მოიძებნა 669201 ჩანაწერი
178821.
ევროპის საბჭო | განათლება
მომავალ დემოკრატიულ საზოგადოებათა მოქალაქეებში ზოგადი განათლების, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების დანერგვის საქმეში უმნიშვნელოვანესი ადგილი განეკუთვნება ისტორიასა და მის სწავლებას.
The teaching of history makes a special contribution to the knowledge, skill and attitudes of the future citizens of democratic societies.
178822.
ევროპის საბჭო | განათლება
ევროპის საბჭოს გააჩნია მრავალწლიანი ტრადიცია ისტორიის სწავლების სფეროში, რაც მას საშუალებას აძლევს, ქმედითი დახმარება გაუწიოს ახალ წევრ ქვეყნებს ისტორიის სასწავლო პროგრამის რეფორმირების, ისტორიის ახალი სახელმძღვანელოების გამოცემისა და ისტორიის მასწავლებელთა მომზადების საქმეში.
The Council of Europe has a long tradition in history education and is drawing on it to help new member states to reform their history curricula, publish new textbooks and train history teachers.
178823.
ევროპის საბჭო | განათლება
მისი სამი ძირითადი პროექტი მოიცავს: სასწავლო პროგრამასთან, სტანდარტებთან, ახალი სახელმძღვანელოების გამოცემასთან და მომზადებასთან დაკავშირებული პროგრამა რუსეთის ფედერაციაში;
Its three major projects include: a programme on curricula, standards, new textbooks and training in the Russian Federation;
178824.
ევროპის საბჭო | განათლება
„შავი ზღვის ინიციატივა“, რომელიც მოიცავს სემინარებს, პროექტებსა და სასწავლო მასალების პაკეტებს ბულგარეთის, საქართველოს, მოლდოვას, რუმინეთის, რუსეთის ფედერაციის, თურქეთისა და უკრაინისათვის;
The Black Sea Initiative, involving Bulgaria, Georgia, Moldova, Romania, the Russian Federation, Turkey and Ukraine in seminars, projects and the production of a teaching pack;
178825.
ევროპის საბჭო | განათლება
„თბილისის ინიციატივა“, რომელიც ერთობლივი ისტორიის სახელმძღვანელოს შექმნის მიზნით აერთიანებს ავტორებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და რუსეთის ფედერაციიდან.
the Tbilisi Initiative, involving authors from Armenia, Azerbaijan, Georgia and the Russian Federation in the preparation of a joint history textbook.
178826.
ევროპის საბჭო | განათლება
გარდა ამისა, ევროპის საბჭო აწარმოებს სტაბილურობის პაქტის ფარგლებში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ისტორიის სწავლების სფეროში მიმდინარე საქმიანობის კოორდინირებას და ყურადღებას ამახვილებს ისტორიის მასწავლებელთა მომზადებაზე, სასწავლო რესურსებზე, უმაღლეს განათლებასა და ახალგაზრდების არაოფიციალურ განათლებაზე.
The Council of Europe is also co-ordinating work on history teaching in South-East Europe under the Stability Pact, focusing on the training of history teachers, teaching resources, higher education, and non-formal education for young people.
178827.
ევროპის საბჭო | განათლება
განათლება რომა-ბოშებისათვის.
Education for Roma-Gypsies.
178828.
ევროპის საბჭო | განათლება
2001 წელს წამოწყებულ იქნა ახალი სამწლიანი პროექტი აღიარებული პრინციპების საფუძველზე რომა-ბოშების ბავშვების პრაქტიკული განათლების გაუმჯობესების მიზნით, ეს პროცესი უნდა განხორციელდეს მასწავლებელთა მოსამზადებელი სემინარების, ევროპის საბჭოს სხვა სექტორებთან და ამ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებთან კავშირების, განსაკუთრებით კი რომას ჯგუფებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით.
In 2001 a new 3-year project was launched to improve the education of Roma-Gypsy children in practical terms, in line with declared principles through teacher training seminars, links with other sectors of the Council and with NGOs in the field, and above all in close cooperation with Roma groups and other stakeholders.
178829.
ევროპის საბჭო | განათლება
ევროპა სასკოლო კონკურსებში.
Europe at School Competition.
178830.
ევროპის საბჭო | განათლება
სკოლებისათვის განსაზღვრულ ამ ყოველწლიურ ღონისძიებას ერთობლივად აფინანსებენ ევროპის საბჭო, ევროკომისია, ევროპარლამენტი და ევროპის კულტურული ფონდი.
This annual event for schools is co-sponsored by the Council of Europe, the European Commission, the European Parliament and the European Cultural Foundation.
178831.
ევროპის საბჭო | განათლება
ყოველწლიურად კულტურული თანამშრომლობის საბჭოს (CDCC) წევრი ქვეყნებიდან ასეულობით ათასი ახალგაზრდა ღებულობს მონაწილეობას ამ კონკურსში, კონკურსებში მონაწილე ახალ დემოკრატიულ სახელმწიფოთა რაოდენობა სწრაფად იზრდება.
Every year several hundred thousand young people take part in the competition in CDCC countries, including an increasing number in the new democracies.
178832.
ევროპის საბჭო | განათლება
1999-2000 წლებში დაფუძნდა საინტერნეტო პრიზი დევიზით “ვიაროთ მოქალაქეთა ევროპისაკენ”, ამ პრემიის მიღება შეუძლიათ სკოლებს ქსელის “ევროპა სკოლებში” მონაწილე 32 ქვეყნიდან.
An Internet Award Scheme with the motto "Towards a Citizens’ Europe" was set up in 1999/2000 and is open to schools in the 32 countries involved in "Europe at school".
178833.
ევროპის საბჭო | განათლება
კონკურსში გამარჯვებულებს ივლისში ერთი კვირით იწვევენ სტრასბურგში მდებარე ევროპელი ახალგაზრდების ცენტრში და მათ აწვდიან ინფორმაციას ევროპის საბჭოს პრიორიტეტების, მათ შორის, განათლების, აგრეთვე, საბჭოს ძირითადი ინსტიტუტების - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საპარლემენტო ასამბლეის - შესახებ.
The prize-winners are invited to spend a week at the European Youth Centre in Strasbourg in July and are given information about the Council of Europe’s priorities, including education, and its main institutions: the European Court of Human Rights, Parliamentary Assembly.
178834.
ევროპის საბჭო | განათლება
განათლების მუშაკთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამა.
In-service training programme for educational staff.
178835.
ევროპის საბჭო | განათლება
ევროპის საბჭოს განათლების მუშაკთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამას ევროპული განზომილება შეაქვს სასკოლო განათლებასა და მასწავლებელთა მომზადებაში ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერ 48 სახელმწიფოში.
The Council of Europe In-service Training Programme for Educational Staff gives a European dimension to school education and teacher training in the 48 signatory states of the European Cultural Convention.
178836.
ევროპის საბჭო | განათლება
პროგრამის მიზნობრივ ჯგუფში შედიან განათლების მუშაკები დაწყებით და საშუალო დონეებზე, რომელთაც აღნიშნული კურსის გავლის შედეგად მიღებული ცოდნა შეუძლიათ გადასცენ მასწავლებელთა და მოსწავლეთა მაქსიმალურ რაოდენობას.
The programme targets educators at primary and secondary level who can transfer the benefits of the course to the greatest number of teachers and students.
178837.
ევროპის საბჭო | განათლება
პროგრამაში ყოველწლიურად დაახლოებით 5000 განათლების მუშაკი მონაწილეობს.
Some 5000 teaching professionals take part every year.
178838.
ევროპის საბჭო | განათლება
80-მდე ყოველწლიური კურსი და სემინარი უმთავრესად ეძღვნება ევროპის საბჭოს ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და პროექტებს, როგორიც არის: განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების სფეროებში, ისტორიის სწავლება, დემოკრატიულ საზოგადოებაში ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალადობაზე რეაგირება, რომა / ბოშათა ბავშვების განათლება, კულტურებსა და სარწმუნოებებს შორის დიალოგი, მასწავლებლის პროფესიის განვითარება, ახალი ტექნოლოგიების ზეგავლენა და ევროპული განზომილება სასკოლო განათლებაში.
Some 80 annual courses and seminars present the Council’s priorities and projects: education for democratic citizenship and human rights, the teaching of history, responses to violence in everyday life in a democratic society, education of Roma/Gypsy children, intercultural and interfaith dialogue, the evolution of the teaching profession, the impact of new technologies and the European dimension in school education.
178839.
ევროპის საბჭო | განათლება
წელიწადში ორჯერ, მაისსა და ნოემბერში, ევროპის საბჭო აქვეყნებს ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოებში მომავალში ჩასატარებელი კურსებისა და სემინარების ჩამონათვალს.
Twice yearly, in May and November, the Council of Europe publishes a list of forthcoming courses and seminars in the Cultural Convention states.
178840.
ევროპის საბჭო | განათლება
პრაქტიკული ხასიათის ინფორმაცია, ღონისძიებათა ჩამონათვალი, სახელმძღვანელო მითითებები განმცხადებლებისათვის და კავშირზე პასუხისმგებელი მოხელეებისთვის 48 ხელმომწერი სახელმწიფოდან შეგიძლიათ იხილოთ ევროპის საბჭოს ინტერნეტგვერდზე:
Practical information, including the list, the guidelines for applicants and the national liaison officers of the 48 signatory states is available on the Council of Europe website.