მოიძებნა 669201 ჩანაწერი
178281.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესი
აძლევს რჩევებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს და საპარლამენტო ასამბლეას რეგიონალური და ადგილობრივი პოლიტიკის ყველა ასპექტთან დაკავშირებით;
Advises the Committee of Ministers and the Parliamentary Assembly of the Council of Europe on all aspects of local and regional policy;
178282.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესი
მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივი და რეგიონალური მმართველობის წარმომადგენელ ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
Co-operates closely with national and international organisations representing local and regional government;
178283.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესი
საზოგადოების ფართო ფენების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად - რაც არსებითი ფაქტორია ქმედითი დემოკრატიის დასამკვიდრებლად - აწყობს საჯარო მოსმენებსა და კონფერენციებს;
Organises hearings and conferences to reach a wider public whose involvement is essential to a working democracy;
178284.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესი
ამზადებს რეგულარულ ანგარიშებს ევროპის საბჭოს ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანაში ადგილობრივი და რეგიონალური დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, ზედამხედველობას უწევს იმას, თუ როგორ სრულდება ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის პრინციპები.
Prepares regular country-by-country reports on the state of local and regional democracy in all the Council’s member and applicant states and monitors, in particular, how the principles of the European Charter of Local Self-Government are implemented.
178285.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესი
კონგრესის ცვალებადი როლი.
Congress changing role.
178286.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესი
განსხვავებული პოლიტიკური და ეკონომიკური საფუძვლის მქონე ახალი წევრი სახელმწიფოების შესვლის შედეგად აუცილებელი გახდა კონგრესის ამოცანების ხელახალი გააზრება და განსაზღვრა, რათა გათვალისწინებული ყოფილიყო:
The emergence of new states from varying political and economic bases has necessitated reappraisal and reformulation of the Congress’s objectives to include:
178287.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესი
ხელისუფლების ეფექტიანი ადგილობრივი და რეგიონალური სტუქტურების მხარდაჭერა ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოში, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატია განვითარების პროცესშია;
Promoting effective local and regional government structures in all Council of Europe member states, especially in the new democracies;
178288.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესი
წევრ და კანდიდატ ქვეყნებში ადგილობრივი და რეგიონალური დემოკრატიის მდგომარეობის შეფასება;
Examining the state of local and regional democracy in member and applicant states;
178289.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესი
ორპალატიანი კონგრესი.
A two-chamber assembly.
178290.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესი
კონგრესი შედგება ორი პალატისაგან: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა პალატისა და რეგიონების პალატისაგან.
The Congress is divided into two chambers: the Chamber of Local Authorities and the Chamber of Regions.
178291.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესი
ორპალატიან ორგანოში შედის 315 წევრი და ამავე რაოდენობის მათი შემცვლელი.
The two-chamber assembly comprises 315 titular members and 315 substitute members.
178292.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესი
თითოეული მათგანი წარმოადგენს ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში არსებული 200 000-ზე მეტი ადგილობრივი და რეგიონული ორგანოდან ერთ-ერთს.
Each of whom is an elected representative from one of over 200 000 local and regional authorities in the Council’s member states.
178293.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესი
პალატებიდან რიგრიგობით ირჩევა კონგრესის პრეზიდენტი ორი წლის ვადით.
The chambers alternate to elect the President of the Congress for a two year term.
178294.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესი
კონგრესი იკრიბება წელიწადში ერთხელ სტრასბურგში და მის მუშაობაში სპეციალური სტუმრის ან დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობას იღებენ გამოცდილი ევროპული ორგანიზაციებისა და ზოგიერთი არაწევრი ქვეყნის დელეგაციები.
The Congress meets once a year in Strasbourg and welcomes delegations from approved European organisations and some non-member states as special guests or observers.
178295.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესი
მუდმივმოქმედი კომიტეტი, რომელიც შედგება ყველა წევრი ქვეყნის დელეგაციებისგან, იკრიბება კონგრესის პლენარულ სესიებს შორის პერიოდებში.
The Standing Committee, drawn from all national delegations, meets between the Congress plenary sessions.
178296.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესი
კონგრესის საქმიანობა წარიმართება ოთხი კომიტეტის მიერ.
The Congress organises its work around four statutory committees:
178297.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესი
ინსტიტუციური კომიტეტი, რომლის კონკრეტული მოვალეობაა ევროპაში ადგილობრივი და რეგიონალური დემოკრატიის პროგრესის შესახებ ანგარიშების მომზადება;
The Institutional Committee, which has the particular task of preparing reports on the progress of local and regional democracy in Europe;
178298.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესი
მდგრადი განვითარების კომიტეტი კურირებს გარემოს დაცვას, სივრცით და რეგიონალურ დაგეგმარებას;
The Committee on Sustainable Development, for environmental affairs and spatial and urban planning;
178299.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესი
სოციალური ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობა მოიცავს დასაქმების, მოქალაქეობის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის საკითხებს.
The Committee on Social Cohesion, for issues concerning employment, citizenship, public health and equality between women and men.
178300.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესი
კონგრესის ყოველდღიურ საქმიანობას წარმართავს აღმასრულებელი მდივანი თავისი სამდივნოს დახმარებით, სამდივნო შედგება ევროპის საბჭოში მომუშავე პერსონალისაგან.
The Chief Executive of the Congress is responsible for day-to-day management with the support of the Secretariat, drawn from the Council of Europe staff.