მოიძებნა 669201 ჩანაწერი
178881.
ევროპის საბჭო | კულტურა და მემკვიდრეობა
ინფორმაციის ეს საშუალებები არსებით როლს თამაშობს კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნებისა და აზრთა პლურალიზმის მხარდამჭერ საქმიანობაში.
These means of information have a vital role in promoting cultural and linguistic diversity and pluralistic expression.
178882.
ევროპის საბჭო | კულტურა და მემკვიდრეობა
პროექტის “ელექტრონული გამოცემები, წიგნები და არქივები” მიზანი იყო პლურალისტური დემოკრატიის გაძლიერება, ინფორმაციის მოპოვების მხარდაჭერა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ახალ ელექტრონულ გარემოსთან წიგნის სექტორის ადაპტირება.
The Electronic Publishing, Books and Archives Project was designed to strengthen pluralist democracy, promoting access to information in central and east Europe and adapting the book sector to the new electronic environment.
178883.
ევროპის საბჭო | კულტურა და მემკვიდრეობა
ამჟამად არქივების დანაყოფი მუშაობს არქივების ხელმისაწვდომობის ევროპულ პოლიტიკაზე, მათ შორის, ისეთ პროგრამებზე, როგორიც არის „პოლონეთის არქივების აღდგენა“, „კომინტერნის არქივები“.
At present the Archives section is working on the European Policy on Access to Archives, including programmes such as “Reconstitution of the memory of Poland”, “Komintern Archives”.
178884.
ევროპის საბჭო | კულტურა და მემკვიდრეობა
ევროპული ხელოვნების გამოფენები.
European art exhibitions.
178885.
ევროპის საბჭო | კულტურა და მემკვიდრეობა
ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული ეს გამოფენები მიზნად ისახავს ევროპული ხელოვნების შესახებ საზოგადოების ცოდნის გაზრდას და მის მიმართ პატივისცემის გაღვივებას.
The Council of Europe’s art exhibitions are designed to promote knowledge and appreciation of European art.
178886.
ევროპის საბჭო | კულტურა და მემკვიდრეობა
დღემდე ჩატარდა ოცდაექვსზე მეტი გამოფენა, რომელთაც მოიცვეს მხატვრობაში არსებული ძირითადი პერიოდები პრეისტორიული დროიდან დღემდე, გამოჩენილი ისტორიული პირების როლი კულტურაში და საკითხი ევროპაში ხელოვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის შესახებ.
More than twenty-six exhibitions have been staged so far, covering the major artistic periods from prehistory to the present day, the cultural role of certain prominent historical figures and more recently the question of the interaction between art and society in Europe.
178887.
ევროპის საბჭო | კულტურა და მემკვიდრეობა
რიგით 27-ე გამოფენა შედგებოდა ორი ნაწილისაგან: „ოტო დიდი, მაგდებურგი და ევროპა“ და „ევროპის ცენტრი ჩვენი ათასწლეულის პირველ პერიოდში“ (თანმიმდევრულად გაიმართა ბუდაპეშტში, ბერლინში, მანჰაიმში, პრაღაში, ბრატისლავაში).
The 27th exhibition comprises two parts: "Otto the Great, Magdeburg and Europe" and "The Centre of Europe around first thousand AD” (successively held in Budapest, Berlin, Mannheim, Prague, Bratislava).
178888.
ევროპის საბჭო | კულტურა და მემკვიდრეობა
28-ე გამოფენა მიეძღვნა ლეონარდო და ვინჩის.
The 28th exhibition was dedicated to Leonardo Da Vinci.
178889.
ევროპის საბჭო | კულტურა და მემკვიდრეობა
2006 წლის ზაფხულიდან გამოფენები პარალელურად გაიმართება ბუდაპეშტში, მილანში, ლონდონში, მიუნხენსა და ოქსფორდში.
From the summer of 2006 the expositions are going to be held in Budapest, Milan, London, Munich and Oxford.
178890.
ევროპის საბჭო | კულტურა და მემკვიდრეობა
კულტურული მემკვიდრეობა.
Cultural heritage.
178891.
ევროპის საბჭო | კულტურა და მემკვიდრეობა
საზოგადოების დაკავშირება ევროპის საერთო მემკვიდრეობის მეშვეობით.
Linking communities through Europe’s shared heritage.
178892.
ევროპის საბჭო | კულტურა და მემკვიდრეობა
ისტორიის, მიგრაციისა და გლობალიზაციის შედეგად დღევანდელ ევროპაში გვერდიგვერდ ცხოვრობს მრავალი განსხვავებული საზოგადოება.
History, migration and globalisation are responsible for the fact that so many different communities live side by side in Europe today.
178893.
ევროპის საბჭო | კულტურა და მემკვიდრეობა
დღესდღეისობით მიზანი უნდა იყოს ამ საზოგადოებებისთვის დახმარების გაწევა, რათა მათ შეიძინონ ცოდნა სხვა საზოგადოებებისა და მათი მემკვიდრეობის შესახებ, გააცნობიერონ საერთო ფასეულობების არსებობა და ამის საფუძველზე შეძლონ ერთმანეთის უკეთ გაგება და საკუთარი თავის შეგრძნება ერთიანი ევროპის ნაწილად.
The aim today must be to help them all to gain a better knowledge of others and their heritage, develop an awareness of common values on this basis, and so come to understand one another better, and feel themselves part of a shared European identity.
178894.
ევროპის საბჭო | კულტურა და მემკვიდრეობა
2003-2004 წლებში ევროპის საბჭომ მოამზადა ახალი სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომლის მიზანია: ევროპული მემკვიდრეობის უფრო ფართო ცნების ასახვა, დადასტურება თითოეული ადამიანის უფლებისა, საკუთარი არჩევანისამებრ სხვა ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის პირობით.
In 2003-2004, the Council of Europe has prepared a new legal instrument to: express a broader, transverse conception of Europe’s heritage, both separate and shared, by affirming everyone’s right of access to the heritage choice, provided that the rights and freedoms of others are respected.
178895.
ევროპის საბჭო | კულტურა და მემკვიდრეობა
ევროპის სხვადასხვა კულტურული ტრადიციის ამსახველი მემკვიდრეობების მიმართ თანასწორი დამოკიდებულების პრინციპის დამკვიდრება;
Lay down the principle of fair treatment for the heritages which embody Europe’s various cultural traditions;
178896.
ევროპის საბჭო | კულტურა და მემკვიდრეობა
ხელმომწერი ქვეყნებისთვის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ისეთი პოლიტიკისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ვალდებულების დაკისრება, რაც ხელს შეუწყობს კულტურათაშორის დიალოგს და ურთიერთგაგებას;
Commit contracting countries to bringing in heritage policies and education schemes which are calculated to foster intercultural dialogue and understanding;
178897.
ევროპის საბჭო | კულტურა და მემკვიდრეობა
ამ ქსელის დანიშნულებაა „ქსელური ეკონომიკისა“ და „საინფორმაციო საზოგადოების“ პირობებში მდგრადი განვითარების კრიტერიუმების ერთობლივად დადგენა.
The aim of this network is working-out of criteria for sustainable development within the “network economy” and “information society”.
178898.
ევროპის საბჭო | კულტურა და მემკვიდრეობა
მთავრობისა და ბაზრის მოქმედების არეალებისა და პასუხისმგებლობების თავიდან განსაზღვრა ისეთ პირობებში, სადაც ცოდნა და უნარ-ჩვევები განვითარებისთვის განკუთვნილი რესურსი და კომპანიების მიერ ინვესტირებისთვის გამიზნული ობიექტია.
Redefine the spheres of action and the responsibilities of government and the market in a context where knowledge and skills are a development resource and a target for investment by firms.
178899.
ევროპის საბჭო | კულტურა და მემკვიდრეობა
კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სტანდარტების ფორმულირება და გავრცელება.
Formulating and disseminating standarda connected with cultural heritage.
178900.
ევროპის საბჭო | კულტურა და მემკვიდრეობა
გრენადის და ლა ვალეტის კონვენციების შესაბამისად კულტურული მემკვიდრეობის სახელმძღვანელო კომიტეტი ამზადებს საერთო სტანდარტებს, მეთოდებს და ამკვიდრებს წარმატებულ პრაქტიკას ისეთი საკითხებისთვის, როგორიცაა კულტურული მემკვიდრეობის ინტერპრეტაცია და ახსნა-განმარტება, მემკვიდრეობის დიგიტალიზაცია , ისტორიული ნაგებობების დაცვა და აღდგენა, ისტორიულ ცენტრებში განახლებული საცხოვრებლების აშენება, მდგრადი განვითარება და მემკვიდრეობის დაცვისა და გამდიდრების დაფინანსება.
Following the lead provided by the Grenada and Valetta Conventions, the Steering Committee for Cultural Heritage is working on joint standards, methods and good practices for such matters as interpretation and explanation of cultural heritage, digitalisation of heritage assets, preservation and reconstruction of historic buildings, renovated housing in historic centres, and sustainable development and funding of heritage protection and enhancement.