მოიძებნა 669201 ჩანაწერი
178781.
ევროპის საბჭო | განათლება
უმაღლესი განათლება და კვლევა.
Higher education and research.
178782.
ევროპის საბჭო | განათლება
უმაღლესი განათლებისა და კვლევის კომიტეტი (CD-ESR) პასუხისმგებელია ევროპის საბჭოს საქმიანობაზე უმაღლესი განათლებისა და კვლევის სფეროებში.
The Steering Committee for Higher Education and Research (CD-ESR) is responsible for the Council of Europe’s higher education and research activities.
178783.
ევროპის საბჭო | განათლება
კომიტეტის მიზანია ევროპაში უმაღლესი განათლებისა და კვლევის განვითარება საერთო დემოკრატიული პრინციპებისა და ევროპის საუნივერსიტეტო მემკვიდრეობის ღირებულებების (მათ შორის, სწავლების, სწავლისა და კვლევის თავისუფლებისა და დემოკრატიულ საზოგადოებაში აკადემიურ დაწესებულებათა თვითმმართველობის) საფუძველზე.
Committee's aim is to develop higher education and research in Europe on the basis of common democratic principles and the values of the European university heritage, including the freedom to learn, teach and research and self-government for academic institutions within a democratic society.
178784.
ევროპის საბჭო | განათლება
მიმდინარე საქმიანობის პრიორიტეტებია: უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის დაარსება, სოციალური ინტეგრაციის მიზნით განათლების ხელშეწყობა ინფორმირებულ საზოგადოებაში, ევროპის რეგიონში მინიჭებულ კვლიფიკაციათა ცნობის შესახებ კონვენციის გამოყენება, უმაღლესი განათლების რეფორმირება სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში, უმაღლესი განათლების მისაწვდომობის ხელშეწყობა და ევროპის უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიისა და მემკვიდრეობის დაცვა.
Priorities include contributing to the creation of a European Higher Education Area, promoting education for social cohesion in the communication society, applying the Convention on the recognition of qualifications in the European region, reforming higher education in South-Eastern Europe, promoting access to higher education and preserving the autonomy and the heritage of European universities.
178785.
ევროპის საბჭო | განათლება
უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის დაარსება (ბოლონიის პროცესი).
Creation of a European Higher Education Area (Bologna Process).
178786.
ევროპის საბჭო | განათლება
უმაღლესი განათლების სისტემა ევროპაში ამჟამად ისეთ ძირეულ და მნიშვნელოვან რეფორმირებას განიცდის, როგორიც ათწლეულების განმავლობაში არ განუცდია.
Higher education in Europe is currently undergoing the most extensive and significant reforms for decades.
178787.
ევროპის საბჭო | განათლება
ბოლონიის პროცესის სახელწოდებით ცნობილი რეფორმების პროცესი მიზნად ისახავს 2010 წლისათვის უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის დაარსებას და ყურადღებას ამახვილებს აღნიშნული სივრცის ევროპულ ხასიათზე, აგრეთვე, მის როლზე, რომელიც დემოკრატიული კულტურის დაცვას გულისხმობს.
The reform movement, known as the Bologna Process, aims to establish a European Higher Education Area by 2010, emphasizing its European dimension and its role as the guardian of a democratic culture.
178788.
ევროპის საბჭო | განათლება
ამ სივრცეში არსებული განათლების სისტემები იქნება გამჭვირვალე, სასწავლო ხარისხების სისტემები რეფორმირებას განიცდის და აღიარებულ იქნება კვალიფიკაციები; უმაღლესი განათლება უკეთესად მიესადაგება შრომის ბაზრის მოთხოვნებს და ხელი შეეწყობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლას.
Education systems within this area will be transparent, the degree system reformed and qualifications recognized; higher education will be better adapted to the labour market and life-long learning encouraged.
178789.
ევროპის საბჭო | განათლება
საბჭოს კონკრეტული წვლილი შეეხება სხვა ქვეყნებში მინიჭებული კვალიფიკაციების ცნობას და სასწავლო ხარისხების სტრუქტურების რეფორმირებას.
The Council’s particular contribution will be in the recognition of qualifications and the reform of degree structures.
178790.
ევროპის საბჭო | განათლება
CD-ESR ასრულებს ბოლონიის პროცესში მონაწილე ქვეყნებსა და ევროპის კულტურული კონვენციის ხელისმომწერ სხვა სახელმწიფოებს (რომლებსაც შეუძლიათ აღნიშნული პროცესით სარგებლობა მასში ოფიციალური მონაწილეობის გარეშე) შორის დამაკავშირებლის როლს.
The CD-ESR acts as a link between countries in the Bologna Process and other signatories of the European Cultural Convention, who can benefit from the Process without joining it formally.
178791.
ევროპის საბჭო | განათლება
ევროპის ქვეყნების მიერ კვალიფიკაციების საყოველთაო აღიარება.
Recognition of qualifications in Europe.
178792.
ევროპის საბჭო | განათლება
ევროპის საბჭო თანამშრომლობს “იუნესკოსთან” ევროპულ რეგიონში უმაღლესი განათლების სფეროში კვალიფიკაციების ცნობის შესახებ კონვენციის ფარგლებში.
The Council of Europe worked alongside UNESCO in this field, within the framework of the Convention on the Recognition of Qualifications concerning Higher Education in the European Region.
178793.
ევროპის საბჭო | განათლება
კონვენციის ხელმოწერა 1997 წლის აპრილში დაიწყო ლისაბონში, ხოლო ძალაში 1999 წლის თებერვალში შევიდა.
The Convention was opened for signature in Lisbon in April 1997 and came into force in February 1999.
178794.
ევროპის საბჭო | განათლება
კონვენციის რატიფიცირება 40 ქვეყანამ მოახდინა, კიდევ თხუთმეტმა კი ხელი მოაწერა მას.
40 countries have ratified the Convention and a further fifteen have signed it.
178795.
ევროპის საბჭო | განათლება
“იუნესკოსთან” თანამშრომლობით, ევროპის საბჭო წარმართავს აკადემიურ მიმოსვლასა და ხარისხების ცნობაზე მომუშავე ეროვნული საინფორმაციო ცენტრების ქსელის (ENIC) მუშაობას.
The Council also co-operates with UNESCO in running a Network of national information centres (ENIC)on academic mobility and recognition.
178796.
ევროპის საბჭო | განათლება
სწავლება და სწავლა ინფორმაციულ საზოგადოებაში.
Learning and teaching in the communication society.
178797.
ევროპის საბჭო | განათლება
პროექტის სამი ძირითადი ამოცანაა: ევროპის განათლების სისტემებში საინფორმაციო ტექნოლოგიის შემოღების შედეგად განვითარებული პროცესების შესახებ ანგარიშის მომზადება; პრობლემებისა და მათი მოგვარების გზების დადგენა; საწყის და შემდგომ მომზადებასთან და სწავლების მეთოდების განვითარებასთან დაკავშირებული პოლიტიკის თაობაზე წინადადებების შემუშავება.
Its three objectives: to draw up a situation report on recent developments following the introduction of information technology in European education systems; to identify the problems and the remedies applied to draft policy proposals on basic and further training and developments in the teaching profession.
178798.
ევროპის საბჭო | განათლება
ენობრივი პოლიტიკა.
Language policies.
178799.
ევროპის საბჭო | განათლება
პროექტი „ენები, მრავალფეროვნება, მოქალაქეობა“ ხელს უწყობს ევროპის დემოკრატიული მოქალაქეობის კონტექსტში, ენების სწავლისადმი მრავალფეროვან მიდგომათა დამკვიდრებას.
The project on “Languages, Diversity, Citizenship” promotes a diversified approach to language learning in the context of democratic citizenship in Europe.
178800.
ევროპის საბჭო | განათლება
აქტივობები მოიცავს წევრი სახელმწიფოებისთვის დახმარების გაწევას ენობრივი პოლიტიკის გაანალიზებაში და მეტი მრავალფეროვნების მიზნით ქმედით სტრატეგიათა შემუშავებას, რაც, თავის მხრივ, ითვალისწინებს დამხმარე საერთოევროპული ინსტრუმენტების შემუშავებას და საცდელ გამოყენებას.
Activities include helping member states to analyse their language policies and promoting effective strategies for greater diversification, including developing and piloting common European instruments of reference.