მოიძებნა 669201 ჩანაწერი
178801.
ევროპის საბჭო | განათლება
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კულტურათაშორის განათლებას, მობილურობისა და დასაქმების პერსპექტივების გაუმჯობესების მიზნით ქვეყნების მიერ სხვა ქვეყნებში მინიჭებული კვალიფიკაციების ცნობას და მუდმივ განათლებას საერთაშორისო საზოგადოებაში ერთობლივად ცხოვრებისათვის.
Special importance is attached to intercultural education, the mutual recognition of competences to improve mobility and employment prospects, and lifelong learning for participation in an international society.
178802.
ევროპის საბჭო | განათლება
ენების ევროპული დღე.
European Day of Languages.
178803.
ევროპის საბჭო | განათლება
ევროპის საბჭომ 26 სექტემბერი ენების ყოველწლიურ ევროპულ დღედ გამოაცხადა, ეს დღე მთელს ევროპაში უნდა აღინიშნოს.
The Council of Europe has declared 26 September an annual European Languages Day to be celebrated all over Europe.
178804.
ევროპის საბჭო | განათლება
ამ კამპანიის ფარგლებში 45 ქვეყნის ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ღონისძიებებში, რომლებიც მიეძღვნა ბევრი ენის ცოდნის სასიკეთო მხარეებს.
This campaign involved thousands of people across 45 countries in events celebrating the benefits of being multilingual.
178805.
ევროპის საბჭო | განათლება
კამპანიას საფუძვლად დაედო პრინციპი, რომლის თანახმად, ენათა ცოდნა ძალზე მნიშვნელოვანია ურთიერთგაგების, დემოკრატიული სტაბილურობის, დასაქმებისა და მობილურობის თვალსაზრისით.
The campaign was based on the principle that language skills are important for mutual understanding, democratic stability, employment and mobility.
178806.
ევროპის საბჭო | განათლება
ენების ევროპულმა წელმა ნათლად წარმოაჩინა ენობრივი მრავალფეროვნების ღირებულება და ყველა მოქალაქისათვის ენების სწავლის შესაძლებლობის მიცემის მნიშვნელობა.
European Languages Day highlighted the value of linguistic diversity and the importance of offering all citizens the opportunity of learning languages.
178807.
ევროპის საბჭო | განათლება
ენების ყოველწლიური ევროპული დღე გააგრძელებს ამ პრინციპების დანერგვას, დაეყრდნობა და განავრცობს აღნიშნული კამპანიის შედეგებსა და ძირითად თემებს.
The annual European Day of Languages will maintain the momentum and build on the results, deepening its main themes.
178808.
ევროპის საბჭო | განათლება
თანამედროვე ენათა ევროპული ცენტრი.
The European Centre for Modern Languages.
178809.
ევროპის საბჭო | განათლება
ცენტრი დაარსდა გრაცში (ავსტრია) გაფართოებული წილობრივი შეთანხმების საფუძველზე, თავდაპირველად სამი წლის ვადით, ამჟამად კი ევროპის საბჭოს მუდმივმოქმედ დაწესებულებად იქცა.
The Centre was set up in Graz (Austria) under an enlarged partial agreement, initially for three years, and is now a permanent Council of Europe institution.
178810.
ევროპის საბჭო | განათლება
სადღეისოდ შეთანხმება 33 ქვეყანას აქვს ხელმოწერილი.
At present, 33 states subscribe to the agreement.
178811.
ევროპის საბჭო | განათლება
ცენტრი წარმოადგენს ფორუმს იმ ადამიანებისთვის, ვინც მასწავლებელთა მომზადებით არის დაკავებული, მოსამზადებელი პროგრამების ადმინისტრატორებისთვის, სახელმძღვანელოების ავტორებისთვის, სასწავლო პროგრამების შემმუშავებლებისთვის, საგანმანათლებლო სტანდარტების, შეფასებისა და სერტიფიცირების მეთოდების ექსპერტებისა და ენობრივ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირებისათვის.
The Centre is a forum for teacher trainers, training programme administrators, textbook authors, curriculum developers, experts on educational standards, evaluation and certification methods and officials responsible for language policies.
178812.
ევროპის საბჭო | განათლება
მის კონკრეტულ საქმიანობას წარმოადგენს ენობრივი პოლიტიკის განხორციელება, ამ სფეროში არსებულ სიახლეთა დანერგვა და თანამედროვე ენების შესწავლასა და სწავლებაში წარმატებული პრაქტიკის დამკვიდრება.
It deals specifically with implementing language policies and innovation and the spread of good practice in modern language learning and teaching.
178813.
ევროპის საბჭო | განათლება
ცენტრი ოთხწლიანი საშუალოვადიანი პროგრამის საფუძველზე მუშაობს.
Centre works on the basis of a four-year Medium term programme.
178814.
ევროპის საბჭო | განათლება
ისტორიის სწავლება სკოლებში.
History teaching in schools.
178815.
ევროპის საბჭო | განათლება
პროექტის „მე-20 საუკუნის ევროპის ისტორიის შესწავლა და სწავლება“ ფარგლებში გამოქვეყნდა დოკუმენტები, რომელთა მიზანია მასწავლებელთა მომზადება და საშუალო სკოლებისთვის განკუთვნილ სასწავლო მასალათა რეფორმირება მე-20 საუკუნის ისტორიაზე ყურადღების გამახვილებით.
The project “Learning and teaching about the history of Europe in the 20th century” has produced documents to reform teacher training and teaching resources for secondary schools, focusing on the 20th century.
178816.
ევროპის საბჭო | განათლება
ამის საფუძველზე მიღებულია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო ისტორიის მასწავლებელთათვის მე-20 საუკუნის ისტორიის სწავლების სხვადასხვადგარი მეთოდების შესახებ, სახელმძღვანელოში მოცემულია მითითებები ან თემატური პაკეტები ქალების ისტორიის, ნაციონალიზმის, ჰოლოკოსტის, ნებაყოფლობითი და იძულებითი მიგრაციის, აგრეთვე, ისტორიის სწავლებისას კინომასალის გამოყენების შესახებ.
Foremost among them was a history teachers’ handbook on different ways to teach the 20th century, with guides or teaching packs on women’s history, nationalism, the Holocaust, voluntary and forced migration and the use of films in history teaching.
178817.
ევროპის საბჭო | განათლება
მოსწავლეების მიერ გასული საუკუნის ისტორიის განმაპირობებელ მოვლენათა უკეთ აღსაქმელად, სახელმძღვანელო რეკომენდაციას უწევს მუზეუმების, დაუწერელი ისტორიის, აუდიოვიზუალური მედიისა და არქივების გამოყენებასაც.
Handbook also recommended using museums, oral history, the audiovisual media and archives, to help students to understand the forces that shaped the last century.
178818.
ევროპის საბჭო | განათლება
მინისტრთა კომიტეტმა მიიღო თავისი პირველი რეკომენდაცია პროექტის „ისტორიის სწავლება 21-ე საუკუნეში“ თაობაზე ანგარიშის შესახებ.
The Committee of Ministers adopted the first Recommendation of its report on “Teaching history in the 21st Century”.
178819.
ევროპის საბჭო | განათლება
აღნიშნული რეკომენდაციისა და განათლების მინისტრების შეთანხმების საფუძველზე წევრი ქვეყნების სკოლებში ჩატარდება „ჰოლოკოსტისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა გახსენების დღე“ იმ თარიღებზე, რომლებსაც სკოლები მიიჩნევენ საჭიროდ.
Schools in member states will observe a “Day of remembrance of the Holocaust and of crimes against humanity” on the dates they think most appropriate, as a follow-up to this Recommendation, and as agreed by the Ministers of Education.
178820.
ევროპის საბჭო | განათლება
ისტორიის სწავლებისა და სახელმძღვანელოების რეფორმირება.
The reform of history teaching and textbooks.