მოიძებნა 669201 ჩანაწერი
178221.
ევროპის საბჭო | საპარლამენტო ასამბლეა
თითოეულ ქვეყანას, მისი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ჰყავს 2-დან 18 წარმომადგენლამდე.
Each country has between 2 and 18 representatives depending on the size of its population.
178222.
ევროპის საბჭო | საპარლამენტო ასამბლეა
საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილ დელეგაციათა შემადგენლობა იმგვარად არის განსაზღვრული, რომ თანასწორად იქნენ წარმოდგენილნი ეროვნული პარლამენტების პოლიტიკური პარტიები და ჯგუფები.
National delegations to the Assembly are composed in such a way as to ensure a fair representation of the political parties or groups in their parliaments.
178223.
ევროპის საბჭო | საპარლამენტო ასამბლეა
ასამბლეაში შედის ხუთი პოლიტიკური ჯგუფი: სოციალისტური ჯგუფი (SOC), ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი (EPP/CD), ევროპის დემოკრატიული ჯგუფი (EDG), ლიბერალების, დემოკრატებისა და რეფორმატორების ჯგუფი (LDR) და გაერთიანებულ ევროპელ მემარცხენეთა ჯგუფი (UEL).
The Assembly has five political groups: Socialist Group (SOC), Group of the European People’s Party (EPP/CD), European Democratic Group (EDG), Liberal, Democratic and Reformers’ Group (LDR), and Group of the Unified European Left (UEL).
178224.
ევროპის საბჭო | საპარლამენტო ასამბლეა
ასამბლეის ზოგიერთი წევრი არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ მიეკუთვნება.
Some members of the Assembly choose not to belong to any political group.
178225.
ევროპის საბჭო | საპარლამენტო ასამბლეა
ასამბლეა ერთი კვირით იკრიბება წელიწადში ოთხჯერ და მართავს პლენარულ სესიებს სტრასბურგში, ევროპის სასახლის პალატაში.
The Assembly meets quarterly for a week in plenary session in the Chamber of the Palais de l’Europe in Strasbourg.
178226.
ევროპის საბჭო | საპარლამენტო ასამბლეა
სხდომებს საჯარო ხასიათი აქვს.
Sittings are public.
178227.
ევროპის საბჭო | საპარლამენტო ასამბლეა
გარდა ამისა, ტარდება საგაზაფხულო შეხვედრები რომელიმე წევრ სახელმწიფოში.
It also holds a spring meeting in one of the member states.
178228.
ევროპის საბჭო | საპარლამენტო ასამბლეა
ასამბლეა ირჩევს პრეზიდენტს თავის წევრთა რიგებიდან, ტრადიციულად სამი თანმიმდევრული ერთწლიანი ვადით.
The Assembly elects its president from among its members, traditionally for three consecutive one-year terms.
178229.
ევროპის საბჭო | საპარლამენტო ასამბლეა
პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი (ამჟამად 18) და 5 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეები ქმნიან ასამბლეის ბიუროს.
The President, Vice-Presidents (18 at present) and the Chairs of the 5 political groups form the Bureau of the Assembly.
178230.
ევროპის საბჭო | საპარლამენტო ასამბლეა
საპარლამენტო ასამბლეა ირჩევს, აგრეთვე, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და მის მოადგილეს, ასამბლეის გენერალურ მდივანს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებს და ევროპის საბჭოს კომისარს ადამიანის უფლებების სფეროში.
The Assembly also elects the Council of Europe’s Secretary General and Deputy Secretary General, the Secretary General of the Assembly, the judges of the European Court of Human Rights and the Council of Europe Commissioner for Human Rights.
178231.
ევროპის საბჭო | საპარლამენტო ასამბლეა
ასამბლეის სამუშაო მზადდება სპეციალისტთა კომიტეტების მიერ, რომელთა საქმიანობა მოიცავს შემდეგ სფეროებს: პოლიტიკურ საკითხებს, სამართლებრივ საქმეებსა და ადამიანის უფლებებს, სოციალურ, ჯანმრთელობის დაცვისა და ოჯახურ საქმეებს, კულტურას, მეცნიერებასა და განათლებას, გარემოს დაცვასა და სოფლის მეურნეობას, ეკონომიკურ საკითხებსა და განვითარებას, მიგრაციას, ლტოლვილებსა და დემოგრაფიას, ქალებისა და მამაკაცებისათვის თანასწორ შესაძლებლობებს და წევრი ქვეყნების მიერ ვალდებულებებისა და მოვალეობების პატივისცემას.
Its work is prepared by specialist committees dealing with: political affairs, legal affairs and human rights, social, health and family affairs, culture, science and education, environment and agriculture, economic affairs and development, migration, refugees and demography, equal opportunities for women and men, and the honouring of obligations and commitments by member states.
178232.
ევროპის საბჭო | საპარლამენტო ასამბლეა
დებატები ევროპული და მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენებზე ყოველი სესიის დღის წესრიგში შედის დებატები ევროპული და მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენებზე, აგრეთვე, ის საკითხები, რომლებზეც საჭიროა რეაგირება ევროპულ დონეზე.
Debates on European and world events The agenda for each session features debates on European and world events and more generally, matters where action at European level is needed.
178233.
ევროპის საბჭო | საპარლამენტო ასამბლეა
აღნიშნულ დებატებში აქტიური მონაწილეობა მიუღიათ მსოფლიოს გამოჩენილ მოღვაწეებს (მეფე ხუან კარლოსს, ფრანსუა მიტერანს, იოანე პავლე II-ს, ჰელმუტ კოლს, მიხეილ გორბაჩოვს, ვაცლავ ჰაველს, ჰოსნი მუბარაქს, იასირ არაფატსა და მრავალ სხვას).
Prominent dignitaries from all over the world have contributed to these debates (King Juan Carlos, François Mitterrand, John Paul II, Helmut Kohl, Mikhail Gorbachev, Václav Havel, Hosni Mubarak, Yasser Arafat and many others).
178234.
ევროპის საბჭო | საპარლამენტო ასამბლეა
გარდა ამისა, ასამბლეა წარმოადგენს სადისკუსიო ფორუმს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, როგორიც არის, მაგალითად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროპის კოსმოსური სააგენტო და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მრავალი დარგობრივი სააგენტო.
The Assembly also provides a discussion forum for other international organisations such as the OECD, the European Bank for Reconstruction and Development (EBRD), the European Space Agency and several specialised agencies of the United Nations.
178235.
ევროპის საბჭო | საპარლამენტო ასამბლეა
ასამბლეის ზოგიერთი კომიტეტის მუშაობაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რითაც ღირებული წვლილი შეაქვთ ასამბლეის მნიშვნელოვან წამოწყებათა განხორციელების საქმეში.
Non-governmental organisations take part in a certain number of committees as observers and provide a valuable input to important events organised by the Assembly.
178236.
ევროპის საბჭო | საპარლამენტო ასამბლეა
კონკრეტული შედეგების მისაღწევად მიმართული ინიციატივები 1989 წლიდან ასამბლეა ქმედით როლს თამაშობს მთელს ევროპაში კონფლიქტების მოგვარების საქმეში.
Initiatives leading to concrete results Since 1989, the Assembly has assisted in crisis management throughout Europe.
178237.
ევროპის საბჭო | საპარლამენტო ასამბლეა
ასამბლეაში მიმდინარე პოლიტიკური დებატები ხშირად ემყარება კონფლიქტების ზონებში გაგზავნილი მისიებისა და დელეგაციების მიერ წარმოდგენილ ანგარიშებს და დიალოგს კონფლიქტებში ჩართულ ქვეყნებთან.
Its political debates have frequently been based on the findings of on-the-spot visits and ongoing dialogue with the states concerned.
178238.
ევროპის საბჭო | საპარლამენტო ასამბლეა
ამგვარი საქმიანობა ხელს უწყობს ევროპის საბჭოს პოლიტიკური როლის განმტკიცებას.
In this way, it has strengthened the Council of Europe’s political role.
178239.
ევროპის საბჭო | საპარლამენტო ასამბლეა
ასამბლეის წარმომადგენლები რეგულარულად აწყობენ ვიზიტებს მთელი ევროპის მასშტაბით, რათა მოიპოვონ ინფორმაცია ასამბლეისთვის ანგარიშების მოსამზადებლად, ჩადიან სხვადასხვა ქვეყნებში არჩევნებზე დამკვირვებლების სახით, მონაწილეობენ, აგრეთვე, საპარლამენტო დიპლომატიაში.
Assembly representatives make regular on-the-spot visits across Europe to gather first-hand information for drafting Assembly reports, undertake election observation and engage in parliamentary diplomacy.
178240.
ევროპის საბჭო | საპარლამენტო ასამბლეა
ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტებში მოცემულია უმნიშვნელოვანესი სახელმძღვანელო პრინციპები მინისტრთა კომიტეტის, წევრი ქვეყნების მთავრობების, პარლამენტების, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების სხვა მნიშვნელოვანი სექტორების მოღვაწეობისთვის.
The texts adopted by the Assembly provide significant guidelines for the Committee of Ministers, national governments, parliaments, political parties and other important areas of society.