მოიძებნა 669201 ჩანაწერი
178181.
ევროპის საბჭო | მინისტრთა კომიტეტი
მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებათა დიდი ნაწილის მისაღებად საჭიროა ხმათა ორი მესამედი, საპროცედურო საკითხებისთვის კი უბრალო უმრავლესობაც საკმარისია.
Most of the Committee of Ministers’ decisions require a two-thirds majority of votes cast but a simple majority is sufficient for procedural questions.
178182.
ევროპის საბჭო | მინისტრთა კომიტეტი
სპეციალისტების მიერ კონვენციებსა და რეკომენდაციებს მინისტრთა კომიტეტის წინაშე პასუხისმგებელი სამთავრობო ექსპერტები ამზადებენ. ამის შედეგად შესაძლებელი ხდება პოლიტიკური ინტერესების ტექნიკურ და დარგობრივ მოსაზრებებთან შეჯერება.
Conventions and recommendations are drafted by government experts responsible to the Committee of Ministers, thereby providing for the interaction of political interests with technical and sectoral considerations.
178183.
ევროპის საბჭო | მინისტრთა კომიტეტი
გარდა ამისა, მრავალი პოლიტიკური ინიციატივა დარგობრივ მინისტრთა რეგულარული კონფერენციების დროს მიიღება.
Many political initiatives are also taken at regular conferences of specialised ministers.
178184.
ევროპის საბჭო | მინისტრთა კომიტეტი
დემოკრატია და თანადგომა.
Democracy and solidarity.
178185.
ევროპის საბჭო | მინისტრთა კომიტეტი
ახალი წევრი ქვეყნებისათვის ორგანიზაციის გამოცდილების გაზიარების მიზნით ევროპის საბჭომ შეიმუშავა თანამშრომლობისა და დახმარების სპეციალური პროგრამები, რომლებსაც საფუძვლად უდევს ევროპის საბჭოში არსებული მთავრობათაშორისი თანამშრომლობის შედეგები - განმარტებითი მასალები, ექსპერტთა ქსელი და თანამშრომლობის ფორმატი.
The Council of Europe has set up co-operation and assistance programmes for the new member states to allow them to draw on the Council’s experience, the programmes are based on the results of intergovernmental collaboration at the Council – its reference texts, networks of experts and co-operation structures.
178186.
ევროპის საბჭო | მინისტრთა კომიტეტი
პროგრამების მიზანია ახალ წევრ ქვეყნებში დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობა, განმტკიცება და დაჩქარება, რათა შესაძლებელი გახდეს ამ ქვეყნების თანდათანობითი და ჰარმონიული ჩართვა ევროპული თანამშრომლობის პროცესებსა და სტრუქტურებში და თავად ევროპის საბჭოში.
Their purpose is to consolidate, strengthen and accelerate democratic reform in these countries so that they can integrate gradually and harmoniously into the processes and structures of European co-operation, above all the Council of Europe.
178187.
ევროპის საბჭო | მინისტრთა კომიტეტი
ერთმანეთის შესახებ ცოდნის გაღრმავებისა და უმრავლესობისა და უმცირესობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის განვითარებისკენ მიმართულ სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივათა ხელშესაწყობად შეიქმნა ურთიერთნდობის განსამტკიცებელი პროგრამა.
The Confidence-Building Measures Programme has been established with a view to supporting civil society initiatives aimed at improving reciprocal knowledge and co-operation between majority and minority communities.
178188.
ევროპის საბჭო | მინისტრთა კომიტეტი
ღირებულებათა სადარაჯოზე.
GUARDIAN OF VALUES.
178189.
ევროპის საბჭო | მინისტრთა კომიტეტი
ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ კანონის უზენაესობის პრინციპები და აღიარონ, რომ ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები მათი მოსახლეობის პრეროგატივაა.
Countries joining the Council undertake to accept the principles of the rule of law and their people’s prerogative to basic human rights and fundamental freedoms.
178190.
ევროპის საბჭო | მინისტრთა კომიტეტი
ქვეყნების ვალდებულებაა, აგრეთვე, მიზანმიმართული და ქმედითი თანამშრომლობა უფრო მჭიდრო ერთობის მისაღწევად და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად.
They also undertake to collaborate sincerely and effectively to achieve greater unity, and to facilitate their economic and social progress.
178191.
ევროპის საბჭო | მინისტრთა კომიტეტი
ყველა წევრი ქვეყანა პასუხისმგებელია, პატივი სცეს აღნიშნულ ვალდებულებებს, ხოლო მინისტრთა კომიტეტი ზედამხედველობას უწევს ამ ვალდებულებათა შესრულებას.
Each member state is responsible for honouring these commitments and the Committee of Ministers ensures that they do so.
178192.
ევროპის საბჭო | მინისტრთა კომიტეტი
წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებების სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, მინისტრთა კომიტეტს შეუძლია შეაჩეროს ქვეყნის წევრობა, დააყენოს მისი გაწვევის საკითხი ან მოითხოვოს მისი გარიცხვა ორგანიზაციიდან.
In the event of a serious violation by a member state of its obligations under the Statute, the Committee of Ministers can suspend the state’s right of representation, invite it to withdraw or even decide that it has ceased to be a member of the Council.
178193.
ევროპის საბჭო | მინისტრთა კომიტეტი
კონვენციათა განხორციელება.
Implementing conventions.
178194.
ევროპის საბჭო | მინისტრთა კომიტეტი
მინისტრთა კომიტეტის ერთ-ერთ უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს წევრ ქვეყნებში კონვენციებისა და ქვეყნებს შორის დადებული ხელშეკრულებების განხორციელების უზრუნველყოფა.
The Committee of Ministers also ensures that conventions and agreements between member states are implemented.
178195.
ევროპის საბჭო | მინისტრთა კომიტეტი
ამგვარი ზედამხედველობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტების (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ევროპის სოციალური ქარტია, წამების საწინააღმდეგო ევროპული კონვენცია და ჩარჩოკონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ) შესასრულებლად, ამ დოკუმენტთაგან ყველაზე მნიშვნელოვანებში სამეთვალყურეო მექანიზმია გათვალისწინებული.
This is crucial in the case of human rights texts, the most important of which (the European Convention on Human Rights, the European Social Charter, the European Convention for the Prevention of Torture and the Framework Convention for the Protection of National Minorities) provide for supervisory machinery.
178196.
ევროპის საბჭო | მინისტრთა კომიტეტი
მინისტრთა კომიტეტის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან მიმართებაში ასახავს ამ კონვენციის - რომელიც ევროპაში ადამიანის უფლებათა დაცვის ქვაკუთხედს წარმოადგენს - მნიშვნელობას.
The Committee of Ministers’ responsibilities with regard to the European Convention on Human Rights reflect the importance of this convention, which is the cornerstone of the system of human rights protection in Europe.
178197.
ევროპის საბჭო | მინისტრთა კომიტეტი
წევრი ქვეყნების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენთა აღსრულებაზე ზედამხედველობით მინისტრთა კომიტეტი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მსოფლიოში ამ უპრეცედენტო სისტემისადმი ნდობის შესანარჩუნებლად.
In supervising the execution by member states of the judgments of the European Court of Human Rights, the Committee of Ministers plays an essential role in maintaining the credibility of a system without precedent in the world.
178198.
ევროპის საბჭო | მინისტრთა კომიტეტი
ვალდებულებათა პატივისცემა.
Respecting commitments.
178199.
ევროპის საბჭო | მინისტრთა კომიტეტი
მინისტრთა კომიტეტი, ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, ევროპის საბჭოს გაფართოების მარეგულირებელი კონცეფციის საფუძველზე მიუკერძოებლად და კონსტრუქციულად ასრულებდა თავის მოვალეობებს, ხელს უწყობდა დიალოგს და პოზიტიური განვითარებისათვის აუცილებელი პოლიტიკური და მატერიალური პირობების თანდათანობით შექმნას.
In accordance with the philosophy that has governed the Council’s enlargement since the fall of the Berlin Wall, the Committee of Ministers has exercised its responsibilities in an impartial and constructive spirit, emphasising dialogue and the gradual establishment of political and material conditions conducive to positive development.
178200.
ევროპის საბჭო | მინისტრთა კომიტეტი
ამ მიზნების მისაღწევად კომიტეტმა შემოიღო საზედამხედველო სისტემა, რომელიც მეთვალყურეობას უწევს ყველა წევრი ქვეყნის მიერ ვალდებულებათა შესრულებას.
To this end, the Committee has introduced a monitoring system, which ensures that all member states respect their obligations.