველა სამართლებრივი საშუალება, რომელიც გამოასწორებდა იმ მდგომარეობას, რომლის შესახებაც თქვენ ჩივით.
It is therefore absolutely essential that before applying to the Court, you should have tried all judicial remedies in the State concerned by means of which it might have been possible to redress your grievance;
177943.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ უნდა დაამტკიცოთ, რომ გასაჩივრების გამოუყენებელი საშუალება ვერ იქნებოდა შედეგის მომტანი.
Failing that, you will have to show that such remedies would have been ineffective.
177944.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ამრიგად, თავდაპირველად, თქვენ უნდა მიმართოთ ეროვნულ სასამართლოებს, უზენაესი სასამართლო ინსტანციის ჩათვლით, რომელთა წინაშეც, ფორმით ან შინაარსით, უნდა წამოაყენოთ ის სასარჩელო მოთხოვნები, რომელთა განსჯაც გსურთ სასამართლოს წინაშე.
You must accordingly have first applied to the domestic courts, up to and including the highest court with jurisdiction in the matter, where you must have raised, at least in substance, the complaints that you wish to submit subsequently to the Court.
177945.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ეროვნულ სასამართლოებში ჩივილისას თქვენ უნდა დაიცვათ შიდასამართლებრივი საპროცესო წესები, ხანდაზმულობისა და სხვა ვადები.
When availing yourself of the appropriate remedies, you must normally comply with national rules of procedure, including time-limits.
177946.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მაგალითად, თუ თქვენი საჩივარი არ იქნა განხილული გასაჩივრების ვადის ამოწურვის ან რაიმე პროცედურული ხასიათის წესის დარღვევის გამო, სტრასბურგის სასამართლო ვერ მიიღებს თქვენს საჩივარს არსებითი განხილვისათვის.
If, for instance, your appeal is dismissed because you have brought it too late or in the wrong court or have not used the proper procedure, the Court will not be able to examine your case.
177947.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მიუხედავად ამისა, თუ თქვენი საჩივრის საგანს წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილება, მაგალითად, მსჯავრის დადება ან განაჩენი, არ არის აუცილებელი, სასამართლოებში გასაჩივრების ჩვეულებრივი პროცედურების გავლის შემდგომ, განახლდეს თქვენი საქმის მოსმენა.
However, if you are complaining of a court decision such as a conviction or sentence, it is not necessary to have tried to have your case reopened after going through the normal appeal procedures in the courts.
177948.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ასევე, არ არის აუცილებელი არასადავო გასაჩივრების საშუალებების ამოწურვა ან შეწყალების ან ამნისტიის მოთხოვნა.
Nor do you have to have made use of non-contentious remedies or seek a pardon or an amnesty.
177949.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
პეტიციები (პარლამენტის, სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურის, მინისტრის ან სახალხო დამცველის სახელზე) არ განიხილება თქვენთვის სავალდებულო ეფექტურ საშუალებებად.
Petitions (to Parliament, the Head of State or Government, a minister or an ombudsman) are not regarded as effective remedies that you must have used.
177950.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მას შემდეგ, რაც თქვენს საქმეზე გამოტანილ იქნება შიდა საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ, თქვენს განკარგულებაშია ექვსი თვე სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის შესატანად.
After a decision of the highest competent national court or authority has been given, you have six months within which you may apply to the Court.
177951.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ამ ექვსთვიანი ვადის გამოთვლა იწყება ეროვნული სასამართლოს ან ხელისუფლების სხვა ორგანოს მიერ თქვენს საქმესთან დაკავშირებით მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების თქვენთვის ან თქვენი ადვოკატისათვის შეტყობინების დღიდან და არა საზედამხედველო საჩივარზე, შეწყალებაზე, ამნისტიასა თუ სხვა იერარქიულ საჩივარზე უარის თქმის მომენტიდან.
The six-month period begins when the final court decision in the ordinary appeal process is served on you or your lawyer, not on the date of any later refusal of an application to reopen your case or of a petition for pardon or amnesty or of any other non-contentious application to an authority.
177952.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ექვსთვიანი ვადის დინება წყდება და საჩივარი შეტანილად ითვლება სასამართლოში პირველი წერილის (სადაც, თუნდაც მოკლედ, მაგრამ ნათლად არის ჩამოყალიბებული საჩივრის არსი) ან შევსებული საჩივრის ფორმის გაგზავნის შედეგად.
Time only stops running when the Court first receives from you either your first letter clearly setting out – even if only in summary form – the subject-matter of the application you may wish to lodge or a completed application form.
177953.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მხოლოდ ინფორმაციის მოთხოვნა არ არის საკმარისი ექვსთვიანი ვადის დინების შეწყვეტისათვის.
A mere request for information is not sufficient to stop time running for the purposes of complying with the six-month time-limit.
177954.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ინფორმაციისათვის, უნდა გაითვალისწინოთ, რომ სასამართლოს მიერ განხილულ საქმეთა 90%-ზე მეტი ცხადდება მიუღებლად ზემოჩამოთვლილ ერთ ან მეტ პირობასთან შეუსაბამობის გამო.
Purely for information purposes, you should be aware that more than 90% of the applications examined by the Court are declared inadmissible for failure to comply with one or more of the conditions referred to above.
177955.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
როგორ მივმართოთ სასამართლოს?
HOW TO APPLY TO THE COURT.
177956.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული, მაგრამ, თუ სხვაგვარად მოსახერხებელია, სასამართლოს სამდივნოს შეგიძლიათ მისწეროთ რომელიმე ხელშემკვრელი ქვეყნის სახელმწიფო ენაზე.
The Court’s official languages are English and French but if it is easier for you, you may alternatively write to the Registry in an official language of one of the States that have ratified the Convention.
177957.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
საქმის განხილვის პირველად სტადიაზე ასევე შესაძლებელია, რომ თქვენ სასამართლოდან კორესპონდენცია მიიღოთ ამავე ენაზე.
During the initial stage of the proceedings you may also receive correspondence from the Court in that language.
177958.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მიუხედავად ამისა, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საქმის განხილვის მოგვიანებით საფეხურზე - სახელდობრ, როდესაც თქვენს მიერ წარდგენილი საბუთების საფუძველზე სასამართლო თქვენს საჩივარს არ გამოაცხადებს მიუღებლად, მაგრამ გადაწყვეტს სთხოვოს მთავრობას წარუდგინოს მას წერილობითი კომენტარები თქვენს საჩივრებზე - ყველა სახის კორესპონდენცია სასამართლოდან გამოგეგზავნებათ ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე და თქვენ ან თქვენს წარმომადგენელს, როგორც წესი, მოგეთხოვებათ გამოიყენოთ ინგლისური ან ფრანგული ენები თქვენი შემდგომი მიმართვების დროს.
Please note, however, that at a later stage of the proceedings, namely when the Court does not declare your application inadmissible on the basis of the fi le as submitted by you but decides to ask the Government to submit written comments on your complaints, all correspondence from the Court will be sent to you in English or French and you or your representative will in principle also be required to use English or French in your subsequent submissions.
177959.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სასამართლოში საჩივრები იგზავნება მხოლოდ ფოსტის მეშვეობით (და არა ტელეფონით).
Applications to the Court may be made only by post (not by telephone).
177960.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ საჩივარს გაგზავნით ელექტრონული ფოსტით ან ფაქსით, აღნიშნული ქმედება უნდა დაადასტუროთ ფოსტის მეშვეობით.
If you send your application by e-mail or fax, you must con firm it by post.