მოიძებნა 669201 ჩანაწერი
179181.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს საკონტაქტო და საინფორმაციო ცენტრები
ცენტრალური ბიბლიოთეკის კოლექციაში შედის: ლექსიკონები და ენციკლოპედიები, პერიოდული გამოცემები, ძირითადი წიგნსაცავი, ევროკავშირისა და მთავრობათაშორისი ორგანიზაციების კოლექციები, კოლექციები განათლებისა და გარემოს დაცვის სფეროებში.
The central library collection includes: dictionaries and encyclopaedias, periodicals, main book collection, the European Union and the intergovernmental organisation collections, the education and the environment collections.
179182.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს საკონტაქტო და საინფორმაციო ცენტრები
ბიბლიოთეკა განლაგებულია ევროპის საბჭოს შენობის (სტრასბურგი) პირველ სართულზე.
The Library is located on the ground floor of the Council of Europe (Strasbourg).
179183.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს საკონტაქტო და საინფორმაციო ცენტრები
ვედოვატოს ბიბლიოთეკა.
Vedovato Library.
179184.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს საკონტაქტო და საინფორმაციო ცენტრები
პროფესორმა ჯუზეპე ვედოვატომ, საჩუქრად გადასცა 30 000 წიგნი, რომლებიც მოიცავს პერიოდს 1940 წლიდან დღემდე.
The collection comprises over 30,000 volumes donated by Professor Giuseppe Vedovato, spanning the period 1940 to the present.
179185.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს საკონტაქტო და საინფორმაციო ცენტრები
ბიბლიოთეკა განლაგებულია ევროპის სასახლეში (სტრასბურგი) 1-ლ სართულზე, სადემონსტრაციო ოთახის გვერდით (კიბით ჩასასვლელი გაზეთების მაღაზიასთან).
The library is situated on level 1 next to the Projection Room (down the steps near the newspaper shop), Palace of Europe, (Strasbourg).
179186.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს საკონტაქტო და საინფორმაციო ცენტრები
ევროპის საბჭოს საინფორმაციო ცენტრები.
Information and documentation centres on the Council of Europe.
179187.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს საკონტაქტო და საინფორმაციო ცენტრები
რიგი ქვეყნების მოთხოვნათა საფუძველზე მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა ევროპის საბჭოს საინფორმაციო ცენტრები.
The information and documentation centres on the Council of Europe were set up by the Committee of Ministers at the request of various countries.
179188.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს საკონტაქტო და საინფორმაციო ცენტრები
მათი მიზანია სახელმწიფო სტრუქტურების (მაგალითად, სამინისტროებისა და სახელმწიფო დეპარტამენტების) და კერძო პირებისა და ორგანიზაციების (მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციების (ენჯეო)) უზრუნველყოფა ინფორმაციით ევროპის საბჭოს საქმიანობისა და მიღწევების შესახებ, აგრეთვე, ევროპის საბჭოს მიერ შესაბამის ქვეყნებში წარმოებულ ინიციატივათა მხარდაჭერა და ხელშეწყობა.
The aim of the centres is to provide public authorities (e.g. ministries and government departments) and private individuals and bodies (e.g. non-governmental organization (NGOs)) with information and documentation on the Council of Europe’s activities and achievements, and to support and promote the Council of Europe’s initiatives in the respective countries.
179189.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შენობა სტრასბურგში
ევროპის საბჭოს მთავარი შენობა - “ევროპის სასახლე” - აიგო ფრანგი არქიტექტორის ანრი ბერნარის პროექტის მიხედვით.
The French architect Henry Bernard designed the Council of Europe’s main building, the “Palais de I’Europe”.
179190.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შენობა სტრასბურგში
არქიტექტორის მიზანი იყო, ერთი მხრივ, “შენობის სოლიდური ექსტერიერით მიენიშნებინა, რომ ძალა ერთობაშია და, მეორე მხრივ, ცოცხალ და სასიამოვნო ინტერიერში ნდობისა და გულითადობის ატმოსფეროს დაესადგურებინა, რაც ესოდენ აუცილებელია განსხვავებულ აზრთა თავისუფალი გამოხატვისათვის”.
His aim was “to affirm by its solid external form that unity is strength, while at the same time in its cheerful and pleasant curved interior reflecting the atmosphere of trust and cordiality necessary for the free confrontation of ideas”.
179191.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შენობა სტრასბურგში
შენობა 1977 წელს გაიხსნა. ამ კვადრატული ნაგებობის თითოეული გვერდის სიგრძე 106 მეტრს, ხოლო სიმაღლე 38 მეტრს აღწევს.
Inaugurated in 1977, the building forms a square with sides 106 metres long and reaches a height of 38 metres.
179192.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შენობა სტრასბურგში
ის ცხრასართულიანია და სამუშაო ფართობი მთლიანობაში 64 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
It is nine storeys high and contains working areas totaling 64 000 square metres.
179193.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შენობა სტრასბურგში
გარედან შენობაზე სამი ფერი დომინირებს: მოწითალო მასალით მოპირკეთებული მზიდი საყრდენები, ვერცხლისფერი ალუმინით გაწყობილი ფასადი და საკონფერენციო დარბაზების ფართო, მუქი ოქროსფერი ფანჯრები.
Three colours dominate the exterior: the reddish concrete of the buttresses, the silver aluminium-covered façade and the golden brown of the vast windows of the conference rooms.
179194.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შენობა სტრასბურგში
შიგნით განთავსებულია 17 სათათბირო დარბაზი, რომლებიც აღჭურვილია სინქრონული თარგმანის აპარატურით, ხოლო სამდივნოს თანამშრომელთათვის გამოყოფილია 1000-ზე მეტი სამუშაო ოთახი.
Inside there are seventeen meeting rooms, all fitted with interpretation equipment for several languages, as well as a thousand offices for Secretariat staff.
179195.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შენობა სტრასბურგში
ინტერიერი და ბაღები გაფორმებულია წევრი ქვეყნებისა და მათი პარლამენტების მიერ მორთმეული ხელოვნების ნიმუშებით, გობელენებით, ნახატებითა და ქანდაკებებით.
The interior and gardens are embellished by several gifts from member states and parliaments: works of art, tapestries, paintings and statues.
179196.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შენობა სტრასბურგში
მინისტრები, პარლამენტის წევრები, ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლები, ექსპერტები, ასოციაციათა წარმომადგენლები და ახალგაზრდები სხვადასხვა ქვეყნებიდან თავს იყრიან ევროპის სასახლეში იდეების, ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთისთვის გასაზიარებლად.
Ministers, members of parliament, local and regional councillors, experts, representatives of associations and young people from every country come here to pool their ideas, know-how and experience.
179197.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შენობა სტრასბურგში
მინისტრთა კომიტეტის შეხვედრათა დარბაზი.
The Committee of Ministers’ meeting room.
179198.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შენობა სტრასბურგში
მინისტრთა კომიტეტის ოვალური ფორმის დარბაზი გადაჭიმულია შენობის აღმოსავლეთი ფასადიდან ჟოზეფინას პავილიონამდე, რომელიც ორანჟერეაში მდებარეობს.
The meeting room is circular, projecting from one corner of the eastern wing of the building right opposite the Pavilion Josephine in the Orangerie park.
179199.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შენობა სტრასბურგში
წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ან მათი მოადგილეები ერთმანეთს ხვდებიან ფართო, ტყავით დაფარული, მრგვალი მაგიდის ირგვლივ.
Member states’ Foreign Ministers, or their deputies, meet around a large leathercovered circular table.
179200.
ევროპის საბჭო | ევროპის საბჭოს შენობა სტრასბურგში
უსაფრთხოების მიზნით ამ დარბაზში დამთვალიერებლებს არ უშვებენ.
For security reasons this room is not open to the public.