მოიძებნა 669201 ჩანაწერი
177961.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
საფუძველს მოკლებულია აგრეთვე, სტრასბურგში პირადად გამგზავრება თქვენი საქმის ზეპირი გადმოცემის მიზნით.
No purpose will be served by your coming to Strasbourg in person to state your case orally.
177962.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
გთხოვთ, არ აკინძოთ, შეაწებოთ ან სხვაგვარად შეკრათ ძაფით ნებისმიერი ის კორესპონდენცია ან საბუთები, რომლებსაც აგზავნით სასამართლოში.
Please do not staple, seal with adhesive tape, or otherwise bind any correspondence or documents you send to the Court.
177963.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ყველა გვერდი უნდა იყოს თანმიმდევრულად დანომრილი.
All pages should be numbered consecutively.
177964.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
თქვენი წერილის ან საჩივრის ფორმის მიღებისთანავე სასამართლოს სამდივნო გიპასუხებთ და გაცნობებთ, რომ თქვენს სახელზე გაიხსნა დროებითი საქმე (რომლის ნომერიც თქვენ აუცილებლად უნდა მიუთითოთ მოცემულ საჩივართან დაკავშირებულ ყოველ მომდევნო კორესპონდენციაში).
On receipt of your first letter or the application form, the Registry of the Court will reply, telling you that a file (whose number must be mentioned in all subsequent correspondence) has been opened in your name.
177965.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
შემდეგომში შესაძლოა, მოგთხოვონ დამატებითი ინფორმაცია, დოკუმენტები ან განმარტებები.
Subsequently, you may be asked for further information, documents or particulars of your complaints.
177966.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამაგიეროდ, სამდივნო არ არის უფლებამოსილი იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელსაც თქვენ უჩივით, ან გაგიწიოთ იურიდიული კონსულტაცია შიდასამართლებრივი ნორმების გამოყენებასა და განმარტებასთან დაკავშირებით.
On the other hand, the Registry cannot inform you about the law of the State against which you are making your complaint or give legal advice concerning the application and interpretation of national law.
177967.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
თქვენს ინტერესებშია, გამოიჩინოთ განსაკუთრებული ყურადღება სამდივნოსთან მიმოწერისას.
It is in your interests to be diligent in conducting your correspondence with the Registry.
177968.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს წერილზე პასუხის დაყოვნების ან მისი უპასუხოდ დატოვების შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს, რომ თქვენ არ ხართ დაინტერესებული საქმის შემდგომ გაგრძელებაში.
Any delay in replying or failure to reply is likely to be regarded as a sign that you are not interested in continuing to have your case dealt with.
177969.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
თუ თქვენ არ უპასუხებთ სასამართლოს სამდივნოს მიერ გამოგზავნილ წერილს მისი გამოგზავნის თარიღიდან ერთი წლის ვადაში, თქვენი საქმე განადგურდება.
Thus, if you do not answer any letter sent to you by the Registry subsequently within one year of its dispatch to you, your fi le will be destroyed.
177970.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
თუ თქვენ ჩათვლით, რომ თქვენი საჩივარი ნამდვილად ეხება კონვენციით ან მისი ოქმებით უზრუნველყოფილი უფლებების დარღვევას და, რომ იგი აკმაყოფილებს მიღებადობის ზემოჩამოთვლილ კრიტერიუმებს, შეავსეთ საჩივრის ფორმა ყურადღებით და გარკვევით და უკან გააგზავნეთ არა უგვიანეს ექვსი კვირის ვადაში.
If you consider that your complaint does concern one of the rights guaranteed by the Convention or its Protocols and that the conditions set out above are satisfied, you should fill in the application form carefully and legibly and return it within six weeks at most.
177971.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სასამართლოს რეგლამენტის 47-ე მუხლის თანახმად, საჩივრის ფორმა აუცილებლად უნდა შეიცავდეს:
By the terms of Rule 47 of the Rules of Court, it is essential that in your application you:
177972.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
იმ ფაქტების მოკლე აღწერას, რომელთა გასაჩივრებაც თქვენ გსურთ და საჩივრის არსს;
Give a brief summary of the facts of which you wish to complain and the nature of your complaints;
177973.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მითითებას კონვენციით უზრუნველყოფილ უფლებებზე, რომლებიც, თქვენი აზრით, დარღვეულ იქნა;
Indicate which of your Convention rights you think have been infringed;
177974.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
თქვენს საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებათა ნუსხას, თითოეული მათგანისათვის თარიღის, მოკლე შინაარსისა და იმ სასამართლო ან სხვა ორგანოს მითითებით, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო.
List the official decisions in your case, giving the date of each decision, the court or authority which took it, and brief details of the decision itself.
177975.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
დოკუმენტს უნდა დაურთოთ ამ გადაწყვეტილებათა სრული ასლები.
Attach to your letter a full copy of these decisions.
177976.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სასამართლოში გაგზავნილი საბუთები უკან აღარ დაგიბრუნდებათ.
No documents will be returned to you.
177977.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ამდენად, თქვენს ინტერესებშია, წარმოადგინოთ არა დედნები, არამედ მხოლოდ მათი ასლები.
It is thus in your interest to submit only copies, not the originals.
177978.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სასამართლოს რეგლამენტის 45-ე მუხლის თანახმად, საჩივრის ფორმა ხელმოწერილ უნდა იქნეს თქვენი, როგორც მომჩივნის ან თქვენი წარმომადგენლის მიერ.
Rule 45 of the Rules of Court requires the application form to be signed by you as applicant or by your representative.
177979.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
თუ თქვენ არ გსურთ ცნობილი გახდეს თქვენი ვინაობა, მიუთითეთ ამის შესახებ და დაასაბუთეთ, თუ რით არის გამართლებული თქვენს შემთხვევაში სასამართლო განხილვის საჯაროობის საერთო პრინციპიდან გადახვევა.
If you do not wish your identity to be disclosed to the public, you must say so and set out the reasons for such a departure from the normal rule of public access to information in the proceedings.
177980.
ევროპის საბჭო | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სასამართლო მომჩივანთა ანონიმურობას უშვებს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და სათანადო საფუძვლის არსებობისას.
The Court may authorise anonymity in exceptional and duly justified cases.