მოიძებნა 669201 ჩანაწერი
179381.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
დარელმა გოგონებით სავსე ბაქანს თვალი მოავლო.
Darrell stared about her at the girls on the crowded platform.
179382.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
ეტყობოდათ, ერთმანეთს კარგად იცნობდნენ, მხიარულად საუბრობდნენ და ხმამაღლა კისკისებდნენ.
They all seemed to know one another, and laughed and chattered at the tops of their voices.
179383.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
„ალბათ ვერასოდეს გავიცნობ ამდენ გოგონას“! – ფიქრობდა, როცა იქაურობას ათვალიერებდა.
"I shall never know all these girls"! she thought, as she stared round.
179384.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
ზოგიერთი რამოდენაა!
What big ones some of them are!
179385.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
ზრდასრულებს ჰგვანან.
They look quite grown-up.
179386.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
მეშინია კიდეც მათი.
I shall be terrified of them.
179387.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
უფროსკლასელი გოგონები მართლაც დარელზე ბევრად დიდები ჩანდნენ.
Certainly the girls in the top forms seemed very grown up to Darrell.
179388.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
ისინი პატარებს თითქოს ზედაც არ უყურებდნენ.
They took no notice at all of the little ones.
179389.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
უმცროსი გოგონები გზას უთმობდნენ და ისინიც მედიდურად თავაწეულები ადიოდნენ ვაგონებში.
The younger girls made way for them, and they climbed into their carriages in a rather lordly manner.
179390.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
გამარჯობა, ლოტი!
Hallo, Lottie!
179391.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
გამარჯობა, მერი!
Hallo, Mary!
179392.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
შეხე, იქ პენელოპე დგას!
Look! There's Penelope!
179393.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
სალამი, პენი, აქ მოდი!
Hi, Penny, come over here!
179394.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
ჯინ, ჩვენს ვაგონში ამოდი!
Jean, come into our carriage!
179395.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
მთელი ბაქანი მხიარულ შეძახილებს გაეყრუებინა.
The gay voices sounded all up and down the platform.
179396.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
დარელმა დედას გახედა.
Darrell looked for her mother.
179397.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
გოგონა სასიამოვნო პირისახის ქალს ელაპარაკებოდა.
She was, talking to a keen-faced mistress.
179398.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
ალბათ, ქალბატონი პოტსი ეს უნდა იყოს.
That must be Miss Potts.
179399.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
დარელმა ქალი შეათვალიერა.
Darrell stared at her.
179400.
მელორი ტაუერსი | წიგნი I, თავი 1
თუმცა სახეზე მკაცრი იერი გადაჰკრავდა.
But there was something very determined about her mouth.