მოიძებნა 669201 ჩანაწერი
178001.
ევროპის საბჭო | ევროპული ორგანიზაციები
ევროპულ თანამეგობრობათა სასამართლო: სასამართლოს სხდომები იმართება ლუქსემბურგში. ევროკავშირის ხელშეკრულებათა დებულებების განმარტებითა და მათი გამოყენებით იგი უზრუნველყოფს კანონებთან შესაბამისობას.
COURT OF JUSTICE OF THE EUROPEAN COMMUNITIES: Meets in Luxembourg and ensures compliance with the law in the interpretation and application of the European Union treaties.
178002.
ევროპის საბჭო | ევროპული ორგანიზაციები
საერთაშორისო სასამართლო: ჰააგაში მდებარე გაერო-ს სამართლებრივი ორგანო.
INTERNATIONAL COURT OF JUSTICE: Judicial body of the United Nations which meets in the Hague.
178003.
ევროპის საბჭო | ევროპული ორგანიზაციები
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია: ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან, პატივი სცენ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებას.
EUROPEAN CONVENTION ON HUMAN RIGHTS: Treaty by which the member states of the Council of Europe undertake to respect fundamental human rights and freedoms.
178004.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შექმნის ისტორია და განვითარების ეტაპები
ევროპა II მსოფლიო ომის შემდეგ.
Europe after the World War II.
178005.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შექმნის ისტორია და განვითარების ეტაპები
შერყეული ეკონომიკის აღორძინება, გავლენის სფეროთა აღდგენა და, რაც მთავარია, მომავალში ამგვარი ტრაგედიის თავიდან აცილება იქცა სახელმწიფოთა მთავარ მიზნად.
States were determined to build up their shattered economies, recover their influence and, above all, ensure that such a tragedy could never happen again.
178006.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შექმნის ისტორია და განვითარების ეტაპები
მისი სიტყვებით, საჭირო იყო ეპოვნათ ხსნის გზა, რომელიც სასწაულებრივად შეცვლიდა მთლიან სურათს და სულ რამდენიმე წელიწადში, შვეიცარიის მსგავსად, მთელი ევროპა თავისუფალი და ბედნიერი გახდებოდა.
According to him, what was needed was “a remedy which, as if by miracle, would transform the whole scene and in a few years make all Europe as free and happy as Switzerland is today.
178007.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შექმნის ისტორია და განვითარების ეტაპები
ჩვენ უნდა ავაშენოთ ევროპის შეერთებული შტატები.
We must build a kind of United States of Europe.
178008.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შექმნის ისტორია და განვითარების ეტაპები
ყველა ამ ორგანიზაციის გაერთიანების შედეგად საფუძველი ჩაეყარა ევროპული ერთიანობისათვის მოძრაობათა საერთაშორისო კომიტეტს.
All these organisations were to combine to form the International Committee of the Movements for European Unity.
178009.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შექმნის ისტორია და განვითარების ეტაპები
1948 წლის 7 მაისს კომიტეტმა მოიწვია ჰააგის კონგრესი, რომელიც “ევროპის კონგრესის” სახელით არის ცნობილი.
Its first act was to organise the Hague Congress, on 7 May 1948, remembered as “The Congress of Europe”.
178010.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შექმნის ისტორია და განვითარების ეტაპები
ევროპის საბჭო, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე დიდი ორგანიზაციაა ევროპაში, 1949 წელს დაარსდა, ის 46 წევრ ქვეყანას აერთიანებს, მისი უმთავრესი საქმიანობა კი ადამიანის უფლებათა პრინციპების დამკვიდრებაა.
Founded in 1949 the Council of Europe is one of the oldest and the biggest European organisations, which unifies 46 member states and promotes the main principles of the Human Rights.
178011.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შექმნის ისტორია და განვითარების ეტაპები
გლობალურმა ისტორიულმა მოვლენებმა ევროპის ისტორიაში - საბჭოთა კავშირის დაშლამ, ბერლინის კედლის ნგრევამ და ცივი ომის დასრულებამ - განაპირობა წევრ ქვეყანათა რაოდენობის ზრდა და ახალი პრიორიტეტებისა და სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობა.
The global changes in the European History – collapse of the Soviet Union, fall of the Berlin wall and the end of the cold war – have defined an increased number of applications for the Council’s membership and called for establishing new priorities and an appropriate strategy.
178012.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შექმნის ისტორია და განვითარების ეტაპები
ჰააგის კონგრესი.
The Hague Congress.
178013.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შექმნის ისტორია და განვითარების ეტაპები
კონგრესის დასასრულს მიიღეს რეზოლუციები, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოუწოდებდა ეკონომიკური და პოლიტიკური გაერთიანების შექმნისაკენ, რაც უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას, ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, სოციალურ განვითარებას, სათათბირო ასამბლეის არჩევას ეროვნული პარლამენტების მიერ, ადამიანის უფლებების ევროპული ქარტიის შედგენასა და ქარტიის გადაწყვეტილებათა განსახორციელებლად სასამართლოს დაარსებას.
A series of resolutions was adopted at the end of the Congress, calling, amongst other things, for the creation of an economic and political union to guarantee security, economic independence and social progress, the establishment of a consultative assembly elected by national parliaments, the drafting of a European charter of human rights and the setting up of a court to enforce its decisions.
178014.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შექმნის ისტორია და განვითარების ეტაპები
ამ პირველად გეგმაში მოიყარა თავი ყველა იმ იდეამ, რომელთა საფუძველზე ახალი ევროპა უნდა აშენებულიყო.
All the themes around which Europe was to be built were already sketched out in this initial project.
178015.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შექმნის ისტორია და განვითარების ეტაპები
კონგრესმა გამოავლინა ის უთანხმოებანიც, რომლებმაც მოგვიანებით მონაწილეები დაჰყო ევროპული ფედერაციის უპირობო მომხრეებად (საფრანგეთი და ბელგია) და უბრალო მთავრობათაშორისი თანამშრომლობის მომხრეებად, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ირლანდია და სკანდინავიის ქვეყნები.
The Congress also revealed the divergences, which were soon to divide unconditional supporters of a European federation (France and Belgium) from those who favoured simple inter-governmental co-operation, such as Great Britain, Ireland and the Scandinavian countries.
178016.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შექმნის ისტორია და განვითარების ეტაპები
ევროპის საპარლამენტო ასამბლეა.
A European Parliamentary Assembly.
178017.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შექმნის ისტორია და განვითარების ეტაპები
საერთაშორისო ასპარეზზე განვითარებულმა მოვლენებმა - აღმოსავლეთ-დასავლეთის დაძაბულმა ურთიერთობამ, რომელიც გამოიხატა პრაღის გადატრიალებითა და ბერლინის ბლოკადით, მოითხოვა სერიოზული დაფიქრება და დღის წესრიგში დააყენა სახელმწიფოებს შორის რეალური თანამშრომლობის აუცილებლობა.
On the international scene, the sharp East-West tensions marked by the Prague coup and the Berlin blockade were to impart a sense of urgency to the need to take action and devote serious thought to a genuine inter-state association.
178018.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შექმნის ისტორია და განვითარების ეტაპები
ევროპის კონგრესიდან ორი თვის შემდეგ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟორჟ ბიდომ, მიიწვია ბრიუსელის ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პარტნიორები -– დიდი ბრიტანეთი და ბენილუქსის ქვეყნები, აგრეთვე, ყველა სხვა სახელმწიფო, რომელსაც სურდა ჰააგის კონგრესზე წამოჭრილ წინადადებათა ხორცშესხმა.
Two months after the Congress of Europe, Georges Bidault4 , the French Minister for Foreign Affairs, issued an invitation to his Brussels Treaty partners, the United Kingdom and the Benelux countries, and to all those who wished to give substance to The Hague proposals.
178019.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შექმნის ისტორია და განვითარების ეტაპები
რობერ შუმანმა რომელმაც რამდენიმე დღის შემდეგ შეცვალა ის, დაადასტურა აღნიშნული ინიციატივა.
Robert Schuman, who replaced him a few days later, confirmed the invitation.
178020.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შექმნის ისტორია და განვითარების ეტაპები
არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე საფრანგეთი, რომელსაც მხარი დაუჭირა ბელგიამ მისი პრემიერ-მინისტრის პოლ ანრი სპააკის სახით, გამოვიდა მოწოდებით შეექმნათ გაფართოებული ძალაუფლების მქონე ევროპული ასამბლეა, რომელშიც შევიდოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული პარლამენტების წევრები და რომელიც გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით მიიღებდა.
France, supported by Belgium, in the person of its Prime Minister Paul Henri Spaak, called for the creation of a European Assembly, with wide-ranging powers, composed of members of parliament from the various states and deciding by a majority vote.