მოიძებნა 669201 ჩანაწერი
178201.
ევროპის საბჭო | მინისტრთა კომიტეტი
სისტემა წევრ სახელმწიფოებს სთავაზობს ევროპის საბჭოს ძირეულ ღირებულებათა გათავისებისთვის აუცილებელ პირობებს და საშუალებებს.
It offers all members the conditions and resources needed to nurture the Council’s founding values.
178202.
ევროპის საბჭო | მინისტრთა კომიტეტი
ევროპის საბჭოს გაფართოებამ მინისტრთა კომიტეტის საორგანიზაციო სტრუქტურისა და როლის მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია, რასაც მოჰყვა კომიტეტის მოღვაწეობის პოლიტიკური ასპექტების საგრძნობი განვრცობა.
The enlargement of the Council of Europe has led to significant changes in the organisation and role of the Committee of Ministers, with considerable development in the political aspect of its work.
178203.
ევროპის საბჭო | მინისტრთა კომიტეტი
დიალოგი და თანამშრომლობა.
Dialogue and complementarity.
178204.
ევროპის საბჭო | მინისტრთა კომიტეტი
ევროპის საბჭომ გააძლიერა დიალოგი ევროპის არჩევით წარმომადგენლებთან ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე, გარდა ამისა, წამოიწყო პოლიტიკური დიალოგი არაწევრ ქვეყნებთან, მათ შორის დამკვირვებლის სტატუსის მქონე არაევროპულ სახელმწიფოებთანაც (აშშ, ვატიკანი, კანადა, იაპონია და მექსიკა).
The Council of Europe has strengthened its dialogue with Europe’s elected representatives at national and local levels and extended its political discussions to non-member states, including a number of non-European states with observer status (the United States, Holy See, Canada, Japan and Mexico).
178205.
ევროპის საბჭო | მინისტრთა კომიტეტი
ამავე დროს, საბჭომ გააღრმავა თანამშრომლობა სხვა ევროპულ ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით, ევროკავშირთან, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (ეუთო) და გაეროსთან.
It has intensified its co-operation with other European organisations, particularly the European Union and the Organisation for Security and Co-operation in Europe (OSCE), and with the United Nations.
178206.
ევროპის საბჭო | მინისტრთა კომიტეტი
ახალ ათასწლეულში პოლიტიკური გეზის ამგვარი სახით შესაცვლელად მინისტრთა კომიტეტმა უმაღლესი დონიდან მიიღო საჭირო ბიძგი.
In the new millennium, in achieving this change of direction, the Committee of Ministers has, on occasion, received the political impetus it needed from the highest level.
178207.
ევროპის საბჭო | მინისტრთა კომიტეტი
ჩატარდა სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა სამი სამიტი: ვენაში, სტრასბურგში და ვარშავაში.
Three summits of heads of state and government have been held, in Vienna, in Strasbourg and in Warsaw.
178208.
ევროპის საბჭო | მინისტრთა კომიტეტი
1999 წლის მაისში „გამყოფი ხაზების გარეშე უფრო მძლავრი ევროპის შესახებ ბუდაპეშტის დეკლარაციის“ მიღებისას, მინისტრებმა ჩამოაყალიბეს 21-ე საუკუნეში ორგანიზაციის სამუშაო პროგრამა.
In adopting the “Budapest Declaration – For a Greater Europe Without Dividing Lines” in May 1999, the ministers set the Organisation’s agenda for the twenty-first century.
178209.
ევროპის საბჭო | საპარლამენტო ასამბლეა
ასამბლეა მთელს ევროპაში ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს თანამშრომლობის ხელშემწყობ ძალადაც გვევლინება.
The Assembly sees itself as the driving force in extending European co-operation to all democratic states throughout Europe.
178210.
ევროპის საბჭო | საპარლამენტო ასამბლეა
ევროპის „დემოკრატიული სინდისი“.
Europe’s democratic conscience.
178211.
ევროპის საბჭო | საპარლამენტო ასამბლეა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჩვენი კონტინენტის ისტორიაში პირველი ასამბლეაა.
The Council of Europe’s Parliamentary Assembly was the first European assembly to be created in the history of our continent.
178212.
ევროპის საბჭო | საპარლამენტო ასამბლეა
46-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტების დელეგაციებისგან შემდგარი ასამბლეა ევროპის ყველაზე წარმომადგენლობითი ფორუმია.
With delegations from over 46 national parliaments, it is the most widely-based European assembly.
178213.
ევროპის საბჭო | საპარლამენტო ასამბლეა
ასამბლეა თავად განსაზღვრავს საკუთარ სამუშაო პროგრამას და განიხილავს მიმდინარე ან პოტენციურად მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის, თანამედროვე საზოგადოების წინაშე მდგომ პრობლემებსა და საერთაშორისო პოლიტიკის ასპექტებს.
The Assembly is free to choose its own agenda; it deals with topics of current or potential importance including problems of contemporary society and aspects of international politics.
178214.
ევროპის საბჭო | საპარლამენტო ასამბლეა
ასამბლეაში წარმართული დებატები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მინისტრთა კომიტეტისა და ევროპის საბჭოს მთავრობათაშორისი სექტორის საქმიანობის მიმართულებათა განსაზღვრაში, გარდა ამისა, ასამბლეის წევრები დებატების შედეგებს წევრი ქვეყნების პარლამენტებს აწვდიან, რითაც სერიოზულ გავლენას ახდენენ თავიანთ მთავრობებზე.
Its deliberations provide significant guidelines for the activities of the Committee of Ministers and the intergovernmental sectors of the Council of Europe, and also in fluence governments when members relay them to their national parliaments.
178215.
ევროპის საბჭო | საპარლამენტო ასამბლეა
90-იანი წლების დასაწყისში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში განვითარებულმა ისტორიულმა მოვლენებმა ასამბლეის წინაშე უნიკალური ამოცანა დასახა, რაც გულისხმობდა ამ რეგიონის ქვეყნების ჩართვას საერთო ევროპული დემოკრატიზაციის პროცესში და ევროპის ქვეყნებს შორის მჭიდრო საპარლამენტო თანამშრომლობის ხელშეწყობას.
The historic events in central and eastern Europe at the beginning of the 1990s set the Assembly a unique challenge, that of helping to bring these countries into the fold of European democracies and encouraging genuine parliamentary co-operation between all European nations.
178216.
ევროპის საბჭო | საპარლამენტო ასამბლეა
ამგვარად, ასამბლეას საკუთარი წვლილი შეაქვს უფრო მძლავრი ევროპის - რომელშიც არ იარსებებს გამყოფი ხაზები - მშენებლობის საქმეში.
The Assembly thus contributes to building a greater Europe without dividing lines.
178217.
ევროპის საბჭო | საპარლამენტო ასამბლეა
1989 წელს საპარლამენტო ასამბლეის მიერ სპეციალური სტუმრის სტატუსის შემოღებამ საშუალება მისცა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში განვითარების პროცესში მყოფი დემოკრატიული სისტემების მქონე არაწევრ ქვეყნებს, დასწრებოდნენ ასამბლეის პლენარულ სხდომებს და სხვადასხვა კომიტეტის შეხვედრებს.
The special guest status created by the Parliamentary Assembly in 1989 allowed parliamentary delegations from the emerging pluralist democracies of central and eastern Europe which were not full members of the Organisation to attend the Assembly’s plenary sessions and committee meetings.
178218.
ევროპის საბჭო | საპარლამენტო ასამბლეა
ამგვარად დამკვიდრებულმა ურთიერთობამ და გაცვლითმა პროცესებმა ხელი შეუწყო ხსენებულ ქვეყნებში დემოკრატიის განვითარებას და ევროპის საბჭოში ამ ქვეყნების გაწევრიანებას.
The contacts and exchanges thus established encouraged the process of democratisation in these countries and facilitated their accession to the Council of Europe.
178219.
ევროპის საბჭო | საპარლამენტო ასამბლეა
სტრუქტურა და ორგანიზება: ევროპულ დემოკრატიათა ასახვა.
Structure and organisation: mirroring the European democracies.
178220.
ევროპის საბჭო | საპარლამენტო ასამბლეა
საპარლამენტო ასამბლეის 315 წევრი და მათი ამავე რაოდენობის შემცვლელი ირჩევა ან ინიშნება ეროვნული პარლამენტების წევრთა რიგებიდან.
The Parliamentary Assembly’s 315 members and their 315 substitutes are elected or appointed by national parliaments from among their own members.