მოიძებნა 669201 ჩანაწერი
177981.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
პირველადი საჩივრით მიმართვის მიზნით, თქვენ არ საჭიროებთ იურისტის მიერ წარდგენას, ასევე არ არის აუცილებელი, რომ თქვენი წარმომადგენელი იყოს ადვოკატი.
For the purpose of lodging the initial complaint, you need not be represented by a lawyer, nor does your representative have to be a lawyer
177982.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მიუხედავად ამისა, როდესაც სასამართლო გადაწყვეტს მოსთხოვოს მთავრობას წარმოადგინოს წერილობითი კომენტარები თქვენს საჩივარზე, როგორც წესი სასამართლოში საქმის შემდგომი განხილვის მიზნით თქვენ მოგეთხოვებათ წარმოდგენილი იყოთ იურისტის მიერ.
However, when the Court decides to ask the Government to submit written comments on your complaints, you will in principle be required to be represented by a lawyer for the purpose of the ensuing proceedings.
177983.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ნებისმიერი განსაკუთრებული გამონაკლისის გარდა, აღნიშნული იურისტი უნდა იყოს ადვოკატი, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება იმუშაოს იმ ერთ-ერთ ხელშემკვრელ ქვეყანაში, რომელმაც მოახდინა კონვენციის რატიფიცირება, ამასთანავე, იგი სათანადოდ უნდა ფლობდეს სასამართლოს რომელიმე ოფიციალურ ენას (ინგლისური და ფრანგული).
This lawyer must, in the absence of any special exemption, be an advocate authorised to practise in one of the States that have ratified the Convention and he or she must have an adequate knowledge of one of the Court’s official languages (English and French).
177984.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
აღსანიშნავია, რომ შემდგომ საფეხურზე როგორც თქვენთან მიმართებაში სასამართლოს კორესპონდენციის მსგავსად, თქვენი მიმართვებიც უნდა წარიმართოს სასამართლოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თქვენ მოგენიჭებათ უფლება განაგრძოთ არაოფიციალური ენით სარგებლობა.
It should be noted that from that stage onwards, the Court’s correspondence to you will be in one of the official languages and your submissions must be in one of the Court’s official languages, unless you have been granted leave to continue using a non-official language.
177985.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
თუ თქვენ გაგაჩნიათ იურიდიული წარმომადგენლობა, საჩივრის ფორმას უნდა დაერთოს თქვენი რწმუნება, რომლითაც ადვოკატს ან სხვა წარმომადგენელს მიანიჭებთ უფლებამოსილებას იმოქმედოს თქვენი სახელით.
If you have legal representation, the application form must be accompanied by your authority for the advocate or other representative to act on your behalf.
177986.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
იურიდიული პირის (კომპანიის, ასოციაციის და ა.შ.) ან პირთა ჯგუფის წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს მომჩივნის წარდგენის იურიდიული უფლება.
A representative of a legal entity (company, association, etc.) or group of individuals must provide proof of his or her legal right to represent it.
177987.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
პირველადი საჩივრის შედგენისას, სასამართლო არ უზრუნველყოფს იურიდიულ დახმარებას თქვენთვის იურისტის მომსახურების ანაზღაურების მიზნით.
The Court does not grant legal aid to help you pay for a lawyer to draft your initial complaint.
177988.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
განხილვის მომდევნო საფეხურზე, კერძოდ კი მას შემდეგ, რაც სასამართლო გამოითხოვს მოცემული ხელშემკვრელი მხარის მთავრობისაგან წერილობით განმარტებებს თქვენს საჩივართან დაკავშირებით, თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ იურიდიული დახმარება სასამართლოსაგან თუკი თავად არ შეგიძლიათ დაფაროთ საადვოკატო მომსახურების ხარჯები და თუ ამგვარი დახმარების აღმოჩენას სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს პროცედურის სათანადოდ წარმართვის მიზნით.
At a later stage of the proceedings – after a decision by the Court to communicate the application to the government concerned for written observations – you may be eligible for free legal aid if you have insufficient means to pay a lawyer’s fees and if a grant of such aid is considered necessary for the proper conduct of the case.
177989.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
საჩივრის განხილვა არის უფასო.
Your case will be dealt with free of charge.
177990.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
პროცედურა არის წერილობითი, ამდენად, თქვენი სასამართლოში მისვლა უსარგებლოა.
As the proceedings are initially in writing, there is no point in coming to the Court’s premises in person.
177991.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სასამართლოს სამდივნო ავტომატურად მოგაწვდით საჭირო ინფორმაციას თქვენი საქმის განხილვის მიმდინარეობის შესახებ.
You will automatically be informed of any decision taken by the Court.
177992.
ევროპის საბჭო | ევროპული ორგანიზაციები
ევროპის საბჭო: სტრასბურგში განლაგებული, 46 ევროპული ქვეყნისგან შემდგარი საეთაშორისო ორგანიზაცია.
COUNCIL OF EUROPE: An international Organisation in Strasbourg which comprises 46 democratic countries of Europe.
177993.
ევროპის საბჭო | ევროპული ორგანიზაციები
ევროპული საბჭო: ევროპული პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით გამართული, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენელ სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა რეგულარული შეხვედრები (სულ მცირე წელიწადში ორჯერ).
EUROPEAN COUNCIL: Regular meeting (at least twice a year) of the heads of state or government from the member states of the European Union for the purpose of planning Union policy.
177994.
ევროპის საბჭო | ევროპული ორგანიზაციები
საპარლამენტო ასამბლეა: ევროპის საბჭოს სათათბირო ორგანო, რომელიც შედგება წევრი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების მიერ დამტკიცებული 315 წევრისა და ამავე რაოდენობის მათი შემცვლელისგან.
PARLIAMENTARY ASSEMBLY: The deliberative body of the Council of Europe, composed of 315 representatives (and the same number of substitutes) appointed by the member states’ national parliaments.
177995.
ევროპის საბჭო | ევროპული ორგანიზაციები
ადამიანის უფლებათა ევროპული კომისია: კომისიამ თავისი მოღვაწეობა შეწყვიტა 1998 წელს, მას შემდეგ, რაც შეიქმნა ადამიანის უფლებათა ერთიანი ევროპული სასამართლო.
EUROPEAN COMMISSION OF HUMAN RIGHTS: The Commission ceased to operate in November 1998 with the creation of the single European Court of Human Rights.
177996.
ევროპის საბჭო | ევროპული ორგანიზაციები
დაშლამდე იგი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად, განიხილავდა წევრ ქვეყანათა წინააღდეგ ცალკეული პირების ან სახელმწიფოთა მიერ წარმოდგენილ სარჩელთა მიღებადობის საკითხს.
Before then, it examined the admissibility of all individual or state applications against a member state in accordance with the European Convention on Human Rights.
177997.
ევროპის საბჭო | ევროპული ორგანიზაციები
ევროკომისია: ბრიუსელში განლაგებული ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც თვალყურს ადევნებს კავშირის ხელშეკრულებებისა და მისი ორგანიზაციების გადაწყვეტილებათა შესაბამის განხორციელებას.
EUROPEAN COMMISSION: The executive organ of the European Union based in Brussels which monitors the proper application of the Union treaties and the decisions of the Union institutions.
177998.
ევროპის საბჭო | ევროპული ორგანიზაციები
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო: სასამართლოს შტაბ-ბინა მდებარეობს სტრასბურგში,იგი წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაარსებულ ერთადერთ წმინდა სამართლებრივ ორგანოს.
EUROPEAN COURT OF HUMAN RIGHTS: Based in Strasbourg, this is the only truly judicial organ established by the European Convention on Human Rights.
177999.
ევროპის საბჭო | ევროპული ორგანიზაციები
ის შედგება 45 მოსამართლისგან და არის უკანასკნელი სასამართლო ინსტანცია, სადაც გამოიტანება განაჩენი წევრ ქვეყანათა მიერ კონვენციის ფარგლებში ნაკისრ მოვალეობათა შესრულების შესახებ.
It is composed of 45 judges and ensures, in the last instance, that contracting states observe their obligations under the Convention.
178000.
ევროპის საბჭო | ევროპული ორგანიზაციები
1998 წლის ნოემბრიდან სასამართლო მუდმივმოქმედია.
Since November 1998, the Court has operated on a full-time basis.