მოიძებნა 669201 ჩანაწერი
178101.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შექმნის ისტორია და განვითარების ეტაპები
უკვე საბოლოოდ პანევროპული ორგანიზაციის სახე ევროპის საბჭომ 1996 წლის თებერვალში, რუსეთის ფედერაციის გაწევრიანების შემდეგ მიიღო.
The arrival of the Russian Federation in February 1996 meant that the institution had finally become fully pan-European.
178102.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შექმნის ისტორია და განვითარების ეტაპები
ამ დროიდან მოყოლებული 800 მილიონი მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას ახალი ევროპის მშენებლობაში.
Henceforth, 800 million citizens would be concerned in building the new Europe.
178103.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შექმნის ისტორია და განვითარების ეტაპები
მოღვაწეობის ამ ახალ ეტაპზე საბჭო თავისი საქმიანობით უნდა მიესადაგოს იმ ახლებურ გარემოს, რომელიც არა მარტო უფრო ვრცელი და გაცილებით მრავალფეროვანია, არამედ უფრო რთული და ნაკლებად სტაბილურიც.
The Council’s activities are now having to adapt to an environment that is not only wider and more diverse but also more complex and less stable.
178104.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შექმნის ისტორია და განვითარების ეტაპები
ეს კი ცვლის ევროპის საბჭოს თანამშრომლობისკენ მიმართული პროგრამების ხასიათს.
This is changing the nature of its co-operation programmes.
178105.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შექმნის ისტორია და განვითარების ეტაპები
განვითარდა და გაძლიერდა სამეთვალყურეო საქმიანობა.
Support and monitoring activities are being strengthened.
178106.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შექმნის ისტორია და განვითარების ეტაპები
თანამედროვე მოთხოვნილებათა თანახმად, გაცილებით მეტი ყურადღება ექცევა იმას, თუ რა ხდება ამა თუ იმ კონკრეტულ ადგილას (მაგალითად, ურთიერთნდობის განმტკიცების ან შეუწყნარებლობის დაძლევის გზით).
More attention is being paid to what happens on the ground, for example via confidence measures or campaigns to combat intolerance.
178107.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შექმნის ისტორია და განვითარების ეტაპები
ახალ პრიორიტეტთა შორის გაჩნდა მიგრაცია, კორუფცია, ეროვნების მოპოვების უფლება, სოციალური გარიყვა და უმცირესობები.
New priorities are emerging such as migration, corruption, the right to be granted nationality, social exclusion and minorities.
178108.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შექმნის ისტორია და განვითარების ეტაპები
1998 წლის 1 ნოემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგვარი მექანიზმი შეიცვალა ერთიანი სასამართლოთი, რომელმაც ბინა ბრიტანელი არქიტექტორის რიჩარდ როჯერსის პროექტით აშენებულ, ე.წ. „ადამიანის უფლებათა შენობაში“ დაიდო და 1995 წლის ივნისში ამოქმედდა.
The dual machinery for protecting human rights was replaced on 1 November 1998 by a single Court, housed in the Human Rights Building designed by the British architect Richard Rogers and inaugurated in June 1995.
178109.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შექმნის ისტორია და განვითარების ეტაპები
ამავდროულად, უფრო მჭიდრო ინტეგრაციის მიზნით, თავისი თანამშრომლობა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან გააფართოვა რამდენიმე სხვა ევროპულმა და ჩრდილოატლანტიკურმა ორგანიზაციამ.
At the same time several other European or North Atlantic institutions have been increasing their co-operation with the countries of central and eastern Europe, offering the prospect of closer integration.
178110.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შექმნის ისტორია და განვითარების ეტაპები
ევროკავშირის მთავრობათაშორისი კონფერენციისა და ვროკავშირის მადრიდში ჩატარებული ნატო-ს სამიტის ეგიდით წარმოებულმა შემდგომმა საქმიანობამ თვალნათლივ აჩვენა, რომ სამომავლოდ ევროპული თანამშრომლობა განვითარდება და გაძლიერდება.
The work under the auspices of the intergovernmental conference of the European Union and NATO summit held in Madrid, show that European co-operation will continue to develop.
178111.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭო: მიმოხილვა
ადამიანის უფლებებზე დამყარებული წესდება.
A statute built on human rights.
178112.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭო: მიმოხილვა
ევროპის საბჭოში გაწევრიანება შეუძლია ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც აღიარებს კანონის უზენაესობის პრინციპებს და უზრუნველყოფს მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ადამიანების უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს.
Any European state can become a member of the Council of Europe provided it accepts the principle of the rule of law and guarantees human rights and fundamental freedoms to everyone under its jurisdiction.
178113.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭო: მიმოხილვა
ევროპის საბჭო არის მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომლის მიზანია:
The Council of Europe is an intergovernmental organisation which aims:
178114.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭო: მიმოხილვა
ადამიანის უფლებების, პლურალისტური დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა;
to protect human rights, pluralist democracy and the rule of law;
178115.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭო: მიმოხილვა
ევროპის კულტურული თვითმყოფადობის და მრავალფეროვნების განვითარებისა და ამ სფეროში ცოდნის გავრცელების ხელშეწყობა;
to promote awareness and encourage the development of Europe’s cultural identity and diversity;
178116.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭო: მიმოხილვა
ევროპული საზოგადოების წინაშე მდგომ პრობლემათა (უმცირესობათა დისკრიმინაცია, ქსენოფობია, შეუწყნარებლობა, გარემოს დაცვა, ადამიანის კლონირება, შიდსი, ნარკოტიკები, ტერორიზმი, ორგანიზებული დანაშაული და ა.შ.) გადაწყვეტის გზების ძიება;
to seek solutions to problems facing European society (discrimination against minorities, xenophobia, intolerance, environmental protection, human cloning, Aids, drugs, terrorism, organised crime, etc.);
178117.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭო: მიმოხილვა
პოლიტიკურ, საკანონმდებლო და კონსტიტუციურ რეფორმათა მხარდაჭერის გზით ევროპაში დემოკრატიული სტაბილურობის განმტკიცება.
to help consolidate democratic stability in Europe by backing political, legislative and constitutional reform.
178118.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭო: მიმოხილვა
46 წევრი ქვეყანა 1949 წლის 5 მაისს ათი სახელმწიფოს (ბელგია, დანია, საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო) მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას 1949 წლის აგვისტოში საბერძნეთი და თურქეთი მიუერთდნენ.
46 member states: Set up on 5 May 1949 by ten countries (Belgium, Denmark, France, Ireland, Italy, Luxembourg, Netherlands, Norway, Sweden, United Kingdom), joined by Greece and Turkey in August 1949,
178119.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭო: მიმოხილვა
სადღეისოდ ევროპის საბჭოში გაწევრიანებულია 46 ქვეყანა: ისლანდია და გერმანია, ავსტრია, კვიპროსი, შვეიცარია, მალტა, პორტუგალია, ესპანეთი, ლიხტენშტეინი, სან-მარინო, ფინეთი, უნგრეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, ესტონეთი, ლიტვა, სლოვენია, ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთი, რუმინეთი, ანდორა, ლატვია, ალბანეთი, მოლდოვა, უკრაინა, „იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია“, რუსეთის ფედერაცია და ხორვატია, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სერბია და მონტენეგრო, მონაკო.
the Council of Europe now has 46 member states: Iceland and Germany, Austria, Cyprus, Switzerland, Malta, Portugal, Spain, Liechtenstein, San Marino, Finland, Hungary, Poland, Bulgaria, Estonia, Lithuania, Slovenia, the Czech Republic, Slovakia, Romania, Andorra, Latvia, Albania, Moldova, Ukraine, “the former Yugoslav Republic of Macedonia", Russian Federation and Croatia, Georgia, Armenia, Azerbaijan, Bosnia and Herzegovina, Serbia and Montenegro, Monaco.
178120.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭო: მიმოხილვა
ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს ევროპის საბჭო და ევროკავშირი.
The Council of Europe should not be confused with the European Union.